"ჩემთვის საქართველო წინ გახედვა და პროგრესისათვის ბრძოლაა“ - გია ჭანტურიას მკვლელობიდან 26 წელი გავიდა
პოლიტიკა - 23:31, 02 Dec, 2020     7711
3 დეკემბერს 26 წელი სრულდება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის გიორგი ჭანტურიას მკვლელობიდან.

გია ჭანტურია:

"პოლიტიკა მთელი ცხოვრებაა, ცხოვრების წესია. პროფესიონალი პოლიტიკოსი დადის, მუსიკას უსმენს თუ უბრალოდ სუნთქავს, მაშინაც პოლიტიკაზე უნდა ფიქრობდეს, უნდა ტკიოდეს, უნდა აწვალებდეს. საქართველო ჩემთვის ის მისტიური სულია, რომლის მიხედვითაც ვგრძნობ, რომ მე ვარ ქართველი.

ჩემთვის საქართველო, უპირველეს ყოვლისა, მომავალია, რადგან კაცობრიობის ისტორიაში ყოველი ერის ცხოვრება, თვით გადაშენებულისაც კი, იყო რაღაცისათვის მზადება. ჩვენც ვემზადებით. მე მწამს, რომ ეს რაღაც სიკეთეა. მე მწამს იმის, რაც ათონის მთაზე ღვთისმშობელმა აღუთქვა ქართველ ბერებს - საქართველო გაბრწყინდებაო. მე საქართველოს სულიერი, პოლიტიკური, კულტურული გაბრწყინების მოლოდინში ვარ, მაგრამ ეს არ არის ფატალისტური მოლოდინი. ამისათვის მზადება და წინ სიარულია საჭირო. ასე, რომ ჩემთვის საქართველო წინ გახედვა და პროგრესისათვის ბრძოლაა; და კიდევ, მე მიყვარს დოჩანაშვილი და ხშირად მოვიხმობ ხოლმე, ახლაც მას დავესესხები: `საქართველო მარტივი რამაა, ახსენებ და უნდა დაგბურძგლოს~. ეს პოლიტიკას სცილდება, უფრო ინტიმური რამაა; დაახლოებით იგივე დამოკიდებულებაა, როგორიც გაგვაჩნია დედასთან, შვილთან... ეს სიყვარულია."

გიორგი ჭანტურია 80-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო. მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში გია ჭანტურია აქტიურად ერთვება ანტისაბჭოთა დისიდენტურ მოძრაობაში. ამავე წლებში ის იყო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის პირველ ქართველ სტიქაროსანთა შორის.

გიორგი ჭანტურიამ 1981 წლის 8 თებერვალს აღადგინა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და 1994 წლამდე მისი თავმჯდომარე იყო. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია გია ჭანტურიას თაოსნობით ერთ-ერთი აქტიური პოლიტიკური ძალა იყო 80-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. სწორედ ჭანტურიას და ეროვნულ-დემოკრატების მიერ იყო ორგანიზებული 1988 წლის ნოემბრის მრავალათასიანი შიმშილობის აქცია, სადაც გიორგი ჭანტურიას მიერ პირველად იქნა გაჟღერებული საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნა.

გიორგი ჭანტურია დისიდენტობის წლებიდან მოყოლებული აქტიურად იბრძოდა რუსული იმპერიული პოლიტიკის წინააღმდეგ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და შემდეგომ უკვე დამოუკიდებლობის მოპოვების წლებშიც.

1993 წელს შევარდნაძის ხელისუფლების პირობებში, საქართველოს დსთ-ში შესვლის გამო, ეროვნულ-დემოკრატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს დაკავებული თანამდებობები, მათ შორის მინისტრის პორტფელები და შევარდნაძის ხელისუფლების რადიკალურ ოპოზიციაში გადავიდნენ. გიორგი ჭანტურია საქართველოს დსთ-ში შესვლას ქვეყნის რუსული პოლიტიკის გავლენის სფეროში დაბრუნებად აფასებდა, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ეროვნულ უსაფრთხოებას.

გიორგი ჭანტურია ამ პერიოდისთვის იყო გამოკვეთილი პროდასავლური ლიდერი, რომელიც ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის პოსტზე უალტერნატივო კანდიდატად მოიაზრებოდა.

1994 წელს გიროგი ჭანტურია არჩეულ იქნა აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიან-დემოკრატიული ინტერნაციონალის გენერალურ მდივნად.

1994 წელს გიორგი ჭანტურიამ ედუარდ შევარდნაძეს კატეგორიულად მოსთხოვა, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გამო, თანამდებობებიდან გადაეყენებინა საქართველოს ძალოვანი უწყების მინისტრები - იგორ გიორგაძე და შოთა კვირიაი. გია ჭანტურია ღიად აცხადებდა, რომ რუსული სპეცსამსახურების მითითებით, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელთა ქმედებები საფრთხეს უქმნიდა ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებას და მის დემოკრატიულ განვითარებას.

ეროვნულ-დემოკრატების ლიდერის ამ განცხადებიდან ორიოდ კვირაში, 1994 წლის 3 დეკემბერს გიორგი ჭანტურია, პარტიის ყრილობის დახურვის დღეს, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ჩაცხრილეს.

გიორგი ჭანტურიას მკვლელობა იყო პოლიტიკური ტერორი, რომელიც განხორციელდა რუსული სპეცსამსახურების უშუალო მითითებით და მიზნად ისახავდა, საქართველოს დასავლური გზით განვითარების შეფერხებას.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ - ნინი ქარსელაძე საიდუმლოდ გათხოვდა
მკაცრი კონტროლი რეგულაციების აღსრულებაზე - გახარიას დავალება რეგიონების რწმუნებულებს
დაუწყეს დაშინება, სამუდამოდ გამოგამწყვდევენ ციხეში, ტელეფონს წაგართმევენ - თამარ ბაჩალიაშვილის დედა საქმის ახალ მოწმეზე
ცნობილმა ადვოკატმა, რომელიც სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს, თვითმკვლელობა სცადა
“როდემდე უნდა ვიყოთ ჩუმად... მოვიდა დრო, ხმა ამოვიღოთ!“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
წაიღეთ სახლებში ეს ნაკურთხი წყალი და ასხურეთ კარ-მიდამოს, მადლი ღვთისა უხვად გარდამოვა თქვენზედა - ილია მეორე
კომპანიები, რომლებმაც გადაცდომით შესრულებული სამუშაოების შედეგების გამოსწორება ვერ შეძლეს, დაჯარიმდნენ - გელათის ხარვეზების აღმოფხვრას დღეიდან სხვა კომპანია შეასრულებს
სატვირთო მანქანამ გზის პირას ჩაძინებულ მუშებს გადაუარა- გარდაცვლილია 15 ადამიანი
"პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია" - მიტროპოლიტი დიმიტრი
"ამბობდა, საფრთხეში ვარო, დიდხანს ვერ გავტანო..."- ვინ არის გოგო, რომელსაც ბაჩალიაშვილი საფრთხეზე წერდა - საქმის მთავარი მოწმე ტელეკამერებთან გამოჩნდა
ჯო ბაიდენი 11 მილიონ მიგრანტს ამერიკის მოქალაქეობის მისაღებად 8 წლიან გეგმას სთავაზობს
ბაჩალიაშვილის საქმეში მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაცია - რას იძიებს შოთაძის უწყება
თინა მახარაძემ ქართულ ახალ წელს უკანალი უჩვენა (ვიდეო)
ხელისუფლების მხრიდან აუცილებელია შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მიღება ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად - წერეთელი ოკუპანტების მიერ საქართველოს 3 მოქალაქის დაკავებაზე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42