მოსახლეობის 57%-ს მთავრობისგან დახმარება არ მიუღია, ვინც მიიღო მათი 48% აცხადებს, რომ საკმარისი არ იყო - NDI-ის კვლევა
11:27, 14 Sep, 2020     985

NDI-ის კვლევა - მოსახლეობის 57 პროცენტი აცხადებს, რომ მას ან მისი ოჯახის წევრებს კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში მთავრობისგან ფინანსური დახმარება არ მიუღიათ. იმ 43 პროცენტიდან, რომელიც აცხადებს, რომ დახმარება მიიღო, 48 პროცენტისთვის დახმარება არასაკმარისი იყო, 52-სთვის კი საკმარისი.

ფოტო: NDI

გამოკითხულთა 29% თვლის, რომ ეკონომიკური ზიანის ფონზე მთავრობის მხრიდან გაცემული დახმარებებიდან ყველაზე მეტად მათ უმუშევრობის კომპენსაცია დაეხმარებოდათ. 26%-ის აზრით, კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, 24%-ის აზრით კი დასაქმების პროგრამა.

ფოტო: NDI

კვლევა NDI-ს დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა.

ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. საველე სამუშაოების პერიოდია: 6-11 აგვისტო, 2020; ჯამში, 2 045 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,3%-ია.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"ოცნება" მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაში კვლავ "ნაცინალურ მოძრაობას" ადანაშაულებს
მკაცრად აგებთ პასუხს, დედა გეტირებათ - უგულავა მარნეულში მომხდარ ინციდენტზე
ქართულმა ოცნებამ არჩევნების წაგების შიშისა და სასოწარკვეთის ფონზე გადაწყვიტა, ყოველდიურად იძალადოს იმ ადამიანებზე, რომლებიც დისკომფორტს უქმნიან - ელენე ხოშტარია
მარნეულში საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ
ძალადობის და ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
იმედია გამოძიება ოპერატიულად მოხდება - სახალხო დამცველი მარნეულში განვითარებულ მოვლენებზე
ხეში შემაყოფინეს თავი და 10 ადამიანი მირტყამდა - "მთავარი არხის" ჟურნალისტი
30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
პეტრო პოროშენკოს, კორონავირუსი დაუდასტურდა
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევენ
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42