"ივანიშვილი თუ ბევრს გაბედავს არჩევნებში, ბევრს დაკარგავს..."- ბაჩუკი ქარდავა ოპოზიციის საარჩევნო გეგმებზე
პოლიტიკა •  15:49, 31 Jul, 2020     580
ეროვნულ-დემოკატიული პარტიის თავმჯდომარისა და გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, 2020 წლის არჩევნებზე ოპოზიციის გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს.


როგორც ქარდავამ „ძალა ერთობაშიას“ დღევანდელ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, გაერთიანებული ოპოზიცია უკვე მსჯელობს საარჩევნო სტრატეგიაზე.

„დღევანდელ შეხვედრაზე სააარჩევნო სტრატეგიასა და ტაქტიკაზე ვიმსჯელეთ. ამ მოცემულობაში ერთობას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენი მთავარი ამოცანაა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ. ეს ქართული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანაა.

ასევე, მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ბიძინა ივანიშვილი თუ ბევრს გაბედავს ამ არჩევნებში, ბევრს დაკარგავს, თუ ცოტას - ცოტას. მის დამარცხებას რომ ალტერნატივა არ აქვს და ოპოზიცია კოალიციურ რეჟიმში მოვა ხელისუფლებაში, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ჩვენი ძალა ერთობაშია და ეს 2018 წლის საპრეზიდენტო არცევნებმაც დაამტკიცა. ოპოზიციური კოალიცია აგრძელებს მუშაობს, აუცილებლად მოხდება ამ კოალიციის გაფართოება საკმაოდ საინტერესო პერსონებით.“- განაცხადა ქარდავამ.

რაც შეეხევა კოალიციურ რეჟმში სიის ფორმირების წესს, ედპ-ის ლიდერი ამბობს, რომ ის თუ როგორი იქნებოდა სია 2020 წლისთვის, ამაზე ძალა ერთობაშიაში შემავალი სუბიექტები 2018 წელს ერთობლივი დოკუმენტით შეთანხმდნენ, რომელიც არ დაირღვევა. "ვიქნები მე თუ არა სიაში, რაც შეეხება ამ კითხვას, გეტვით, რომ ედპ აუცილებლად იქნება სიაში, ხოლო ვინ - ამას პარტია წყვეტს" - განუცხადა ბაჩუკი ქარდავამ ჟურნალისტებს.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
აქ და ახლა „ჩირუკას“ წარმოება თიბისის მხარდაჭერით ფართოვდება
60-მთავარი-პრობლემა-ეკონომიკა - დავით ჭიჭინაძის განცხადება
ცემა და იძულება - როგორ ახშობს ლუკაშენკოს რეჟიმი ახალგაზრდების საპროტესტო მუხტს (ვიდეო)
"დრო ძალიან ცოტა გვაქვს გიორგი ყოველ დღე კარგავს მხედველობა"- ამ უსაყვარლეს ბიჭს ძალიან ვჭირდებით
სტამბოლის, კიევისა და მინსკის მიმართულებით ავიარეისები დაინიშნა
დიანა ღურწკაია სათვალის გარეშე - მომღერლის აქამდე უცნობი ფოტოები
ხანძარი თბილისში, ძმის ქუჩაზე - დამწვარია სახლის 100 კვ/მ-იანი ნაწილი.
საზარელი ვიდეო- 75 წლის ქალმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საავადმყოფოში შევარდა-არის მსხვერპლი
შაქარაშვილის მკვლელობა - გაუთქმელობის ხელწერილები და 3 ახალი ტომი რეზონანსულ საქმეში
ელენე ხოშტარია: "ლელოს" გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი იყო
ურჩი ადვოკატები ასე დაგვსაჯეს - შოთაძის უწყებამ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ გაგნიძეს საზოგადოებრივი ადვოკატი დაუნიშნა
მკვლელობა პირდაპირ ეთერში- 10 წლის ბავშვს დედა ონლაინ გაკვეთილის მიმდინარეობისას მოუკლეს.
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42