სისხლიანი დაპირისპირება სატვირთოების მძღოლებს შორის - ორმაგი მკვლელობა საქართველო-რუსეთის საზღვარზე
18:04, 15 Sep, 2020     3258
საქართველო-რუსეთის საზღვრის ლარსის მონაკვეთზე. როგორც ირკვევა, ნეიტრალურ ზონაში ორმაგი მკვლელობა მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ უწყების მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული ვ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ყაზბეგში დააკავეს.
როგორც გომელაურის უწყება აღნიშნავს, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, სასაზღვრო გამშვები პუნქტი "დარიალის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დაკავებული ვ.გ.-ს მამას - 1956 წელს დაბადებულ ა.გ.-ს საქართველოსა და რუსეთის ორმაგმა მოქალაქემ, 1981 წელს დაბადებულმა ა. მ.-მ მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რის შედეგადაც ა.გ.- გარდაიცვალა.ამის შემდეგ, გარდაცვლილი ა.გ.-ს შვილმა - ვ.გ.-მ, შურისძიების მოტივით, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით მრავლობითი დაზიანება მიაყენა ა.მ.-ს, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა.პოლიციამ ვ.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით"- აცხადებენ შსს-ში.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
მამუკა ხაზარაძის განცხადება მარნეულში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით
"ოცნება" მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაში კვლავ "ნაცინალურ მოძრაობას" ადანაშაულებს
მკაცრად აგებთ პასუხს, დედა გეტირებათ - უგულავა მარნეულში მომხდარ ინციდენტზე
ქართულმა ოცნებამ არჩევნების წაგების შიშისა და სასოწარკვეთის ფონზე გადაწყვიტა, ყოველდიურად იძალადოს იმ ადამიანებზე, რომლებიც დისკომფორტს უქმნიან - ელენე ხოშტარია
მარნეულში საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ
ძალადობის და ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
იმედია გამოძიება ოპერატიულად მოხდება - სახალხო დამცველი მარნეულში განვითარებულ მოვლენებზე
ხეში შემაყოფინეს თავი და 10 ადამიანი მირტყამდა - "მთავარი არხის" ჟურნალისტი
30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
პეტრო პოროშენკოს, კორონავირუსი დაუდასტურდა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42