რა ეკონომიკურ და სოციალურ სარგებელს იღებს საქართველო ქვეშეთი-კობის ახალი გზის მშენებლობით
10:47, 29 Sep, 2020     362

ქვეშეთი-კობის ტერიტორიაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტი უნიკალური პროექტის განხორციელებას იწყებს და ახალი გზის აშენებას გეგმავს. პროექტის მიზანია, შესაძლებელი გახადოს უწყვეტად და უსაფრთხოდ გადაადგილება წელიწადის ნებისმიერ დროს და გააუმჯობესოს რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური სიტუაცია. როგორც გზების დეპარტამენტში ამბობენ, ახალი გზით შემცირდება გადაადგილების დრო და ხარჯები, გაუმჯობესდება მოძრაობის უსაფრთხოება, გაიზრდება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი და განვითარდება სხვადასხვა მიმართულების ტურიზმი.

უფრო კონკრეტულად, რა სახის ეკონომიკურ, თუ სოციალურ სარგებელს მიიღებს ქვეყანა აღნიშნული პროექტის განხორციელებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ ისაუბრა. მისი განმარტებით, პროექტის ეკონომიკური სარგებლიანობა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევებით დაადგინეს. ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, რომ პროექტით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები არ დაინტერესდებოდნენ, თუ მას ეკონომიკური სარგებელი არ ექნებოდა.

ეკონომიკურ სარგებლიანობასთან ერთად, ქვეშეთი-კობის ახალი გზა მოაგვარებს სხვა პრობლემებსაც, მათ შორის, საგზაო უსაფრთხოებას, ჩაკეტილ გზას 100 დღის განმავლობაში, მოსახლეობის წვდომას ძირითად, აუცილებელ საჭიროებებზე და ა.შ.

„კოვიდ-19-ის გავრცელების პირობებში, 5 დღის განმავლობაში ჩაკეტილი იყო არსებული გზა და ის აუცილებელი პროდუქტი, წიწიბურა იქნებოდა ეს, ბურღულეული თუ სხვა, ვერ მიეწოდებოდა მოსახლეობას. მოგვიწია ზვავის მთელი რიგი შესაძლო კერების ხელოვნური მართვა რათა პროდუქტი დანიშნულების ადგილამდე მისულიყო . ზუსტად ასეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გამოწვევებს უმკლავდება აღნიშნული პროექტი. ამ შემთხვევაშიც სარგებლიანობა აშკარაა და ამის დასტურია ის უპრეცედენტო მხარდაჭერა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან მივიღეთ,“ - განმარტავს ირაკლი ქარსელაძე.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ნინო ბურჯანაძემ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
ისტორიაში ყელაზე საინტერესო "ფოტობომბი" – მთვარემ მზე დატროლა (ფოტოები)
მელანია ტრამპი Dior–ის შავი კაბით – პირველი ლედის ულამაზესი ლუქი და მორიგი გაბრწყინება (ფოტოები)
დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებდი - ტიკარაძე საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღებაზე
ბანკის დაყაჩარების საქმის ახალი დეტალი - პირი, რომელმაც შეიარაღებული თავდამსხმელი ზუგდიდში მიიყვანა, 112-ის თანამშრომელია
მძიმე კრიმინალური ვითარება სამეგრელოში - ზუგდიდში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს
გადავედით წითელ ზონაში – ამირან გამყრელიძე
ჩვენი გათვლებით, პიკში შევალთ ნოემბრის მეორე-მესამე კვირაში - გამყრელიძე
ბანკის დაყაჩაღების საქმე - "თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია!"
ჩვენ ალბათ გადავალთ იმ რეჟიმში, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებულთა ყველა მომდევნო რიცხვი შეიძლება იყოს რეკორდული - ტიკარაძე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42