“რას აკეთებდა ორი თვის განმავლობაში და როგორ ემზადებოდა მთავრობა, ეს ყველაფერი გამოჩნდა ახლა - ისინი აკეთებდნენ მხოლოდ ფულს და მდიდრდებოდნენ ხალხის ხარჯზე," - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 17:07, 30 Sep, 2020     164

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყანაში კოვიდ მდგომარება დღითიდღე მძიმდება და სავაადმყოფებსა და საკარანტინე სივრცეებში შექმნილ კატასტროფულ ქაოსს მოუმზადებელ და ჩამოშლილ ჯანდაცვის სისტემას უკავშირებს. მისივე თქმით, გაუსაძლისი მდგომარებაა რეგიონებში, რომელზეც ხმამაღლა არ საუბრობენ და გასაიდუმლოებულია, შესაბამისად, პოლიტიკური ლიდერი მოქმედი მთავრობის მიერ გაჟღებეულ მონაცემებს კოვიდ ინფიცირებულებსა და გარდაცვალების თაობაზე ეჭვის ქვეშ აყენებს.

„ქვეყანაში კოვიდ მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. ყოვედღიურად რთულდება მდგომარეობა საავადმყოფოებსა და საკარანტინე სივრცეებში. სრულიად ჩამოშლილია ჯანდაცვის სისტემა და ამას უკვე ვეღარ მალავენ ექიმები, პირდაპირ გამოდიან და ამბობენ. დღეს უკვე კოვიდ ინფიცირებული მესამე ადამიანი გარდაიცვალა. კატასტროფული ქაოსია ტესტირებებთან დაკავშირებით. როდის ვამბობდით, რომ აუცილებელია მასობრივი ტესტირება? როდის უნდა ეზრუნა მთავრობას ტესტების მარაგებზე, რომ ეს არის ერთადერთი გზა კორონა ვირუსის პრევენციული და ადრეულ გამოვლენასთან დაკავშირებით? და რა ხდება დღეს? ადამიანები ტესტებს ვერ იკეთებენ, პასუხები არეულია, სად გაიგზავნა ანალიზი არ იციან, სრულიად ქაოსშია ყველაფერი. აი, ეს არის ჩამოშლილი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები. რას აკეთებდნენ ორი თვის განმავლობაში? როგორ ემზადებოდნენ ყველაფერი ახლა გამოჩნდა. ისინი აკეთებდნენ მხოლოდ ფულს და გამდიდრდნენ ხალხის ხარჯზე, საერთოდ არ აინტერესებდათ მოქალაქეების არც ჯანმრთელობა, არც გარდაცვალება. კატასტროფული ციფრებით იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა. ჩვენ არ ვიცით რა ხდება სხვა რეგიონებში, იმიტომ რომ ვფიქრობ დამალულია და გასაიდუმლოებულია სამხედრო საიდუმლოსავით, იმის ნაცვლად, რომ ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია. მეგობრებო, უნდა გამოვიჩინოთ მაქსიმალური მობილიზება და პასუხი მოვთხოვოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ვერ შეძლეს კრიზისის მართვა და კორონასთან ბრძოლაში ჩააფლავდნენ. დღეს, როდესაც ისინი საუბრობდნენ სომხეთსა და აზეირბაიჯანზე, გაცილებით უფრო უარესი მდგომარეობა აქვს საქართველოს," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება! - ლელა კაკულია
"ჩვენს სამშობლოს და ჩვენს ღირსებას მტერს ვერ დავუთმობთ” - ფაშინიანის ცოლი ომში მიდის
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ 1 262-მა პაციენტმა დაამარცხა
საქართველოში კორონავირუსის 1 823 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა
იმოძ¬რა¬ვეთ, უძ¬რა¬ო¬ბა ხელს უწყობს თრომ¬ბო¬ე¬მბო¬ლი¬ის რისკს, კარაქი ჩაანაცვლეთ ზეთით - თენგიზ ცერცვაძის რეკომენდაციები კოვიდდადებით პაციენტებს
ევროპული საქართველო და აფხაზთა კრება აფხაზეთში უკანონოდ გაქირავებული უძრავი ქონების მფლობელ დევნილებს მიმართავენ
ჩემი შვილი უდანაშაულოა, ხვალ ან ზეგ მოვა - ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულის მამის პირველი კომენტარი
თიბისი მომხმარებელს ურჩევს, კომუნალური გადასახადები დისტანციური არხების გამოყენებით გადაიხადოს
1 მისამართზე ჩაწერილი 43 პირი - "ოცნება" არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება?
ბაჩალიაშვილი მოკლულია - EMC საქმეში არსებულ ბუნდოვანებაზე საუბრობს
ევექსი ჰოსპიტლებში განხორციელებული კლინიკური ხარისხის პროექტები
66 784 ახალი შემთხვევა ერთ დღეში და 477 გარდაცვლილი - ამერიკაში კორონავირუსი მძვინვარებს
Admixer - ახალი შესაძლებლობები ციფრული რეკლამირებისთვის
"პირდაპირ ცხვირში ჩამარტყა ავტომობილის მინას ქვა კი ესროლეს" - სამველ მანუკიანი ამბობს, რომ ენზელ მკოიანის დავალებით ფიზიკურად გაუსწორდნენ
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42