რურუას არ შევიწყალებ - სალომე ზურაბიშვილი
19:57, 31 Jul, 2020     895

რურუას არ შევიწყალებ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან და ვერავინ აიძულებს მას, რომ ამჯერად რურუაც შეიწყალოს.

„დღეს ბევრი კითხვები ისმის ჩემი მიმართებით ერთ თემაზე და მინდა, რომ ამ თემაზე აქ გავცე პასუხი და არა ქუჩაში, როგორც ჩვევიათ. სამი თვის წინ მივიღე ჩემთვის ძალიან რთული, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ძნელად გასაგები, ან პირდაპირ მიუღებელი გადაწყვეტილება და შევიწყალე ორი ადამიანი, ეს ადამიანები იყვნენ არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ დამნაშავეები, შევიწყალე როგორც ჩვევა არის, დამნაშავეები. არც მაშინ და არც ახლა ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან. თუმცა, ეს ურთულესი გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებიდან სტაბილურობიდან გამომდინარე მივიღე. ჩავთვალე, მე პირადად, რომ ეს ნაბიჯი საკონსტიტუციო ცვლილებებს გზას გაუხსნიდა, საარჩევნო კოდექსის რეფორმას, ანუ, იმას, რაც მიგვიყვანდა მშვიდობიან და სამართლიან არჩევნებამდე და დესტაბილიზაციის საშუალებას არ მისცემდა იმ ძალებს, რომლებსაც არც არჩევნები სურთ, არც ქვეყნის წარმატება.დღეს, მე ამას არ გავიმეორე. ჩემს წინაშე დასმულ კითხვას ასე ვუპასუხებ - მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ. ჩემზე კიდევ უფრო კარგად ქართულმა საზოგადოებამ იცის ყველაფერი მის შესახებ და იცის რატომ არ მივიღებ ამ შეწყალების გადაწყვეტილებას.ასევე ისიც იცის, რომ ჩემს გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი მოახდენს გავლენას.

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დაიწყოს მზადება არჩევნებისთვის, რათა ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ ქვეყნის ურყევი გზა დემოკრატიისკენ. ეს არის ჩემი ამ ქვეყანაში მოღვაწეობის მთავარი მიზანი და ამ გზას არ გადავუხვევ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ბაჩანა ლობჟანიძე თამარ ბაჩალიაშვილის კიბერ ვერსიის შექმნას გეგმავს - ინტერვიუ ბაჩალიაშვილის ე.წ შეყვარებულთან
არ მიყვარს წუწუნი, მძულს... ნებისმიერ დაავადებას პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად უნდა მოერიო - ხათუნა ჟორდანია
არეულობა ახალქალაქში - ვრცელდება ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების კადრები
ნინო წილოსანი კრიმინალზე: ის სურათი, რაც ოპონენტებს უნდათ დახატონ, სიმართლეს არ შეესაბამება
"ვერც ერთი ქართველი ვერ იტყვის რომ ქართველია, თუ არ მოუსმენია მეგრული ნანა..." - პრეზიდენტი
კახეთში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებული ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის თანამშრომელია
უბედური შემთხვევა სამტრედიაში - მამაკაცს მატარებელი დაეჯახა
კრიმინალი თანამედროვე მსოფლიოს სენია, საქართველოში მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელევიზიებს უნდათ, რომ აჩვენონ - პრეზიდენტი
10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
"თუ ცუდად ვიყავი დილით გამაღვიძებდა, მა როგორ ხარ? მეუბნებოდა...სულ მისი სიტყვები მახსენდება მა ხომ კარგი გოგო ვარ? ღმერთო..." - ბაჩალიაშვილის მამა შვილზე საუბრისას ატირდა (უმძიმესი ვიდეო)
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42