ტესტი ქვეყნისთვის - გააგრძელებს ის ევროატლანტიკურ კურსს თუ რუსულ ორბიტაზე გადავა - ბოკუჩავა აშშ-ის მორიგ გაფრთხილებაზე
13:22, 13 Aug, 2020     501
ტესტი ქვეყნისთვის - გააგრძელებს ის ევროატლანტიკურ კურსს თუ რუსულ ორბიტაზე გადავა. ასე აფასებს საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი თინა ბოკუჩავა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადილგე სტივენ ბიგანის განცხადებას.

მორიგი გზავნილები ვაშინტონიდან, რომელიც 2020 წლის არჩევნების დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას შეეხება, ონლიან კონფერენციაზე გაკეთდა.

როგორც ბოკუჩავა „ნიუპოსტთან“ საუბრისას აღნიშნავს, ის დარწმუნებულია, რომ საქართველო და ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს.

„ესაა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მოლოდინი, რომ 2020 წლის არჩევნები საქართველოში გამჭირვალე, თავისუფალი და სამართლიან გარემოში ჩატარდება. ეს არჩევნეი8 ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ტესტი იქნება. ჩვენი ქვეყანა ან დასავლეთის ინსტიტუტებში ინტეგრაციას გააგრძელებს, ან ივანიშვილის ხელით რუსეთის ორბიტაზე გადასვლას აირჩევს.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საზოგადოება სწორ არჩევნას გააკეთებს და საქართველოს სწრაფვა ევროატლანტიკური ინსტიტუტებისადმი რეალობა გახდება.“- დასძინა დეპუტატმა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საქართველოში საარჩევნო გარემოსა და მიმდიანრე პროცესებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა. სტივენ ბიგანმა საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისა და ინვესტორთათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„... ამ წლის ოქტომბერში არჩევნები იქნება კრიტიკული ეტაპი"- აცხადებს მაღალჩინოსანი.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
არ არის გამორიცხული, გაჩნდეს გარკვეული კითხვები 2006-2007 წლების შეთანხმებებთან დაკავშირებით - ზალკალიანი დავით გარეჯზე
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 71 ახალი შემთხვევა დადასტურდა
"ლელომ" პარტიის პროპორციული საარჩევნო სიის რიგითობა წარადგინა
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაასრულა
სპეციალური პენიტენციური სამსახური თანამშრომლების ღია კონკურსით მიღებას აგრძელებს
ძალადობა "ქართული ოცნების" ხელწერა არასდროს ყოფილა, 56%-იანი მხარდაჭერა აქვს და არაფერში სჭირდება - თალაკვაძე
ბაჩალიაშვილის საქმეში FBI პროკურატურის პირდაპირი მითითების გამო არ ჩაერთო - მიხეილ რამიშვილი
წინა კომისია არაეფექტურად და საეჭვოდ მუშაობდა - ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯზე
მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა ნათლად გვაჩვენებს ვითარების სიმძიმეს - გიგი წერეთელი
" ჩვენ კი გისწორდებით ძალადბრივად, მაგრამ ისევ თქვენ დაგიჭერთ - ესაა ოცნების სამართალი" - ზაალ უდუმაშვილი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42