“ყველამ მიგვატოვა“- აზერბაიჯანმა სომეხი ჯარისკაცების მკვლელობის ამსახველი უმძიმესი კადრები გამოაქვეყნა- ვიდეო ყარაბაღის ფრონტიდან
11:04, 30 Sep, 2020     14843

ყარაბაღში კვლავინდებურად უმძიმესი მდგომარეობაა- გასული ღამის განმავლობაში აქტიურად მიმდინარებოდა აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეს შორის საარტილერიო დუელები. ამ დრომდე გრძელდება პოზიციური შეტაკებები- ფრონტის მთელ ხაზზე მოწყობილ მიწა-თხრილებში შეტევა-კონტრშეტევის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.

სოციალურ მედიაში გამოქვეყნდა უმძიმესი ვიდეო, რომელიც ასახავს სანგარში მყოფ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ სომეხ ჯარისკაცებს, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ ისინი სარდლობამ მიატოვა. ჯარისკაცი ჩაფხუტზე დამაგრებული ვიდეოკამერით იღებდა არსებულ სიტუაციას, რა დროსაც მის პოზიციას ცხრილავენ ტყვიამფრქვევიდან, რის შემდეგადაც იგი უგონოდ ეცემა, ხოლო მისი თანამებრძოლი კი მძიმე ფსიქოლოგიური სტრესისგან მთელი ხმით ყვირის და შებრალებას ითხოვს.



ექსპერტთა შეფასებით, ორივე დაპირისპირებული მხარე საინფორმაციო ომს ეწევა და ფრონტის ხაზზე მორალური უპირატესობის მოსაპოვებლად მტრის დანაკარგების შესახებ გადაჭარბებულ ციფრებს ასახელებს. სომხური მხარის თქმით, განადგურებულია 700-ზე მეტი აზერბაიჯანელი სამხედრო, აფეთქებულია 130-ზე მეტი ტანკი და 72 უპილოტო საფრენი აპარატი. სომხური დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად კი დაჭრილების სახით 1900-ზე მეტი ადამიანი არის დაშავებული აზერბაიჯანელთა მხრიდან.

სომხურმა მხარემ აგრეთვე გამოაქვეყნა ფრონტის ხაზის ამსახველი ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ აქვთ პოზიციები მოწყობილი და რა ინტენსივობით მიმდინარეობს საარტილერიო დუელები ერთმანეთის პირისპირ. ამავე ვიდეოში ჩანს, სომეხთა 2 აფეთქებული ტ-72-ის ტიპის ტანკი. სომხური არმიის პოზიციებს აქტიურად ამუშავებს თურქული წარმოების აზერბაიჯანული უპილოტოები და ებრაული კამიკაძე დრონები. სომეხი სამხედროების განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ უპილოტო საჰაერო დამრტყმელი აპარატები დაუსჯელად მოქმედებენ და უჭირთ მათი განეიტრალება, ძალზე მძიმედ მოქმედებს წინა ხაზზე მყოფ სამხედროთა ფსიქოლოგიურ განწყობაზე- „ არ ვიცით, რა დროს საიდან დაგვეცემა ჭურვი თუ რაკეტა“.






მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
მოწმიდან ბრალდებულამდე?- ბანკის ძარცვისას მძევლად აყვანილი დავით ხვიბკლიანი გაუჩინარდა - "გთხოვთ, დამეხმარეთ! არ ვიცი სად არის ჩემი შვილი"
გარე სივრცეში პირბადის ტარებას შსს და შრომის ინსპეცია გააკონტროლებენ - მეზვრიშვილი
ნინო ბურჯანაძემ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
ისტორიაში ყელაზე საინტერესო "ფოტობომბი" – მთვარემ მზე დატროლა (ფოტოები)
მელანია ტრამპი Dior–ის შავი კაბით – პირველი ლედის ულამაზესი ლუქი და მორიგი გაბრწყინება (ფოტოები)
დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებდი - ტიკარაძე საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღებაზე
ბანკის დაყაჩარების საქმის ახალი დეტალი - პირი, რომელმაც შეიარაღებული თავდამსხმელი ზუგდიდში მიიყვანა, 112-ის თანამშრომელია
მძიმე კრიმინალური ვითარება სამეგრელოში - ზუგდიდში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს
გადავედით წითელ ზონაში – ამირან გამყრელიძე
ჩვენი გათვლებით, პიკში შევალთ ნოემბრის მეორე-მესამე კვირაში - გამყრელიძე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42