მკვლელობა პირდაპირ ეთერში- 10 წლის ბავშვს დედა ონლაინ გაკვეთილის მიმდინარეობისას მოუკლეს.
14:15, 13 Aug, 2020     1485

აშშ-ში , ფლორიდის შტატში, მაშინ როდესაც 10 წლის ბავშვი ზუმის ონლაინ კონფერენციას სკოლის გაკვეთილებზე დასასწრებად ჩაერთო, დედამისი ყოფილმა შეყვარებულმა პირდაპირ ეთერში ყველას დასანახად მოკლა.

მარტინის ოლქის შერიფის სამსახურმა განაცხადა, რომ 27 წლის დონალდ ჯეი უილიამსმა 32 წლის ყოფილი შეყვარებული 6 შვილის თვალწინ, მისსავე სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიებით მოკლა. მოკლული მშობლის ერთ-ერთი ქალიშვილი აღნიშნული ტრაგიკული შემთხვევის დროს კი საკლასო გაკვეთილს ვირტუალურად ესწრებოდა , მის ზურგს უკან მიმდინარე სასტიკ მკვლელობას კი მისმა სკოლის მასწავლებელმა და თანაკლასელებმა პირდაპირ ეთერში უყურეს.

მასწავლებლის განცხადებით, მისმა 10 წლის მოსწავლემ, რომელიც ძალადობის შემსწრე გახდა, ყურებზე ხელები აიფარა და ცხარე ცრემლებით ტიროდა გაკვეთილის მიმდინარეობის დროს. პოლიციის თქმით, ცხარე კამათის დროს, როდესაც თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა, ერთ-ერთი ტყვია მცირეწლოვანი ბავშვის კომპიუტერის ეკრანს მოხვდა, რომლის შემდეგაც მისი ონლაინ გაკვეთილი მოწყობილობის დაზიანების გამო უმალვე შეწყდა.

დეტექტივების თქმით, უილიამსი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, თუმცა მისი დაკავება მალევე მოახერხეს.






მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
იმ ნაძირლებს მინდა ვუთხრა, ვინც ჩვენი ახალგაზრდა კოლეგა ასეთ დღეში ჩააგდო - თქვენი დროც მოვა! - ინგა გრიგოლია
არ არის გამორიცხული, გაჩნდეს გარკვეული კითხვები 2006-2007 წლების შეთანხმებებთან დაკავშირებით - ზალკალიანი დავით გარეჯზე
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 71 ახალი შემთხვევა დადასტურდა
"ლელომ" პარტიის პროპორციული საარჩევნო სიის რიგითობა წარადგინა
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაასრულა
სპეციალური პენიტენციური სამსახური თანამშრომლების ღია კონკურსით მიღებას აგრძელებს
ძალადობა "ქართული ოცნების" ხელწერა არასდროს ყოფილა, 56%-იანი მხარდაჭერა აქვს და არაფერში სჭირდება - თალაკვაძე
ბაჩალიაშვილის საქმეში FBI პროკურატურის პირდაპირი მითითების გამო არ ჩაერთო - მიხეილ რამიშვილი
წინა კომისია არაეფექტურად და საეჭვოდ მუშაობდა - ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯზე
მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა ნათლად გვაჩვენებს ვითარების სიმძიმეს - გიგი წერეთელი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42