"ლელომ" პარტიის პროპორციული საარჩევნო სიის რიგითობა წარადგინა
22:08, 30 Sep, 2020     816

"ლელომ" დღეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში პროპორციული საარჩევნო სიის რიგითობა წარადგინა. სიის პირველი ნომერი პარტიის თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძეა. საპარლამენტო სიის თანმიმდევრობა საზოგადოების მოლოდინს ამართლებს - მეორე ნომრად ბადრი ჯაფარიძეა წარმოდგენილი. მას კი დავით უსუფაშვილი მოჰყვება. კვოტირების წესების მიხედვით, პარტიის სიის ყოველი მეოთხე კანდიდატი ქალია. მათ შორის პირველი, მეოთხე ნომრად, ანა ნაცვლიშვილია.

„ლელოს" პირველი ოცდაათეული ასე გამოიყურება:

1. მამუკა ხაზარაძე
2. ბადრი ჯაფარიძე
3. დავით უსუფაშვილი
4. ანა ნაცვლიშვილი
5. ირაკლი კუპრაძე
6. ფიქრია ჩიხრაძე
7. კახა კოჟორიძე
8. გრიგოლ გეგელია
9. ლევან კობერიძე
10. საბა ბუაძე
11. გიგლა მიქაუტაძე
12. ლანა გალდავა
13. თამაზ დათუნაშვილი
14. ლევან სამუშია
15. გიორგი მორდეხაშვილი
16. მედეა მეტრეველი
17. მამუკა კაციტაძე
18. სოსო ვახტანგაშვილი
19. სოფო შამანიდი
20. გიორგი სიორიძე
21. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
22. თამარ შავგულიძე
23. გიორგი კანაშვილი
24. ალექსანდრე ახვლედიანი
25. ჯამბულ ხოზრევანიძე
26. მურად მურადოვი
27. ეკატერინე ქვლივიძე
28. პაატა ცივაძე
29. სოსო ლიპარტელიანი
30. თამარ ბელქანია

პარტიული სიის წარდგენის ღონისძიებაზე, „ლელოს" დამფუძნებელი და სიის პირველი ნომერი, მამუკა ხაზარაძე დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ გუნდი, რომელიც „ლელომ" წარადგინა, მზადაა, „ხალხთან ერთად და ხალხისათვის" იბრძოლოს ძირფესვიანი ცვლილებებისათვის ჩვენს ქვეყანაში.
"ეს არის პატრიოტი პროფესიონალების გუნდი, ვისთვისაც მთავარია ქვეყნის გამარჯვება - საქართველოს გამოყვანა იმ კატასტროფული ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და კულტურული, კრიზისიდან, რომელშიც აღმოვჩნდით „ქართული ოცნების" დანაშაულებრივად უნიჭო, უვიცი, კორუმპირებული, უკვე მთლიანად დაჭაობებული 8 წლიანი მმართველობის შედეგად. ეროვნული მუზეუმი შემთხვევით არ ავირჩიეთ, ეს სწორედ ქართული სულიერების ერთ-ერთი კერაა. აქ დაცულია ჩვენი ისტორიის და კულტურის საგანძური - ხახულის კარედი. ერი, რომელსაც ასეთი გმირული ისტორია აქვს, შეუძლებელია, დიდხანს ამყოფოს უიმედობაში პატარა ჯგუფმა და მათმა ბელადმა, ვინც უკვე საბოლოოდ მოწყდა რეალობას. ქართველი ხალხი წარსულის უდიდესმა ტირანებმაც ვერ დაიმონეს. მით უმეტეს, გამორიცხულია, 21-ე საუკუნეში ვცხოვრობდეთ შუა საუკუნოვან საფეოდალოში, სადაც მხოლოდ თვით ეს ფეოდალი და მასთან დაახლოებული პირები მდიდრდებიან და დასცინიან კიდეც თავის ხალხს.
ჩვენ აუცილებლად დავანგრევთ ამ დაჭაობებულ სისტემას 31 ოქტომბერს!,"-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, ქართველი ერი აღიდგენს ღირსებას, იქნება ყოველმხრივ წარმატებული. ააშენებს მაღალტექნოლოგიურ, ინოვაციურ, თანამედროვე სახელმწიფოს, მაგრამ არ დაკარგავს წინაპართა მემკვიდრეობას - დიდ ისტორიულ ტრადიციებსა და კულტურას, როგორც ეს შეძლო იაპონელმა ერმა.

