19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს
რელიგია - 20:00, 18 Jan, 2021     5155
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

წირვის დასრულებამდე ტაძრებში დიდ აიაზმაში წყალკურთხევის რიტუალი შესრულდება. მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლებათ.

ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.

ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება განცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დოს.

წმ. სახარების მიხედვით, მდინარე იორდანეში წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან იესო ქრისტეს ნათლისღებისას მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ხოლო ზეციდან ხმა გაისმა: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ".

ნათლისღების წინა დღე მარხვით აღინიშნება. მორწმუნეები შეძლებისამებრ მკაცრად მარხულობენ და ნათლისღების დღესასწაულს ასე ხვდებიან.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"ასეთი ვარდნა ეკონომიკაში თენგიზ სიგუას შემდეგ არ ყოფილა" - მიხეილ სააკაშვილი
"მოუწევთ პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნებზე წასვლა" - მიხეილ სააკაშვილი
"ისევ ჯოჯოხეთის პირზე ვარ, რაღაც ძალა ჩასაჩეხად დამდევს, თმაში ჩაჭიდებული...ყოველი ღამე წინაზე საშინელია, ყოველი დღე - წინაზე მძიმე" - ხიდაშელი
მასშტაბური აქცია თბილისსა და რეგიონებში - აქტივისტები საწვავზე ფასის შემცირებას და პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
ხმაური და დაპირისპირება პარლამენტთან - აქტივისტებს ნივთების შეტანაში პოლიციამ ხელი შეუშალა
"სიმართლე ვთქვათ - არჩევნები არ უნდა ჩატარებულიყო... პოლიტიკას 3 000 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა" - მეუფე იაკობი
"არავინ უნდა გაიფხოროს, მოვიდნენ, დაილაპარაკონ" - მეუფე ხელისუფლებას და ოპოზიციას სთავაზობს, რომ ეკლესია იყოს ის ადგილი, სადაც მხარეები შეთანხმებას შეძლებენ
"მელია ვერც განდი გახდა უცხოელებისთვის, ვერც მანდელა და ვერც სერვანტესი" - მეუფე იაკობი მელიაზე
რუსთავში ხუთი ადამიანი სავარაუდოდ, CO-თი მოიწამლა
აქციები რუსთაველზე - თუ ხელისუფლება მოთხოვნებს არ შეასრულებს კარვები გზის სავალ ნაწილზე დაიდგმება
"ამ კადრების შემდეგ, კომენდანტი განსაკუთრებით დამამცირებელია" - ხოშტარია რესტორანში ბოლქვაძის გართობზე
პარალელური რეალობა რჩეულთათვის - აკრძალვების ფონზე, ე.წ. კომენდანტის დროს "ოცნების" დეპუტატი რესტორანში ერთობა
"საუბედუროდ, ჩვენი ეკლესია ცირკს დაემსგავსა" - დეკანოზი ილია ჭიღლაძე მეუფე სტეფანეს ბრძანებას აქვეყნებს
მიკსი საქართველოს მძიმე მდგომარეობაზე ევროპელი დეპუტატების განცხადებას შეუერთდა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42