ორსულობის შეწყვეტა და მოსალოდნელი სისხლის სამართლის საქმე - საქართველოში, შესაძლოა, აბორტი აიკრძალოს
საზოგადოება - 17:34, 30 Sep, 2020     392
პარლამენტის წევრმა ალექსანდრე ერქვანიამ საკანონმდებლო წინადადება წარადგინა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში აბორტების აკრძალვას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პირი, რომელიც კანონს დაარღვევს, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცემა.

განმარტებით ბარათში ექრვანიამ აღნიშნა, რომ კანონი უზრუნველყოფს ნაყოფის სიცოცხლის დაცვას მისი ჩასახვის მომენტიდან.

როგორც ჩანს, ქვეყანაში ყველა ყოფითი პრობლემა უკვე აღმოფხვრილია და ყველა ადამიანის უფლება თანაბრადაა დაცული, ახლა მხოლოდ დაუბადებელი ნაყოფის უფლებების დაცვაღა დარჩენია საკანონმდებლო ორგანოს.

ერქვანიას განმარტებით, ეს კანონი დემოგრაფიულ პრობლემასაც მოაგვარებს, აბორტი კი იმ შემთხვევაში იქნება ნებადართული, თუ ორსულობა ქალის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ორსულობის შეწყვეტა უნდა მოხდეს სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერ, სხვა ნებისმიერ შემთხვევაში კანონპროექტით იკრძალება ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა.

პროექტის მიხედვით, უკანონო აბორტი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით სასჯელის სახედ ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ან/და თავისუფლების აღკვეთას თანამდებობის დაკავების ან/და საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
პესმისტი და წუწუნა ზოდიაქოს ნიშანები
რას გვიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები არჩევნების დღეს - 31 ოქტომბრის ასტოლოგიური პროგნოზი
ვიქტორ ყიფიანი და დავით ძიძიგური თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თსუ-სთან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის უნივერსიტეტის მედლებით დააჯილდოვა
დარწმუნებული ვარ არჩევნებზე მაღალი აქტივობა იქნება და ჩვენი საზოგადოება მხარს ცვლილებებს დაუჭერს — გიგი წერეთელი
ჩვენს 250 000 რეგისტრირებულ მხარდამჭერს მოვუწოდებ, მივიდეს არჩევნებზე და მიიყვანოს +1 ადამიანი, სწორედ ეს იქნება გარდამტეხი დემოკრატიული ცვლილება, რომელსაც ახალი ძალა ჩაუდგება სათავეში - ხაზარაძე
31 ოქტომბერს გვაქვს უნიკალური შანსი, დავნერგოთ ეს სანუკვარი – წასვლის, ანუ ღირსეულად გამარჯვების და ღირსეულად დამარცხების კულტურა -ახვლედიანი
ტარიელ ნაკაიძე სუს-ის მხრიდან ამომრჩევლის ზეწოლაზე საუბრობს
"ხვალ აღმშენებლობის გასაღები თქვენ ხელშია, როგორც ამ ტრაქტორს მოვქოქავ, ასევე მოვქოქავქვეყანას. მოდით არჩევნებზე!" - გიორგი ვაშაძე ამომრჩევლებს
ცესკო საარჩევნო ადმინისტრაციისა და ჩართული მხარეების წარმომადგენლებს მიმართავს
ევროპული საქართველოს წევრი, ბესიკ დონაძე, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას მიკერძოებასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებს
მარეგულირებელმა კომისიამ ევროპული საქართველოს საჩივარი იმედის წინააღმდეგ არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე დააკმაყოფილა.
ვფიქრობ, რომ მეორე ტურში მე მომიწევს ბატონი ჩიქოვანის დამარცხება - უგულავა
ცესკოს თავმჯდომარის შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი
მე სერიოზულად არ მოვეკიდებოდი ამ ღლაპის განცხადებებს - უგულავა კობახიძეზე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42