"მძღოლი ავტომობილიდან არ გადმოსულა, გზა განაგრძო"- ავარიის შედეგად გარდაცვლილი 16 წლის გოგონას ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს
13:10, 29 Sep, 2020     2411
რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული 16 წლის გოგონას ახლობლების ინფორმაციით ავარიის შემდეგ მძღოლი ავტომობილიდან არ გადმოსულა და გზა განაგრძო. მოგვიანებით კი შეატყობინეს,რომ გაჩერებული მანქანა იპოვეს და შიგნით არავინ იყო.
ოჯახი მძღოლის უმკაცრესად დასჯას ითხოვს:

„ჩვენი ინფორმაციით, მას [ფორდის მარკის ავტომანქანას] მოსდევდა პატრულის მანქანა. ავარიის შემდეგ მძღოლი ავტომობილიდან არ გადმოსულა, გზა განაგრძო. მოგვიანებით გვითხრეს, რომ მანქანა გაჩერებული იპოვეს, შიგნით უკვე არავინ იყო. ალბათ დამნაშავე ფეხით გაიქცა“, - ამბობენ ახლობლები.

ცნობისთვის, პოლიცია ფორდის მარკის ავტომობილსა და ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებს.

შემთხვევა გუშინ საღამოს რუსთავში იმ დროს მოხდა, როდესაც მოზარდი ძაღლს ქუჩაში ასეირნებდა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ოპოზიცია თამარ ჟვანიასთან კამერების წინ შეხვედრას ითხოვს
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 131 სამედიცინო პერსონალს დაუდასტურდა
მუქარა ენმ-ს წევრებსა და მხარდამჭერებზე - ხატია დეკანოიძე გამოძიების დაწყებას ითხოვს
იმნაძე: ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტს ექნება ისეთივე დიაგნოსტიკური ღირებულება, როგორც PCR-ს
კორონავირუსის ეპიდემიოლოგიური აფეთქება მსოფლიოში- ათასობით გარდაცვლილი და ასიათასზე მეტი ინფიცირებული 24 საათში
იგეგმება თუ არა თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვა - მეზვრიშვილის განმარტება
მოწმიდან ბრალდებულამდე?- ბანკის ძარცვისას მძევლად აყვანილი დავით ხვიბკლიანი გაუჩინარდა - "გთხოვთ, დამეხმარეთ! არ ვიცი სად არის ჩემი შვილი"
გარე სივრცეში პირბადის ტარებას შსს და შრომის ინსპეცია გააკონტროლებენ - მეზვრიშვილი
ნინო ბურჯანაძემ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
ისტორიაში ყელაზე საინტერესო "ფოტობომბი" – მთვარემ მზე დატროლა (ფოტოები)
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42