“ატენის ვენახების“ ღვინო ევროპაში ექსპორტისთვის ემზადება
11:05, 29 Sep, 2020     264

გორის რაიონის სოფელ ატენში რამდენიმე ჯიშის ყურძნისგან ადგილწარმოშობის ღვინო მზადდება. მევენახეობა ადგილობრივებისთვის ტრადიციული საქმიანობაა, ბოლო წლებში კი მზარდია ტურისტების დაინტერესება უშუალოდ გაეცნონ ღვინის მომზადების პროცესს, დაათვალიერონ ვენახები, ან უბრალონ დააგემოვნონ ადგილობრივი წარმოების ღვინო.

კომპანიამ „ატენის ვენახები“ სწორედ ამ მიზნით შეიძინა და გააშენა ვენახები სოფელ ატენში 4 წლის წინ, ხოლო სასტუმროს მშენებლობას მომავალი წლიდან გეგმავს.

„აგროტურიზმისადმი ინტერესი იზრდება, ჩვენც გვინდა ამ მოთხოვნას ვუპასუხოთ. აქ ჩამოსულ სტუმარს შევთავაზებთ ყველაფრის ნახვას - დაწყებული ყურძნის დაკრეფიდან და დამთავრებული ღვინის დაგემოვნებით. ჩვენ სტუმრებს საშუალებას მივცემთ, თვითონ მიიღონ მონაწილეობენ ამ პროცესში,“ - ამბობს „ატენის ვენახების“ დირექტორი გიორგი გორისეველი.

„ატენის ვენახების“ საკუთრებაში 12 ჰა მიწის ფართობზე გაშენებული სხვადასხვა ჯიშის ყურძენია, მათ შორის, ჩინებული (იგივე ჩინური), გორული მწვანე, შავკაპიტო, ბუდეშური, საფერავი და თავკვერი.

კომპანიამ წელს თიბისის მხარდაჭერით ისარგებლა და ვენახების მოვლისთვის საჭირო ტექნიკა შეიძინა. მომავალ წელს ღვინის ჩამოსხმას ბრენდირებულად შეძლებენ და აპირებენ, რომ „ატენის ვენახების“ ღვინო ექსპორტზე ევროპის ქვეყნებში გაიტანონ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
მოწმიდან ბრალდებულამდე?- ბანკის ძარცვისას მძევლად აყვანილი დავით ხვიბკლიანი გაუჩინარდა - "გთხოვთ, დამეხმარეთ! არ ვიცი სად არის ჩემი შვილი"
გარე სივრცეში პირბადის ტარებას შსს და შრომის ინსპეცია გააკონტროლებენ - მეზვრიშვილი
ნინო ბურჯანაძემ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
ისტორიაში ყელაზე საინტერესო "ფოტობომბი" – მთვარემ მზე დატროლა (ფოტოები)
მელანია ტრამპი Dior–ის შავი კაბით – პირველი ლედის ულამაზესი ლუქი და მორიგი გაბრწყინება (ფოტოები)
დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებდი - ტიკარაძე საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღებაზე
ბანკის დაყაჩარების საქმის ახალი დეტალი - პირი, რომელმაც შეიარაღებული თავდამსხმელი ზუგდიდში მიიყვანა, 112-ის თანამშრომელია
მძიმე კრიმინალური ვითარება სამეგრელოში - ზუგდიდში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს
გადავედით წითელ ზონაში – ამირან გამყრელიძე
ჩვენი გათვლებით, პიკში შევალთ ნოემბრის მეორე-მესამე კვირაში - გამყრელიძე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42