მძიმე კადრები- აზერბაიჯანის არმიამ ყარაბაღში სომეხი რეზერვისტების დანაყოფი დაბომბა- მოკლულია 15-მდე სამხედრო (ვიდეო)
15:58, 30 Sep, 2020     9890

ყარაბაღში სამხედრო მოქმედებები უმწვავეს ფაზაშია გადასული-უკანასკნელი საათები განმავლობაში აქტიურად მუშაობენ თურქული წარმოების აზერბაიჯანული დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი, BAYRAKTAR TB 2-ები.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანის არმიის დრონებითა და საარტილერიო დანადგარებით აგდერში მძიმედ დაიბომბა მე-10 სამთო ქვეითთა დივიზიონი, რომლის შედეგადაც უამრავი ადამიანი დაიღუპა და ცოცხალი ტექნიკა დაიწვა. სამხედრო უწყების თქმით, აგრეთვე მასირებულ დაბომბვებს ახორციელებენ ფიზულის მიმართულებით მე-4 ბატალიონზე, რომლებზეც იერიში მსხვილკალიბრიანი საარტილერიო დანადგარებიდან განხორციელდა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა მე-7 სამთო ქვეითი პოლკის მეორე ბატალიონის დაბომბვის უმძიმესი კადრები, სადაც ასახულია სულ მცირე 12 სამხედროს ადგილზე გარდაცვალება და ახლო მანძილზე მყოფთაგან უმრავლესი მათგანის მძიმე დაზიანება. აღნიშნული დანაყოფის უმრავლესობა ბრძოლის ველზე ახლადმოსული რეზერვისტებით იყო დაკომპლექტებული.



თავდაცვის უწყებამ აგრეთვე გამოაქვეყნა სოფელ თონაშენთან განადგურებული 2 ტ 72-ის ტიპის ტანკის ამსახველ კადრები. ორივე მათგანი BAYRAKTAR -ის მიერ ნასროლი MAM-l-ის ტიპის პლანირებადი ბომბით იქნა განეიტრალებული.


გამოქვეყნებულ კადრებში აგრეთვე მოხვდა სომხური საარტილერიო პოზიციებისა და d-20, d-30-ის ტიპის რუსული წარმოების ქვემეხთა განადგურების მომენტები.


სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ მე-4 ვიდეოში ასახულია, თუ როგორ ბომბავს უპილოტო საფრენი აპარატი გამაგრებულ საცეცხლე პოზიციებზე მდგარ სომხურ BMP 1-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანასა და გრადის ტიპის ორ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს.






მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
კორონავირუსის ეპიდემიოლოგიური აფეთქება მსოფლიოში- ათასობით გარდაცვლილი და ასიათასზე მეტი ინფიცირებული 24 საათში
იგეგმება თუ არა თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვა - მეზვრიშვილის განმარტება
მოწმიდან ბრალდებულამდე?- ბანკის ძარცვისას მძევლად აყვანილი დავით ხვიბკლიანი გაუჩინარდა - "გთხოვთ, დამეხმარეთ! არ ვიცი სად არის ჩემი შვილი"
გარე სივრცეში პირბადის ტარებას შსს და შრომის ინსპეცია გააკონტროლებენ - მეზვრიშვილი
ნინო ბურჯანაძემ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
ისტორიაში ყელაზე საინტერესო "ფოტობომბი" – მთვარემ მზე დატროლა (ფოტოები)
მელანია ტრამპი Dior–ის შავი კაბით – პირველი ლედის ულამაზესი ლუქი და მორიგი გაბრწყინება (ფოტოები)
დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებდი - ტიკარაძე საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღებაზე
ბანკის დაყაჩარების საქმის ახალი დეტალი - პირი, რომელმაც შეიარაღებული თავდამსხმელი ზუგდიდში მიიყვანა, 112-ის თანამშრომელია
მძიმე კრიმინალური ვითარება სამეგრელოში - ზუგდიდში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42