დღემდე უცნობი ფაქტები: რა ეწერა "ყვითელ ფურცელზე“, რომელიც მკვლელობამდე 3 დღით ადრე გია ჭანტურიამ მეგობარს გადასცა - 26 წელი ედპ-ის ლიდერის მკვლელობიდან
პოლიტიკა - 23:20, 02 Dec, 2020     4313
26 წელი გავიდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძაობის ლიდერის და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის გია ჭანტურიას მკვლელობიდან.

გიორგი ჭანტურიას მკვლელობა იყო პოლიტიკური ტერორი, რომელიც განხორციელდა რუსული სპეცსამსახურების უშუალო მითითებით და მიზნად ისახავდა, საქართველოში გამოკვეთილი პროდასავლური პოლიტიკური ძალის განეიტრალებას და საქართველოს დემოკრატიული გზით განვითარების შეფერხებას.

ვინ მოკლა ქართული პოლიტიკის უალტერნატივო ლიდერი და რა ინფორმაციებს ფლობდა თავად გია ჭანტურია? - ბევრი კითხვა დღემდე პასუხგაუცემელი რჩება. თუმცა ეს რომ იყო რუსული სპეცოპერაცია, ამას საქმეში არსებული ბევრი დეტალიც მოწმობს, მათ შორის ჭანტურიას მეგობრებისა და თანაპარტიელების მიერ მოყოლილი ფაქტები.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა, რომელიც ჭანტურიას მოღვაწეობის წლებში მისი თანაშემწე და ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატის (აედ) ლიდერი იყო, ჩვენთან საუბარში იმ პერიოდის მოვლენების მნიშვნელოვან დეტალებს იხსენებს.

„ეს იყო პრიმაკოვის კაბინეტში დაგეგმილი მკვლელობა. თავად მოყვა გიამ ერთხელ: მივიღე ინფორმაცია, პრიმაკოვის კაბინეტში შენი მკვლელობა გადაწყდაო... მოგვიანებით ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზეც განაცხადა.

ერთ დღესაც (მე მაშინ გიას თანაშემწე ვიყავი) გია მეძახის და თითით მანიშნა, არ მელაპარაკა, მხოლოდ პატარა ყვითელი ფურცელი მიჩვენა და მითხრა რომ წამეკითხა, ზედ ეწერა, რომ იგეგმებოდა მისიმკვლელობა, ასევე ეწერა კონკრეტული პიროვნებები თუ ვინ უპირებდა მოკვლას, ცხადია მათ შორის იყო ერთ-ერთი მინისტრი, ძალოვანი უწყების მაღალჩნოსნები და მაშინდელი გავლენიანი ფიგურა... ამის შემდეგ, გვქონდა დავალება, რომ შეგვეტყობინებინა ინკოგნიტო წყაროს სახელით, და ეს ფურცელი უნდა დაგვეხია. მაშინ იყო სულ რამოდენიმე სააგენტო და თუ არ ვცედები ერთერთი იყო „იფრინდა“. ჩვენ შევატყობინეთ სააგენტოებს, ეს იყო პრევენცია. მაშინ შევთავზე, რომ ჩვენ რამდენიმე ახალგაზრდას გავყვებოდით ხოლმე თან, რაზეც ასეთი პასუხი გამცა: თუ სპეცსამსახურები გადაწყვეტენ, კაცის დაცული კაცი არ გაიშვასო და გაეცინა... ეს ხდებოდა მოკვლამდე რამდენიმე დღით ადრე. ფაქტია, ეს საუკუნის პოლიტიკური ტეროტირი შედგა... 3 დეკემბერს რუსულმა სპეც სამსახურებმა, მაშინდელი ქართველი ძალოვანი მინისტრების მხარდაჭერით, ქართულ უწყებებში ჩანერგილი აგენტების უშუალო მონაწილეობით, ხელისუფლების შეგნებული დუმილის ფონზე მოკლეს გიორგი ჭანტურია!

