ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის რუკები საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას დავით ხიდაშელმა გადასცა
21:46, 29 Sep, 2020     1623
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის რუკები საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ვინმე დავით ხიდაშელმა გადასცა, რომელმაც დოკუმენტაცია მოსკოვის არქივებიდან ჩამოიტანა.
აღსანიშნავია ის, რომ საქართველოს პროკურატურამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიამ შეთანხმება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ გააფორმა, თუმცა განცხადებაში არ არის დაკონკრეტებულ რომელ პერიოდზეა საუბარი.
თუ კი დადასტურდება რომ კომისია და მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ, საქართველოს ტერიტორიების გასხვისების მიზნით, გამოდის რომ არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის დროინდელი ან შევარდნაძის დროინდელი ხელისუფლება არამედ აზერბაიჯანული მხარეც.
კარტორგრაფიულ რუკებზე კომენტარს ნიკა გვარამია აკეთებს, რომელიც ჯერ კიდევ გასულ კვირას, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ამბობდა, რომ საგამოძიებო უწყება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ახალ ბრალს ამზადებდა. ნიკა გვარამია ასევე იმ პირზე საუბრობს, ვინც ხელისუფლების წყარო გახდა და მიაწოდა რუკები. აქვე გვარამია ამბობს, რომ ხელისუფლება ამ ინფორმაციის გასაჯაროვებას არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე აპირებდა, მაგრამ "ჩვენ დავასწარით. ვთქვით, რომ ეს ინფორმაცია ვიცით".
"ჩვენ ვიცით როგორ შეიფუთა ეს საქმე და საიდან მოდის. ეს არის 1920-იანი წლების, ე.წ. „ერთა ლიგის“ რუკა, მაშინდელი სადელიმიტაციო რუკა, რომელიც ინახებოდა რუსეთში, რომელიც თვენახევრის წინ ჩამოიტანა და ფული გადაიხადა ამაში და ჩამოუტანა ბიძინა ივანიშვილს მისმა მეგობარმა, რუსმა ოლიგარქმა, ეთნიკურად ქართველმა, ეს არის დავით ხიდაშელი, რომელიც AFK სისტემის, სახელმწიფო რუსული კომპანიაა, ფაქტიურად უზარმაზარი, ერთ-ერთი მეწილეა და მას აქვს დაახლოებით 2 მილიარდი. ეს არის თვენახევრის წინ აქ მოხვედრილი რუკა და მოხვდა იმიტომ, რომ არა იმისთვის გამოეყენებინათ, რომ საქართველოს ინტერესები დაეცვათ და დელიმიტაცია აზერბაიჯანთან იმ სადავო ტერიტორიის მომხდარიყო ისე, როგორც იმ რუკების მიხედვითაა. არა, ეს რუკები საქართველოდან დიდი ხნის გამქრალია. ჩვენ ვიკვლევთ, როდის გაქრა ეს - შევარდნაძის დროს წაიღო ერთმა კონკრეტულმა პიროვნებამ თუ არა და ამაზე გვაქვს ეჭვი, მაგრამ ჯერ არ ვიტყვით.
თუ თავის დროზე რუსეთმა გაიტანა საბჭოთა კავშირის დაშლის დროს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს რუკები არ არსებობდა აქ. თვენახევრის წინ დავით ხიდაშელმა ჩამოიტანა ერთადერთი მიზეზით, რომ თქვან, რომ სადღაც მიფუჩეჩებული იყო და სააკაშვილს ეს ჰქონდა სადღაც შეკუჭული და სინამდვილეში „ყიდდა“ საქართველოს ტერიტორიას აზერბაიჯანზე. ეს რუკები საქართველოს არ ჰქონია არასდროს. ეს კეთდება ოპოზიციის და კერძოდ სააკაშვილის წინააღმდეგ. ეს არის ბოდვა. მე არ ვიძახი რუკების ნამდვილობა-არა ნამდვილობაზე. ეს რუკები არის საქმის შესათხზველად აქ ჩამოტანილი და არა საქართველოს ინტერესების დასაცავად. ეს კეთდება სააკაშვილის წინააღმდეგ, ჩვენ ამაზე ვთქვით რამდენიმე დღის წინ და პროკურატურა იძულებული აღმოჩნდა, ეს დაეჩქარებინა, თორემ გეგმავდა არჩევნებამდე 1 კვირით ან რამდენიმე დღით ადრე ამის გაკეთებას." - თქვა ნიკა გვარამიამ.

დავით ხიდაშელი, რომელმაც თვეზე მეტი ხნის წინ ეს რუკები ჩამოიტანა საქართველოში - პირველად მაშინ გამოჩნდა, როცა მილიარდ 200 მილიონი ევრო საქართველოს ხელისუფლებას ჩაურიცხა კოვიდთან ბრძოლის სახელით.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ისტორიაში ყელაზე საინტერესო "ფოტობომბი" – მთვარემ მზე დატროლა (ფოტოები)
მელანია ტრამპი Dior–ის შავი კაბით – პირველი ლედის ულამაზესი ლუქი და მორიგი გაბრწყინება (ფოტოები)
დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებდი - ტიკარაძე საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღებაზე
ბანკის დაყაჩარების საქმის ახალი დეტალი - პირი, რომელმაც შეიარაღებული თავდამსხმელი ზუგდიდში მიიყვანა, 112-ის თანამშრომელია
მძიმე კრიმინალური ვითარება სამეგრელოში - ზუგდიდში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს
გადავედით წითელ ზონაში – ამირან გამყრელიძე
ჩვენი გათვლებით, პიკში შევალთ ნოემბრის მეორე-მესამე კვირაში - გამყრელიძე
ბანკის დაყაჩაღების საქმე - "თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია!"
ჩვენ ალბათ გადავალთ იმ რეჟიმში, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებულთა ყველა მომდევნო რიცხვი შეიძლება იყოს რეკორდული - ტიკარაძე
ამირან გამყრელიძე: თითოეულმა ადამიანმა დღეს უნდა იცოდეს თავისი ოჯახის ექიმის ვინაობა და ნომერი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42