კორონავირუსმა ძალა დაკარგა - ბიძინა კულუმბეგოვი
11:54, 15 Sep, 2020     4139

„ვირუსმა გარკვეულწილად თავისი ძალა დაკარგა“, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა “აჭარის ტელევიზიის” ეთერში განაცხადა.

„დღეს ჩვენ ყველაფერთან ერთად ლოჯისტიკური მზაობა გვაქვს სერიოზულად კარგი, ასევე, ამ ვირუსთან მიმართებით ბევრი რამ დაზუსტდა. დღეს მსოფლიოში ცნობილია, რომ უსიმპტომო პაციენტების რაოდენობა არის დაახლოებით 40 პროცენტი, თუმცა თითოეულმა უსიმპტომო პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ის შეიძლება იყოს საზოგადოების რომელიმე ქრონიკული დაავადების მატარებლისთვის ინფექციის გადაცემის წყარო, ამიტომ ჩვენ ყველანი უნდა გავფრთხილდეთ, პირბადე და სოციალური დისტანცია არ უნდა დაგვავიწყდეს…

ზოგადად ვირუსს ახასიათებს, რომ არ უნდა დაიღუპოს და გაქრეს, ამიტომ ის ყოველთვის ცდილობს, მასპინძელთან მოძებნოს წონასწორობა, იტრიალოს ადამიანიდან ადამიანში, მაგრამ მასპინძელი არ გარდაიცვალოს, რადგან მისი სიცოცხლეც იქ დამთავრდება, ასე რომ, ეს არის ლოგიკური გაგრძელება, მსოფლიო ისტორიულმა პანდემიებმა აჩვენა და ეს პანდემიაც აუცილებლად დამთავრდება. ალბათ მომავალი წელი იქნება გარდამტეხი“,-განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.






მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
პეტრო პოროშენკოს, კორონავირუსი დაუდასტურდა
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევენ
თავდასხმა "მთავარი არხის" თანამშრომლებზე" - ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი
მარნეულში ისევ დაპირისპირებაა - "ოცნების" მხარდამჭერები ლაშა ქველაძეს ფიზიკურად გაუსწორნენ
ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის რუკები საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას დავით ხიდაშელმა გადასცა
დღეს მან თქვა, რომ არ მოვალ, მადლობის მოსმენა არ მიყვარსო, მაგრამ მე ვამბობ, მადლობა ბიძინა ივანიშვილს - თეა წულუკიანი
იმედი გვაქვს, რომ არჩევნები უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს - სტონტელბერგი
თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემა - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42