თან ნუ გვავიწყდება, ეს ის ვითარებაა, როცა გია ჭანტურია ედუარდ შევარდნაძეს პირდაპირ სთხოვს იმპერატიულად, რომ გადააყენოს ძალოვანი სტრუქტურის მინისტრები, რომლებსაც რუსეთის უშიშროებასთან კავშირში ამხელდა. მაშინ ედუარდ შევარდნაძემ იგორ გიორგიაძეს ღიად მიმართა ერთ-ერთი თათბირზე - რა ხდება, ჭანტურია შენს გადაყენებას მთხოვსო... ერთი სიტყვით, ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკის ისტორია, რომელმაც მაშინ დიდწილად განსაზღვრა ქვეყნის ბედი, შეიძლება ითქვას, რომ მრავალი წლით გადაიწია საქართველოს დასავლეთის მიმართულებით განვითარებამ. ეს იყო შიშველი ხელებით ბრძოლა დემოკრატიული, თავისუფალი და დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული საქართველოსთვის. ასეთი ბრძოლები საბოლოო ჯამში ქვეყნის და ერის საუკეთესო ნაწილის გამარჯვებით სრულდება, მაგრამ ამ ბრძოლაში მსხვერპლს იღებენ ის ადამიანები, რომლებიც საბოლოდ, თავად ქმნიან ქვეყნის ყველაზე ღირებულ ისოტირას“

მოკლედ გია ჭანტურიას შესახებ:

გია ჭანტურია, რომელმაც თავისი დისიდენტური საქმიანობა ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან და დაიწყო, 70-80-იან წლებში უკვე აქტიურად იყო ჩართული საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1981 წელს აღადგინა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. 1983 წელს მას საბჭოთა ხელისუფლება იჭერს (რუსეთში გადაასახლეს) ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის, რომელიც გეორგიებსკის ტრაქტატის წინააღმდეგ მოწყობილ აქციას უკავშირდებოდა. 1988 წელს, როცა საზოგადოების გარკევული ნაწილი დამოუკიდებლობას ნაადრევად მიიჩნევდა, სწორედ გია ჭანტურიას და ეროვნულ-დემოკრატების თაოსნობით იწყება ნოემბრის ცნობილი მრავალათასიანი აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, სადაც საბჭოთა სივრცეში პირველად მოხდა ღიად გაჟღერება დამოუკიდებლობის მოთხოვნის.

გიორგი ჭანტურია დისიდენტობის წლებიდან მოყოლებული აქტიურად იბრძოდა რუსული იმპერიული პოლიტიკის წინააღმდეგ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და შემდეგომ უკვე დამოუკიდებლობის მოპოვების წლებშიც.

ეროვნული მოძრაობის წლებში, როცა რუსეთი მოვლენების პარალელურად ცდილობდა ეთნოკონფლიქტების პროვოცირებას, გიორგი ჭანტურია სოხუმსა და ცხინვალში მიტინგების გამართვის წინააღმდეგ გამოდიოდა, რადგან მიაჩნდა, რომ დედაქალაქიდან აფხაზეთსა და სამაჩაბლოში პროცესების გადატანით კრემლი შეეცდებოდა კონფლიქტის გაღვიღვებას.

ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გია ჭანტურია და ედპ გამსახურდიას ხელისუფლების ოპოზიციას წარმოადგენდა, რისი მთავარი მიზეზი საბჭოთა არჩევნებში მონაწილეობა და შემდგომ უკვე გამსახურდიას ხელისუფლების არადემოკრატიული მმართველობა იყო.

გამსახურდიას ხელისუფლების დროს მომხდარი სამოქალაქო დაპირისპირების პერიოდში, ჭანტურია გამსახურდიას ხელისუფლების პატიმრობაში იმყოფებოდა, საიდანაც ჭანტურია პარტიის წევრებს და საზოგადოებას აფრთხილებდა, რომ ხელისუფლების შიგნით არსებული რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლების მხრიდან სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა და თანამოაზრეებს მოუწოდებდა, რომ რუსულ პროვოკაციასა და სამოქალაქო დაპირისპირებაში არ ჩარეულიყვნენ.