"ლელოს" საარჩევნო სიის თითოეული წევრისთვის პოლიტიკოსობა თვითმიზანი არასდროს ყოფილა. ჰქონდათ საყვარელი საქმე, სამუშაო, დიდი პერსპექტივები. მაგრამ ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ, რომ შევქმნათ „ახალი ძალა და ახალი იმედი" ქვეყნისთვის, ყველა მოქალაქისთვის;
ჩვენ ვართ ერთადერთი რეალური ძალა.
ჩვენ აუცილებლად შევცვლით რეალობას ძლიერი გუნდით, რომელიც მოდის ქვეყნის ხელისუფლებაში საქმის საკეთებლად ისე, რომ აი ამ ადგილიდან სულ რამდენიმე მეტრში, სადაც ახლა ვიმყოფებით - აღარასოდეს დაიღვაროს სისხლი.

"ლელო" ერთადერთი პარტიაა, რომელმაც ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად ამომრჩეველს შესთავაზა არა უბრალოდ დაპირებები, არამედ დაწერილი პროგრამა, - „მარშალის გეგმა".

ამ გეგმის შესრულება ჩემი და ჩემი თანაგუნდელების პირადი ღირსების საქმეა! ბევრი ბიზნესი ამიშენებია და სიტყვა არასდროს გამიტეხავს, მით უმეტეს, წარმოუდგენელია ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის იმ სიტყვის გატეხვა, რომელიც ჩვენს ხალხს მივეცით. ჩვენ ზუსტად ვიცით როდის და როგორ ვაკეთოთ საქმე!
დაგეგმილი გვაქვს ყველა ნაბიჯი: როგორ დავასტაბილუროთ ლარი, როგორ დავეხმაროთ მცირე ბიზნესს და შევქმნათ სამუშაო ადგილები, მივცეთ ადამიანებს საშუალება, ეპიდემიასთან ბრძოლის დროს, ახლიდან გააფორმონ სესხები ბანკებთან ბევრად უკეთესი პირობებით.
უკვე ახალი წლიდან დავიწყებთ რადიკალურ რეფორმებს ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების სფეროში. შეიქმნება 200 000 ახალი სამუშაო ადგილი, 600 000 მოქალაქეს ყოველთვიურად ექნება 3 000 ლარი შემოსავალი; ქვეყნის ეკონომიკა გაორმაგდება და მიაღწევს 100 მილიარდ ლარს. "მარშალის გეგმის" მიხედვით, საქართველოს გადავაქცევთ რეგიონის ფინანსურ, ლოჯისტიკურ და სატრანსპორტო ცენტრად; აღვადგენთ ტურიზმს, განვაახლებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას, რაც, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, მოგვცემს საშუალებას დავიწყოთ „ახალი დიალოგი" აფხაზ და ოს თანამოძმეებთან,"-აღნიშნა ხაზარაძემ.

„ლელოს" თავმჯდომარემ ღონისძიების დასასრულს ამომრჩეველს მიმართა და მოუწოდა, რომ მათ ხელთ არსებული შანსი გამოიყენონ და აირჩიოს გუნდი, რომელმაც იცის, როგორ გააკეთოს საქმე.

"ყველა თქვენგანს, თქვენი ხმით, შეგიძლიათ დაიწყოთ საქართველოს ახალი, წარმატებული ისტორია, გამოიყვანოთ ქვეყანა 30 წლიანი „ჩაკეტილი წრიდან". არ მისცეთ საშუალება წარსულის აჩრდილებს, დაგტოვონ უიმედო სიბნელეში - ხმა მიეცით სიახლეს, ცოდნას, პროფესიონალიზმს და წარმატებას, ჩვენი ქვეყნის მომავალს, რომელშიც გვინდა გაიზარდონ ჩვენი შვილები!
ხმა მიეცით "ლელოს" !
ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!" - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
მეზვრიშვილი: ცხელი ხაზების გადატვირთულობის პრობლემა მოხნილია
ევროპული საქართველოს 4 პუნქტიანი მართვის სტრატეგია ხელშესახებ ეფექტს მოგვცემს 2 კვირაში - კალოიანი
ბარბარა სამხარაძე ბრიტანულ “ნიჭიერში” ცდის ბედს
საქართველოში დღეს დადასტურებული 1759 შემთხვევიდან 686 თბილისშია, 487აჭარაში, 356 იმერეთში
მეზვრიშვილი: მკაცრი რეკომენდაციაა, თბილისში ქუთაისში და ბათუმში გარე სივრცეში პირბადე ატარეთ
ჩამტვრეულია მინის კარი და წაღებულია თანხა - თბილისში სწრაფი კვების ობიექტი "ანდა" გაძარცვეს
"ყარაბაღში გათავისუფლებულ ტერიტორიებზე უკვე დავიწყეთ სოფლის მეურნეობის განვითარების დაგეგმარება" - ილჰამ ალიევი
ბანკის დაყაჩაღების საქმე - "თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია!"
საქართველოში კორონავირუსით ხუთი პაციენტი გარდაიცვალა
კრიმინალთან ბრძოლაში ქართული ოცნების მთავრობა დამარცხდა და ზუგდიდის ინციდენტი იყო ამის სამწუხარო გამოვლინება - უგულავა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42