სხეული მთლიანად დასახიჩრებულია, ზურგი და სახე დაჩეხილი აქვს - მეუღლის მიერ თურქეთში სასტიკად მოკლული ქალის ცხედარი სენაკში გადაასვენეს
16:42, 15 Sep, 2020     629
მეუღლის მიერ თურქეთში სასტიკად მოკლული 33 წლის თამთა ჯღარკავას ცხედარი სენაკში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში რამდენიმე წუთის წინ მიასვენეს. ადგილზე შეკრებილები არიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები. ისინი გარდაცვლილის მეუღლის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ:

„გაუბედურებულია სხეული, მთლიანად დასახიჩრებულია, ზურგი, თავის ქალა და სახე დაჩეხილი აქვს. ასეთი პატიოსანი გოგო მოსაკლავად როგორ გაიმეტა იმ სადისტმა, სამუდამო უნდა მისცეს სასამართლომ. თამთას ქმრის შიში ჰქონდა, ამბობდა, პოლიციაში რომ ვიჩივლო, მეშინია, ჩემი დები არ დახოცოსო. რაც ამ ბიჭს გაჰყვა ცოლად, ერთხელ არ ყოფილა ბედნიერი.

მარტო ზურგზე ათამდე ჭრილობა აქვს დანით მიყენებული, სახეზე, ყელზე, ხელებზე... სულ დაჩეხილია საცოდავი“ - განაცხადა მოკლული ქალის ერთ-ერთმა ახლობელმა ჟურნალისტებთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გამთენიისას სტამბოლში თურქეთის პოლიციამ 33 წლის თამთა ჯღარკავას ცხედარი იპოვნა. მკვლელობაში ეჭვმიტანილია მისი მეუღლე ირაკლი შურღაია, რომელსაც სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
მამუკა ხაზარაძის განცხადება მარნეულში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით
"ოცნება" მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაში კვლავ "ნაცინალურ მოძრაობას" ადანაშაულებს
მკაცრად აგებთ პასუხს, დედა გეტირებათ - უგულავა მარნეულში მომხდარ ინციდენტზე
ქართულმა ოცნებამ არჩევნების წაგების შიშისა და სასოწარკვეთის ფონზე გადაწყვიტა, ყოველდიურად იძალადოს იმ ადამიანებზე, რომლებიც დისკომფორტს უქმნიან - ელენე ხოშტარია
მარნეულში საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ
ძალადობის და ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
იმედია გამოძიება ოპერატიულად მოხდება - სახალხო დამცველი მარნეულში განვითარებულ მოვლენებზე
ხეში შემაყოფინეს თავი და 10 ადამიანი მირტყამდა - "მთავარი არხის" ჟურნალისტი
30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
პეტრო პოროშენკოს, კორონავირუსი დაუდასტურდა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42