1993 წელს შევარდნაძის ხელისუფლების პირობებში, საქართველოს დსთ-ში შესვლის გამო, ეროვნულ-დემოკრატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს დაკავებული თანამდებობები, მათ შორის მინისტრის პორტფელები და შევარდნაძის ხელისუფლების რადიკალურ ოპოზიციაში გადავიდნენ. გიორგი ჭანტურია საქართველოს დსთ-ში შესვლას ქვეყნის რუსული პოლიტიკის გავლენის სფეროში დაბრუნებად აფასებდა, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ეროვნულ უსაფრთხოებას.

გიორგი ჭანტურია ამ პერიოდისთვის იყო გამოკვეთილი პროდასავლური ლიდერი, რომელიც ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის პოსტზე უალტერნატივო კანდიდატად მოიაზრებოდა.

1994 წელს გიროგი ჭანტურია არჩეულ იქნა აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიან-დემოკრატიული ინტერნაციონალის გენერალურ მდივნად.

1994 წელს გიორგი ჭანტურიამ ედუარდ შევარდნაძეს კატეგორიულად მოსთხოვა, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გამო, თანამდებობებიდან გადაეყენებინა საქართველოს ძალოვანი უწყების მინისტრები - იგორ გიორგაძე, შოთა კვირიაია და ვარდიკო ნადიბაიძე. გია ჭანტურია ღიად აცხადებდა, რომ რუსული სპეცსამსახურების მითითებით, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელთა ქმედებები საფრთხეს უქმნიდა ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებას და მის დემოკრატიულ განვითარებას.

ეროვნულ-დემოკრატების ლიდერის ამ განცხადებიდან ორიოდ კვირაში, 1994 წლის 3 დეკემბერს გიორგი ჭანტურია, პარტიის ყრილობის დახურვის დღეს, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ჩაცხრილეს.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"ეეჰ კრისწინკა, ზოგჯერ, მეშინია, რომ არ ვიყო…” – რას წერდა უკანასკნელ დღეებში გიორგი ბერიძე თავის ვირტუალურ მეგობარს
ქრისტინე და იოანე ბაგრატიონებს ვაჟი შეეძინა - სამეფო წყვილმა შვილს ბაგრატი დაარქვა (ფოტო)
"მეგობრების წერილი დაგვხვდა გიო აღარ გვყავსო... ვიბრძოლეთ მაგრამ დავიგვიანეთ"
"არ გრცხვენიათ... მარტო მანქანა კი არ არის გაცვეთილი, მეც მჭირდება უკვე მკურნალობა დავბერდი" - მეუფე ნიკოლოზი
უბედური შემთხვევა ლანჩხუთში - ქალს მატარებელი დაეჯახა და გარდაიცვალა
"ცხოვრების უდიდესი პატივი იყო აშშ-ს პირველი ლედობა" - მელანია ტრამპის გამოსამშვიდობებელი სიტყვა (ემოციური ვიდეო)
ვაქცინაციაზე უკეთესი შესაძლებლობა არ არსებობს - მიტროპოლიტი დიმიტრი
თიკა ჯამბურია "გრელკის" გათანამედროვებული ვერსიით ითბობს თავს
პირველი თოვლი სოფელ ალამბარში და ნასვამი, წაქცეული თოვლის ბაბუ
17 წლის ბიჭი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა
გელათის სახურავის ნაწილი ჩაინგრა
დღის ფოტო - ჭკვიანმა პიტ ბულმა სახლში უპატრონო ორსულ კატას თავის სალში მშობიარობის უფლება მისცა
ნატოს სამხედრო სტანდარტების გარდა აქვს სხვა ბევრი სტანდარტი, ეს არის ეკონომიკა, დემოკრატია და ის პროცესები, რომლებიც საქართველოშია, არ აახლოვებს საქართველოს ნატოს რეალურ წევრობასთან - წერეთელი
ბიბლიური თავისუფლების გამო დააბრალო ვინმეს სუს-თან თანამშრომლობა, იგივეა ფერადკანიანს დააბრალო kkk-ს წევრობა - ჯაფარიძე ჩარკვიანს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42