30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
17:11, 29 Sep, 2020     2054

ვერძი

ამ დღის ნეგატიურ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს ერთგვარი დაძაბულობა პარტნიორებთან ძველი საქმეების გამო. ამ მოვლენამ შეიძლება ოდნავ გააფერმკრთალოს ამ თვის პოზიტიური განწყობა. სექტემბრის ბოლო დღეს შეგიძლიათ შეაფასოთ განვლილი პერიოდის მიღწევებიც და პრობლემებიც. საქმეები მოაწესრიგოთ და ნეგატიური ციკლისთვის მოემზადოთ, რომელიც ოქტომბრიდან დაიწყება.

კურო

მოსალოდნელია კამათი, უთანხმოება და დიდი სკანდალებიც კი. გირჩევთ დაშორების შესახებ ნაჩქარევი გადაწყვეტილებისგან თავი შეიკავოთ. მალე მიხვდებით, რომ ამის სერიოზული მიზეზი არ არსებობს.

ტყუპები

სასიყვარულო ურთიერთობაში ძლიერი რყევებია მოსალოდნელი. გადაუწყვეტელი ყოფითი პრობლემები შეიძლება შეყვარებულების ურთიერთობაში კრიზისის და დაშორების მიზეზი გახდეს. ყველაზე რთულ სიტუაციაში შეგიძლიათ მეგობრებისა და ახლობლების დახმარების იმედი გქონდეთ.

კირჩხიბი

სექტემბრის უკანასკნელი დღეები ვაჭრობის სფეროში დასაქმებული მეწარმეებისთვის წარმატებული იქნება. სამუშაო ბევრი გაქვთ, თუმცა ამისთვის კარგად გიხდიან. ახალ პროექტებში მონაწილეობა საშუალებას მოგცემთ პრაქტიკაში გამოიყენოთ ცოდნა, რომელიც აქამდე არასოდეს დაგჭირვებიათ. თუმცა, შემოსავლები მაინც ვერ შეძლებენ გასავლის დაფარვას. თვალი ადევნეთ ოჯახურ ბიუჯეტს. კარგი იქნება თუ ოჯახის წევრები უფრო მომჭირნეები იქნებიან.

ლომი

ამ დღეს ბევრი ლომი გადაწყვეტს საცხოვრებელი ადგილის შეცვლას და საკუთარი ბიზნესის დაწყებას. გირჩევთ ეს ენერგია სწავლაში მიზნის მიღწევაზე, ბიზნესზე და მოგზაურობაზე დახარჯოთ. ეცადეთ ყველა დაუსრულებელი საქმე დაასრულოთ.

ქალწული

ნეგატიური პერიოდია. ბევრი ქალწული თავის უარყოფით თვისებებს გამოავლენს. ეცადეთ, ამ დღის ტენდენცია შეცვალოთ და სიბრძნე გამოიჩინოთ. გაითვალისწინეთ, რომ მომავალ თვეში თქვენი უზრუნველი ცხოვრება სწორედ ამაზეა დამოკიდებული.

სასწორი

ამ დღეს უზარმაზარი როლი ეკისრება ოჯახურ და წვრილმან საჩუქრებს, რომლებსაც გაჩუქებენ და გააჩუქებთ. ეს ცხოვრებას კომფორტულს და სასიამოვნოს გახდის. მომგებიანი იქნება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ამით პროფესიულ დონეზეა დაკავებული. შემოსავალი დიდი გელით, თუმცა გასავალიც სოლიდური იქნება.

მორიელი

ენერგიით სავსე ხართ, ამ დღეს მორიელების გავლენა დანარჩენ ნიშნებზე საგრძნობია. გათავისუფლდით ნეგატიური თვისებებისგან: უნდობლობისა და არაკომუნიკაბელობისგან. ასეთ შემთხვევაში თქვენი გავლენა გარშემო მყოფებზე მნიშვნელოვნად გაიზრდება.

მშვილდოსანი

მშვენიერი დროა სამსახურის შეცვლის და დამატებითი შემოსავლის მოძიებისთვის, ასევე კოლექტიური ჩანაფიქრის განხორციელებისთვის. თქვენს თვალებში ენთუზიაზმი მოჩანს. ის იგრძნობა, როცა დადიხართ და ადამიანებს ეკონტაქტებით. ეს ენერგიის უძლიერესი წყაროა,რომელიც საკუთარი იდეების ცხოვრებაში განხორციელებისთვის უნდა გამოიყენოთ.

თხის რქა

ეს დღე ნებისმიერ ასპარეზზე წარმატებას მოგიტანთ. მოსალოდნელია პრემიები, საჩუქრები და მომგებიანი ფინანსური ოპერაციები. თხის რქები ორგანიზატორულ ნიჭს გამოავლენენ. გირჩევთ წინასწარ იზრუნოთ სიბერეზე და საკუთარ საპენსიო ფონდში ფული დააგროვოთ.

მერწყული

გამორიცხული არაა, რომ თქვენი მოღვაწეობა ობიექტურ შეფასებას დაიმსახურებს. ბევრ თქვენგან გაუჩნდება რეალური შესაძლებლობა საკუთარი ორიგინალური პოზიცია გამოავლინოს. თუ საჭირო ადამიანებს თქვენი იდეების მიზანშეწონილობაში დაარწმუნებთ, როლებს სწორად გადაანაწილებთ და საერთო ძალებს გააერთიანებთ, მნიშვნელოვან შედეგებს მიიღებთ.

თევზები

შესაძლოა ახალი თანამდებობა შემოგთავაზონ, რომელიც დაგაინტერესებთ ახალი მოვალეობები თქვენს ცხოვრებას უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის. გამოცადეთ საკუთარი ძალები და მთლიანად შეცვალეთ ცხოვრება უკეთესობისკენ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
წინგადადგმული ნაბიჯი კოვიდ 19-თან ბრძოლაში- აშშ-ში რემდესივირი ოფიციალურად დასახელდა კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატად
მეზვრიშვილი: ცხელი ხაზების გადატვირთულობის პრობლემა მოხნილია
ევროპული საქართველოს 4 პუნქტიანი მართვის სტრატეგია ხელშესახებ ეფექტს მოგვცემს 2 კვირაში - კალოიანი
ბარბარა სამხარაძე ბრიტანულ “ნიჭიერში” ცდის ბედს
საქართველოში დღეს დადასტურებული 1759 შემთხვევიდან 686 თბილისშია, 487აჭარაში, 356 იმერეთში
მეზვრიშვილი: მკაცრი რეკომენდაციაა, თბილისში ქუთაისში და ბათუმში გარე სივრცეში პირბადე ატარეთ
ჩამტვრეულია მინის კარი და წაღებულია თანხა - თბილისში სწრაფი კვების ობიექტი "ანდა" გაძარცვეს
"ყარაბაღში გათავისუფლებულ ტერიტორიებზე უკვე დავიწყეთ სოფლის მეურნეობის განვითარების დაგეგმარება" - ილჰამ ალიევი
ბანკის დაყაჩაღების საქმე - "თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია!"
საქართველოში კორონავირუსით ხუთი პაციენტი გარდაიცვალა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42