ხელისუფლების მხრიდან კორონაპანიკის შექმნა, მოახლოებული არჩევნები, კორუფცია და პასუხგაუცემელი კითხვები - ინტერვიუ დიმიტრი შაშკინთან
11:56, 15 Sep, 2020     436
ხელისუფლების მხრიდან კორონაპანიკის შექმნის მცდელობა, მოახლოებული არჩევნები და პასუხგაუცემელი კითხვები - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენელი დიმიტრი შაშკინი დარწმუნებულია, რომ კორონავირუსის პანდემიას და ინფიცირებულთა რეკორდულად გაზრდილ მაჩვენებლებს ხელისუფლება წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ინტრერესებისთვის იყენებს.

განათლების ყოფილი მინისტრი „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ პანდემიის პირობებში ხელისუფლება შეეცდება არჩევნებზე მისთვის სასურველი ზემოქმედება მოახდინოს, თუმცა საზოგადოებაში დაგროვდა პასუხგაუცემელი კითხვები, რომელმაც ზედაპირზე მმართველი ძალის არაკომპეტენტურობასთან ერთად, კორუფციული ნიშნებიც ამოატივტივა.

შაშკინი ივანიშვილის გუნდს მოუწოდებს შეეშვას ხელოვნურად პანიკის გაღვივებას.

დიმიტრი შაშკინი: "ქვეყანაში შექმნილი კოვიდსიტუაცია მთავრობის არაკომპეტენტურობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ამასთან სახეზეა "ქართული ოცნების" მხრიდან კორონავირუსის პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენების ფაქტები. ამას ემატება უზარმაზარი კორუფცია, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლების სავიზიტო ბარათად იქცა“

ეს არაკომპეტენტური ხალხი, ცდილობს, პოლიტიკურად გამოიყენოს covid 19-ის პრობლემა და რაც ყველაზე ამაზრზენია, ცდილობენ პანდემიის დროს იშოვონ ფული.

- "ოცნება", რომ კოვიდპანიკის შექმნას შეუდგა, ამაზე საქართველოში ბევრი თანხმდება, ამის პარალელურად თქვენ საკმაოდ ხმაურიანი ბრალდებები გააჟღერეთ, ხელისუფლების მხრიდან კორუფციულ გარიგებებზე და არაკომპეტენტურობაზე, იქნებ უფრო გავშალოთვ ეს თემა?

- სკოლების თემით დავიწყოთ, სასწავლო პროცესის დაწყების გადადებასაც კი, ხელისუფლება პანიკისთვის იყენებს. მან საზოგადოებაში კვლავ ისტერიკა შექმნა და შიში დათესა. დახურა სკოლები, რადგან ყველა ოჯახშია მინიმუმ ერთი ბავშვი და მარტივია მათ ოჯახში ამ დაძაბულობის შეტანა.

დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერმა თავიდანვე კარგად იცოდა, რომ სკოლები 15 სექტემბერს არ დაიწყებოდა. მარტივ მათემატიკას მოვუხმოთ, რადგან ციფრები ყოველთვის ასახავს რეალობას. მთავრობამ სექტემბრის დასაწყისში, კორონავირუსზე მასობრივი ტესტირება მოულოდნელად დაიწყო და ორ კვირაში თითქმის იმდენივე ადამიანი დატესტეს, რამდენიც აპრილიდან მოყოლებული საერთო ჯამში იტესტებოდა. ანუ ხელისუფლებას სასწრაფოდ დასჭირდა რაც შეიძლება მეტი ინფიცირებული.

საქართველოს ხელისუფლებამ, ზაფხულის ორ თვეში რუსეთიდან 56 000 ადამიანი შემოუშვა საქართველოში. საუბარია ქვეყანაზე, სადაც კოვიდინფექციის მაჩვენებელმა პიკს მიაღწია. ჩნდება კითხვა - რატომ? ამიტომ ვამბობ, რომ ხელისუფლებამ წინასწარ კარგად იცოდა, რომ სკოლებს ჩაკეტავდნენ და ჩვენი შვილები სრულფასოვან განათლებას ვერ მიიღებდნენ. მარტო სასკოლო ინვენტარზე რომ ვისაუბროთ, საპირფარეშოები უმძიმეს მდგომარეობაშია. სკოლების უმრავლესობაში პირადი ჰიგიენის ელემენტარული პირობებიც არ არის დაცული. სად წაიღეს ეს ფული?

თვითონვე გვეუბნებოდნენ, რომ ვირუსთან ცხოვრება უნდა ვისწავლოთო, არადა, ბავშვებს განათლების მიღებას უზღუდავენ. მთავრობას 6 თვე ჰქონდა, მოეწესრიგებინა სკოლაში არსებული ჰიგიენური ნორმები და ყველაზე მინიმუმ, ონლაინსწავლება დაელაგებინათ.

