24 საათის განმავლობაში ჩემი კვება არავის გახსენებია – ფოფხაძე რესპუბლიკურზე
11:27, 16 Sep, 2020     5441

ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” აღმასრულებელი მდივანის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 24 საათის განმავლობაში მშრალ შიმშილობაზე იყო და მისი კვება არავის გახსენებია. ამ თემაზე და საავადმყოფოში არსებულ სხვა პრობლემებზე მან “ღამის მთავარში” ისაუბრა.

"ის, რომ მე 24 საათის მანძილზე მშრალი შიმშილობა მომიწია და არავის გახსენებია, რომ ადამიანს შეიძლება საკვები დასჭირდეს ესეც. საკვების და ჩაის მხრივ არავის გახსენებია, რომ ადამიანს რამე შეიძლება დასჭირდეს, შეიძლება მე უნდა მომეთხოვა, მაგრამ 24 საათი ადამიანს რომ სადმე ამყოფებ, ალბათ, რაღაც უნდა შესთავაზო", – ამბობს გედევან ფოფხაძე.

ფოფხაძემ აღნიშნა, რომ საავადმყოფოში არა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების უსაფრთხოება ირღვევა, რადგან ყველა პაციენტი საერთო სველი წერტილით სარგებლობს, გარდა ამისა, რესპუბლიკური საავადმყოფო ფაქტობრივად სარდაფია, რადგან ოთახებს ფანჯრები არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი 12 სექტემბერს დაუდასტურდა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"ოცნება" მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაში კვლავ "ნაცინალურ მოძრაობას" ადანაშაულებს
მკაცრად აგებთ პასუხს, დედა გეტირებათ - უგულავა მარნეულში მომხდარ ინციდენტზე
ქართულმა ოცნებამ არჩევნების წაგების შიშისა და სასოწარკვეთის ფონზე გადაწყვიტა, ყოველდიურად იძალადოს იმ ადამიანებზე, რომლებიც დისკომფორტს უქმნიან - ელენე ხოშტარია
მარნეულში საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ
ძალადობის და ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
იმედია გამოძიება ოპერატიულად მოხდება - სახალხო დამცველი მარნეულში განვითარებულ მოვლენებზე
ხეში შემაყოფინეს თავი და 10 ადამიანი მირტყამდა - "მთავარი არხის" ჟურნალისტი
30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
პეტრო პოროშენკოს, კორონავირუსი დაუდასტურდა
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევენ
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42