"მე კაცი ვარ...აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას" – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბე
15:19, 15 Sep, 2020     2529
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მორაგბე არჩილ გაგნიძე გამოძიების შესახებ კომენტარს აკეთებს. მან აღნიშნულზე "ინტერპრესნიუსთან" ექსკლუზიურად ისაუბრა:

"გარწმუნებთ, რომ მე არასოდეს მქონია მცდელობა დამემალა რაიმე ინფორმაცია გამოძიებისათვის, პირიქით მე მათ სრულად მივაწოდე ყველა ის ინფორმაცია და ასევე წარმოვუდგინე გაურეცხავი ტანსაცმელი, რომელიც მეცვა იმ დღეს. ასევე გადავეცი ჩემი ტელეფონი, რომლიდანაც წაშალეს ჩემი გადაადგილების ტრაექტორია, რაც ადასტურებდა იმას, რომ მე გადავედი ხიდზე მარჯვნივ და არ აწყობდა გამოძიებას, ვინაიდან ამით დამტკიცდებოდა, რომ მე არავისთვის მომიჭრია გზა და არც ხიდის ქვეშ ჩავსულვარ.

ყველაფერი ეს ემსახურება იმას, რომ ხალხში გააჩინონ განცდა, რომ მათ გამოიძიეს საქმე და პასუხისგებაში მისცეს დამნაშავეები.

ყოველივე ამას არანაირი შეხება არ აქვს მართლმსაჯულებასთან. მე კაცი ვარ და გავუძლებ ამ ცხრათვიან უკანონობას და გპირდებით, რომ აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას", - აცხადებს გაგნიძე.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"ოცნება" მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაში კვლავ "ნაცინალურ მოძრაობას" ადანაშაულებს
მკაცრად აგებთ პასუხს, დედა გეტირებათ - უგულავა მარნეულში მომხდარ ინციდენტზე
ქართულმა ოცნებამ არჩევნების წაგების შიშისა და სასოწარკვეთის ფონზე გადაწყვიტა, ყოველდიურად იძალადოს იმ ადამიანებზე, რომლებიც დისკომფორტს უქმნიან - ელენე ხოშტარია
მარნეულში საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ
ძალადობის და ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
იმედია გამოძიება ოპერატიულად მოხდება - სახალხო დამცველი მარნეულში განვითარებულ მოვლენებზე
ხეში შემაყოფინეს თავი და 10 ადამიანი მირტყამდა - "მთავარი არხის" ჟურნალისტი
30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
პეტრო პოროშენკოს, კორონავირუსი დაუდასტურდა
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევენ
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42