იმის ნაცვლად, რომ ეს პრობლემები აღმოეფრხვათ, განათლების სამინისტროს წარმომადგენლების წარმომადგენლები, სასტუმრო პარაგრაფში, შეზლონგებზე იყვნენ წამოწოლილები.

- როგორ ფიქრობთ, ქვეყნის ჩაკეტვა გამოსავალია?

- არა რა თქმა უნდა, აკრძალვა ყველაზე მარტივია... ექიმების ენით რომ ვისაუბროთ, თუ შენ ფრჩხილი გტკივა, ექიმმა კი ფრჩხილის მკურნალობის ნაცვლად, ხელი მოგაჭრას, ფაქტია, ამის შემდეგ ფრჩხილი არ გეტკინება, რადგან ხელი არ გექნება. ამ ლოგიკით მიდის დღევანდელი ხელისუფლება, და არ ფიქრობს რა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება მოსახლეობა. შიმშილთან დარჩა მარტო. ხელისუფლება კი პოლიტიკური ისტერიკის შექმნითაა დაკავებული.

გაიხსენეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - ქვეყანა მაშინ ჩაკეტეს, როცა დღეში მხოლოდ 20-მდე ინფიცირებული გვყავდა, დღეს 150-ზე მეტი ადამიანი ინფიოცირდება დღეში და ქვეყანას არ კეტავენ. თუ ამ ფაქტის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებასთან არ გვაქვს, მაშინ გამობრძანდნენ და აგვიხსნან, რატომ ჩაგვკეტეს აპრილში და რატომ გაანადგურეს ქვეყნის ეკონომიკა?! რატომ გაგვაღარიბეს, სამწუხაროდ შიმშილის დონით, სომხეთს ვუსწრებთ, ესეც ციფრებია და არავის მოუგონია, ნახონ საერთაშორისო კვლევა, რომელიც უკვე გამოქვეყნდდა.

- ხელოვნური სასუნთქი აპარატების სკანდალსაც მინდა შევეხოთ, თავიდან ითქვა, რომ 2000 აპატარი გვქონდა, ახლა ამბობენ რომ ქვეყანას 600 აპოარატი აქვს...

- პანდემიის დასაწყისში, პრემიერი გვიმტკიცებდა, რომ ქვეყანას 2000 ხელოვნური სასუნთქი ჰქონდა რეზერვში, დღეს აღმოჩნდა, რომ გვაქვს 600. სად წავიდა 1400 აპარატი? მით უმეტეს, იმ განცხადების ფონზე, რომ ქვეყანა მეორე ტალღისთვის უნდა მომზადებულიყო. სასუნთქი აპარატები გაყიდეს?! ანუ კორუფციასთან გვაქვს საქმე?! ისეთივე სქემასთან ხომ არ გვაქვს საქმე, რაც ვიხილეთ პირბადეებთან მიმართებით, როცა პირბადეები სხვა ქვეყნებში გაიტანეს. სად წავიდა 5 მილიარდი, რომელიც ვალის სახით აიღო ქვეყანამ?!

რა გააკეთეს, როგორ შეხვდნენ მეორე ტალღას? - ერთადერთი რაც გააკეთეს, ქვეყნის ინფექციური საავადმყოფო დახურეს.

ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ტესტები აფთიაქში არ გაყიდულიყო და ის ხელმისაწვდომი არ ყოფილიყო. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების წინ, ამ მაჩვენებელს დაწევენ, რომ მერე წელში გამართულებმა გვითხრან, რომ თითქოს მეორე ტალღა დაამარცხეს.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
მამუკა ხაზარაძის განცხადება მარნეულში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით
"ოცნება" მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაში კვლავ "ნაცინალურ მოძრაობას" ადანაშაულებს
მკაცრად აგებთ პასუხს, დედა გეტირებათ - უგულავა მარნეულში მომხდარ ინციდენტზე
ქართულმა ოცნებამ არჩევნების წაგების შიშისა და სასოწარკვეთის ფონზე გადაწყვიტა, ყოველდიურად იძალადოს იმ ადამიანებზე, რომლებიც დისკომფორტს უქმნიან - ელენე ხოშტარია
მარნეულში საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ
ძალადობის და ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
იმედია გამოძიება ოპერატიულად მოხდება - სახალხო დამცველი მარნეულში განვითარებულ მოვლენებზე
ხეში შემაყოფინეს თავი და 10 ადამიანი მირტყამდა - "მთავარი არხის" ჟურნალისტი
30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
პეტრო პოროშენკოს, კორონავირუსი დაუდასტურდა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42