დაკვეთა, შესრულება და დაფარვა – რას ამბობს გია ხუხაშვილი შაქარაშვილის საქმეზე
17:06, 12 Aug, 2020     3234

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმე სრულად გახსნილად ჯერჯერობით ვერ ჩაითვლება. მისივე ვარაუდით, შაქარაშვილის საქმეში დანაშაულის დაფარვის მცდელობა აშკარად ჩანდა, მათ შორის სისტემის მხრიდან.

„შაქარაშვილის ტრაგედიის ტიპის საქმეები სამი კომპონენტისგან შედგება – დანაშაულის დაკვეთა, შესრულება და დაფარვა. გირგვლიანის საქმეში ხელისუფლებას ჰქონდა ილუზია, რომ შემსრულებლებს დროებით გადაუგდებდა საზოგადოებას და ამით გადააგორებდა თემას. დამკვეთი და დამფარავი კი მშრალად გამოძვრებოდა.

როგორც ისტორიამ აჩვენა, ეს ასე არ მოხდა.

არც ახლა მოხდება ასე.

1. იმის ილუზია არავის აქვს, რომ კუნთმაგარი და ჭკუათხელი ბიჭები თვითონ შეიკრიბენ. მათ ვიღაც მათთვის ავტორიტეტული უწევდა კოორდინაციას. ამ პერსონის დადგენა არ უნდა იყოს ძნელი, თუ ამის ნება არსებობს.

2. პირველ ეტაპზე აშკარად ჩანდა დანაშაულის დაფარვის მცდელობა, მათ შორის სისტემის მხრიდან, თუნდაც ეს ქვედა დონეზე ყოფილიყო. რომ არა საზოგადოების და მედიის აქტიურობა, შეიძლებოდა ეს გამოსვლოდათ კიდეც.

ამ ორი კომპონენტის სათანადოდ გამოძიების გარეშე, საქმე ვერ ჩაითვლება სრულად გახსნილად, შესაბამისი განვითარებით.

პირველი ნაბიჯი გადაიდგა და ეს კარგია. ახლა მეორე და მესამე უნდა გადაიდგას,”- წერს ხუხაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
არ არის გამორიცხული, გაჩნდეს გარკვეული კითხვები 2006-2007 წლების შეთანხმებებთან დაკავშირებით - ზალკალიანი დავით გარეჯზე
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 71 ახალი შემთხვევა დადასტურდა
"ლელომ" პარტიის პროპორციული საარჩევნო სიის რიგითობა წარადგინა
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაასრულა
სპეციალური პენიტენციური სამსახური თანამშრომლების ღია კონკურსით მიღებას აგრძელებს
ძალადობა "ქართული ოცნების" ხელწერა არასდროს ყოფილა, 56%-იანი მხარდაჭერა აქვს და არაფერში სჭირდება - თალაკვაძე
ბაჩალიაშვილის საქმეში FBI პროკურატურის პირდაპირი მითითების გამო არ ჩაერთო - მიხეილ რამიშვილი
წინა კომისია არაეფექტურად და საეჭვოდ მუშაობდა - ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯზე
მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა ნათლად გვაჩვენებს ვითარების სიმძიმეს - გიგი წერეთელი
" ჩვენ კი გისწორდებით ძალადბრივად, მაგრამ ისევ თქვენ დაგიჭერთ - ესაა ოცნების სამართალი" - ზაალ უდუმაშვილი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42