განცხადება კომისიის სხდომებზე პოლიტიკური დისკუსიის ინიცირებით საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობასთან დაკავშირებით
პოლიტიკა - 17:49, 30 Sep, 2020     203

ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების ბოლო პერიოდში გამართულ სხდომებზე ადგილი აქვს პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრებისა თუ სხვა დამსწრე პირთა, მათ შორის ზოგიერთი დამკვირვებლის მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას, საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციისა და სხდომაზე განსახილველი საკითხების შეუსაბამო თემების წამოწევას, ამით მიზანმიმართულად ცდილობენ დაძაბული ფონის შექმნას. აღნიშნულთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას აკეთებს.

„ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და საოლქო საარჩევნო კომისიების ბოლო პერიოდში გამართულ სხდომებზე ადგილი აქვს პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრებისა თუ სხვა დამსწრე პირთა, მათ შორის ზოგიერთი დამკვირვებლის მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას, საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციისა და სხდომაზე განსახილველი საკითხების შეუსაბამო თემების წამოწევას და ამით მიზანმიმართულად დაძაბული ფონის შექმნის მცდელობას საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მიზნით.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გვსურს განვმარტოთ, რომ ცენტრალური თუ საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომები არ არის პოლიტიკური განცხადებების და პოლიტიკური დებატების წარმართვის ადგილი და ამ მიზნით ნებისმიერი პირის მიერ მისი გამოყენების შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაცია არ გასცდება საკუთარ მანდატს და ასეთი განცხადებების ავტორებს არ მიეცემათ პოლიტიკური პოზიციონირების შესაძლებლობა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კანონმდებლობა როგორც კომისიის წევრისთვის, ისე დამკვირვებლებისთვის, განსაზღვრავს მათი უფლებამოსილების ფარგლებს, რომელიც ცალსახად არ ითვალისწინებს მსგავსი განცხადებების თუ ქმედებების განხორციელების უფლებამოსილებას. უფრო მეტიც, დამკვირვებელი უფლებამოსილია, დააკვირდეს საარჩევნო პროცესს, მათ შორის კომისიის სხდომებს და საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია გამოიყენოს სამართლებრივი მექანიზმები, კომუნიკაციის დაშვებული ფორმები და არ ჩაერიოს სხდომის მიმდინარეობაში პოლიტიკური თუ სხდომის საკითხებთან შეუსაბამო განცხადებების გაკეთების მიზნით.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია სარგებლობს მაღალი ნდობით და დამოუკიდებლობის ხარისხით, რაც მრავალწლიანი საქმიანობის შედეგია. შესაბამისად, არის მცდელობა, რომ მსგავსი პოლიტიკური განცხადებებით, დაუზუსტებელი ან ყალბი ინფორმაციის გავრცელებით მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციის ერთის მხრივ პოლიტიკურ პლატფორმად გადაქცევა და მეორეს მხრივ მისი რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება.

ამასთანავე, განვმარტავთ, რომ სხდომაზე იხილება დღის წესრიგით დამტკიცებული საკითხები სხვადასხვა საარჩევნო ღონისძიების განხორციელების მიზნით და კომისიის ყველა წევრს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით, სხდომის თავმჯდომარის მიერ დადგენილი რიგითობის შესაბამისად, უფლება აქვს სიტყვით გამოვიდეს. ცესკოს სხდომაზე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს მხოლოდ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით, ასევე, კონკრეტული საკითხის განხილვისას, სხდომის თავმჯდომარის თანხმობითა და მის მიერ განსაზღვრული დროით, შეუძლიათ სიტყვით გამოვიდნენ.

შესაბამისად, იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა კომისიის წევრი, წარმომადგენლები და დამკვირვებლები დაიცავენ საარჩევნო კანონმდებლობას და იმოქმედებენ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში.“- ცესკო





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
პესმისტი და წუწუნა ზოდიაქოს ნიშანები
რას გვიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები არჩევნების დღეს - 31 ოქტომბრის ასტოლოგიური პროგნოზი
ვიქტორ ყიფიანი და დავით ძიძიგური თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თსუ-სთან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის უნივერსიტეტის მედლებით დააჯილდოვა
დარწმუნებული ვარ არჩევნებზე მაღალი აქტივობა იქნება და ჩვენი საზოგადოება მხარს ცვლილებებს დაუჭერს — გიგი წერეთელი
ჩვენს 250 000 რეგისტრირებულ მხარდამჭერს მოვუწოდებ, მივიდეს არჩევნებზე და მიიყვანოს +1 ადამიანი, სწორედ ეს იქნება გარდამტეხი დემოკრატიული ცვლილება, რომელსაც ახალი ძალა ჩაუდგება სათავეში - ხაზარაძე
31 ოქტომბერს გვაქვს უნიკალური შანსი, დავნერგოთ ეს სანუკვარი – წასვლის, ანუ ღირსეულად გამარჯვების და ღირსეულად დამარცხების კულტურა -ახვლედიანი
ტარიელ ნაკაიძე სუს-ის მხრიდან ამომრჩევლის ზეწოლაზე საუბრობს
"ხვალ აღმშენებლობის გასაღები თქვენ ხელშია, როგორც ამ ტრაქტორს მოვქოქავ, ასევე მოვქოქავქვეყანას. მოდით არჩევნებზე!" - გიორგი ვაშაძე ამომრჩევლებს
ცესკო საარჩევნო ადმინისტრაციისა და ჩართული მხარეების წარმომადგენლებს მიმართავს
ევროპული საქართველოს წევრი, ბესიკ დონაძე, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას მიკერძოებასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებს
მარეგულირებელმა კომისიამ ევროპული საქართველოს საჩივარი იმედის წინააღმდეგ არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე დააკმაყოფილა.
ვფიქრობ, რომ მეორე ტურში მე მომიწევს ბატონი ჩიქოვანის დამარცხება - უგულავა
ცესკოს თავმჯდომარის შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი
მე სერიოზულად არ მოვეკიდებოდი ამ ღლაპის განცხადებებს - უგულავა კობახიძეზე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42