"ჩამაცივდნენ, ბულინგი მოახდინეს ჩემზე"- ვინ მოახდინა ზეწოლა ბაჩალიაშვილის დედაზე და რას ითხოვდა საქმის პროკურორი
12:39, 13 Aug, 2020     7405
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ მასზე საქმის პროკურორის მარიამ გოგორელიანის მხრიდან განხორციელდა ზეწოლა.

თამაზაშვილის თქმით, მას შემდგ რაც გუშინ, presa.ge-ს რედაქტორმა, გიორგი კაპანაძემ თამარის წერილი გამოაქვეყნა ("პირადად მე უძლური ვარ მის წინაშე) პროკურორი მისგან ითხოვდა ეთქვა, მას ჰქონდა თუ არ ეს წერილი და მან გადასცა თუ არა ჩანაწერი კაპანაძეს.

"ჩამაცივდნენ, ბულინგი მოახდინეს ჩემზე, რომ გინდა თუ არა, შენ მიეცი კაპანაძეს ის წერილი და მე რომ ჩამეთვალა საჭიროდ, მე ხომ თავის დროს ვიზამდი. თვითონ მოიპოვა კაცმა, ჩათვალა საჭიროდ და გაასაჯაროვა", - განაცხადა ბაჩალიაშვილის დედამ.

თამაზაშვილი ამბობს, რომ პროკურორი ეჭვებს გამოთქვამდა მიხეილ რამიშვილის მიმართ და კითხვებს სვამდა, რატომ იცავს მათ ოჯახს რამიშვილი და რა ჰონორარს უხდიან მას.

ამასთან როგორც ირკვევა, კუთვნილინ სოციალური ქსელიდან ინფორმაცია წაშლილია, მათ შორის მიმოწერები და ზარები.

ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ 23 წლის პროგრამისტის ტელეფონში ასევე არ იძებნება ლოკაციები. მის ტელეფონში დარჩენილი ფოტოები კი 18 ივნისის 22:00 საათით თარიღდება, რაც დამატებით კითხვებს აჩენს და საქმეში გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვის აუცილებლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

"მართლა მკვლელობასთან გვაქვს ჩვენ შემხებლობა, ის არის, რომ ყველა ინფორმაცია, რითიც შეგვეძლო გაგვეგო, ვისთან ჰქონდა მას ბოლო პერიოდში კონტაქტი, როგორ მოხდა მისი სახლიდან გაყვანა, ვის შეიძლებოდა ყოფილიყო ის სუბიექტი, ეს ინფორმაცია, არც ვოთსაფში, არც მესინჯერში, არც მისი გადაადგილება, არის წაშლილი"- განაცხადა რამიშვილმა.

დაღუპულის დედა გენერალურ პროკურორთან შეხვედრას მოითხოვს.

აღსანიშნავია, რომ დღეს შსს-ში თამარ ბაჩალიაშვილის მეგობრის, ბაჩანა ლობჟანიძის დაკითხვა იგეგმებოდა, თუმცა ლობჟანიძისვე თქმით, მას დაკითხვაზე დაბარების დრო აერია.






მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
სასტუმრო „ჰარი პოტერის“ სტილში – ადგილი, სადაც გრიფინდორის მოსწავლედ იგრძნობთ თავს (ფოტო)
ქალი, რომელიც ორი წელი დაკარგულად ითვლებოდა, ზღვაში ცოცხალი იპოვეს (ვიდეო)
"ახალ წელს ქმარმა მიღალატა..." - შორენა ბეგაშვილის ახალი გადაცემა და ემოციური მონოლოგი(ვიდეო)
ავტომობილიდან მოსაშარდად გადასულ 4 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა
"დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაცის“ განცხადება - ყარაბახის კონფლიქტთან დაკავშირებით
"დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაციის“ განცხადება მარნეულში სახელისუფლებო პარტიის მიერ განხორციელებული ძალადობის შესახებ
1-ლი ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
იმ ნაძირლებს მინდა ვუთხრა, ვინც ჩვენი ახალგაზრდა კოლეგა ასეთ დღეში ჩააგდო - თქვენი დროც მოვა! - ინგა გრიგოლია
არ არის გამორიცხული, გაჩნდეს გარკვეული კითხვები 2006-2007 წლების შეთანხმებებთან დაკავშირებით - ზალკალიანი დავით გარეჯზე
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 71 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42