გიგი წერეთელი აზერბაიჯანის პარლამენტის თავჯდომარეს ტელეფონით ესაუბრა
19:02, 30 Sep, 2020     457

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი, აზერბაიჯანის პარლამენტის თავჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას ტელეფონით ესაუბრა.

საუბრის ძირითადი თემა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება იყო. გაფაროვას განცხადებით, 27 სეტქმბრიდან, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციეელეს სამხედრო შეტევა მთლიანი ფრონტის ხაზზე, სადაც გამოყენებული იყო არტილერია და მსხვილკალიბრიანი იარაღი. მისივე განცხადებით, ეს არის უხეში დარღვევა საერთაშორისო სამართლის და აგრესიის ტოლფასია.

გაფაროვამ ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არაერთხელ იქნა გაფრთხილებული, რომ მოსალოდნელი იყო სამხედრო პროვოკაცია. მისივე განმარტებით, აზერბაიჯანის საპასუხო დარტყმის შედეგად აზერბაიჯანი აკონტროლებს სოფლებს ფიზულისა და ჯაბრაელის რაიონებში, რაც მისივე განმარტებით, წარმოადგენს აზერბაიჯანის კუთვნილ ტერიტორიას.

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ეს უკვე მეორე სამხედრო შეტაკებაა მოკლე პერიოდში.

„მთავარ ამოცანას წარმოადგენს სისხლიზღვრის შეწყვეტა, რადგან უკვე დიდია მსხვერპლი სამხედრო და მშვიდობიან მოქალაქეებს შორის, აუცილებელია, რომ მხარეებმა აქტიურად ითანამშრომლონ ეუთოს მინსკის ჯგუფთან, რომელიც წარმოადგენს ძირითად მექანიზმს მშვიდობიანი მოლაპარაკებებისათვის და ომის გზით ტერიტორიული დავის გადაწყვეტა არ შეესაბამება ეუთოს პრინციპებს.

ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ ეუთოს პლატფორმა, აღმასრულებელ და საპარლამენტო ლიდერებს, იმისათვის, რომ ხელი შეგვეწყო პოზიციების დაახლოებასა და კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავებას ყარაბაღის კონფლიქტის უსისხლოდ მოგვარებისთვის.“ -განაცხადა წერეთელმა

გიგი წერეთლის თქმით, ასევე არსებობს მუდმივი კონტაქტი სომხურ მხარესთან და მათგან მოწოდებულია ოფიციალური ინფორმაცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

„სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით პროგრესის ნაცვლად ჯერ კიდევ ომი გვაქვს ამ რეგიონში, ახლა უნდა ვიფიქროთ საომარი მოქმედებების სასწრაფოდ შეჩერებაზე და ყველა საერთაშორისო აქტორი უნდა ჩაერთოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებების პროცესში.

რაც მთავარია, მოლაპარაკებები არ უნდა ნიშნავდეს ვინმეს მხრიდან დროის მოგებას, არამედ უნდა იყოს ორიოენტირებული კონკრეტულ შედეგებზე, საერთაშორსოდ აღიარებული სამართლის პრინციპებზე და ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე.“ - აცხადებს წერეთელი.

გიგი წერეთელსა და გაფაროვას შორის სატელეფონო საუბარს აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ისტორიაში ყელაზე საინტერესო "ფოტობომბი" – მთვარემ მზე დატროლა (ფოტოები)
მელანია ტრამპი Dior–ის შავი კაბით – პირველი ლედის ულამაზესი ლუქი და მორიგი გაბრწყინება (ფოტოები)
დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებდი - ტიკარაძე საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღებაზე
ბანკის დაყაჩარების საქმის ახალი დეტალი - პირი, რომელმაც შეიარაღებული თავდამსხმელი ზუგდიდში მიიყვანა, 112-ის თანამშრომელია
მძიმე კრიმინალური ვითარება სამეგრელოში - ზუგდიდში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს
გადავედით წითელ ზონაში – ამირან გამყრელიძე
ჩვენი გათვლებით, პიკში შევალთ ნოემბრის მეორე-მესამე კვირაში - გამყრელიძე
ბანკის დაყაჩაღების საქმე - "თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია!"
ჩვენ ალბათ გადავალთ იმ რეჟიმში, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებულთა ყველა მომდევნო რიცხვი შეიძლება იყოს რეკორდული - ტიკარაძე
ამირან გამყრელიძე: თითოეულმა ადამიანმა დღეს უნდა იცოდეს თავისი ოჯახის ექიმის ვინაობა და ნომერი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42