1-ლი ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 18:00, 30 Sep, 2020     1313

ვერძი

ზოგიერთი ვერძი შეიძლება დღეს ინტრიგებისა და მოტყუების მსხვერპლად იქცეს, ზოგი კი სიტუაციის ობიექტურად შეფასების უნარს დაკარგავს. სასურველია, ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი შეიკავოთ. გახსოვდეთ, სანამ ერთხელ გაჭრით, ასჯერ უნდა გაზომოთ.

კურო

შესაძლოა, თქვენი ოპტიმიზმი და საქმის მიმართ დამოკიდებულება გავლენიანმა ადამიანებმა შენიშნონ და დააფასონ, თუმცა შედეგების მიღებამდე მოცდა მოგიწევთ. ეცადეთ, თავისუფალი დრო სასიამოვნო კამპანიაში გაატაროთ. ამჟამად ყველაზე მეტად დადებითი ემოციები გჭირდებათ.

ტყუპები

ამ დღეს ავადმყოფურად ეჭვიანი და გაღიზიანებული ხართ. ხან გეჩვენებათ, რომ უფროსობა ცუდად გიყურებთ, ხან ფიქრობთ, რომ მეგობრები თქვენზე გაბრაზებულები არიან. მიუხედავად იმისა, რომ სამსახურში ურთიერთობებს ვერ აგვარებთ, საკუთარი ავტორიტეტის გასაძლიერებლად ყველაფერი უნდა გააკეთოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს რეალური საფრთხე გელით ადამიანებისგან, რომლებსაც ჯერ კიდევ გუშინ მეგობრებად მიიჩნევდით. ყველაზე კარგი იქნება, თუ „კეთილისმსურველებს“ ახლოს არ მოუშვებთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ერთადერთ, სწორ გადაწყვეტილებას იპოვით, რომელიც კეთილდღეობასთან მიგიყვანთ.

ლომი

ამ დღემ შესაძლოა, თქვენი ავტორიტეტი და საზოგადოებრივი მდგომარეობა განსაზღვროს. პირველივე შეხედვით ტოვებთ საიმედო ადამიანის შთაბეჭდილებას, ამიტომ კოლეგებისა და უფროსის კეთილგანწყობის იმედი გქონდეთ. საქმეზე საუბრის დროს მეორეხარისხოვან თემებზე ყურადღებას ნუ გაამახვილებთ.

ქალწული

ამ დღეს არც ფინანსურ საქმეებში, არც სამსახურში, არც ოჯახურ თუ პირად ცხოვრებაში სტაბილურობას არ უნდა ელოდოთ. ემოციურად ამ დღეს თანაგრძნობისკენ ხართ მიდრეკილი. პირველივე შეთავაზებისას გააბით საინტერესო ურთიერთობა და ეცადეთ, ის მყარი და სტაბილური გახადოთ.

სასწორი

თქვენ გელით პოპულარულობა, აღიარება და საყოველთაო პატივისცემა. მშვენიერი დროა საკუთარი თავისა და შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის.

მორიელი

ქრონიკული დაავადებები მოულოდნელად შეგახსენებთ თავს. პრობლემები რომ თავიდან აიცილოთ, ექიმთან წადით და მის რჩევებს დაუჯერეთ. ეცადეთ, მეტი დაისვენოთ და იმუნიტეტის გამაგრებაზე იზრუნოთ.

მშვილდოსანი

სერიოზული ცვლილებები, რომლებიც თქვენ გარშემო ხდება, გაიძულებთ, ახლებურად იაზროვნოთ და ახალ პროექტებში ჩაერთოთ. თამამად გამოთქვით საკუთარი აზრები და გაახმოვანეთ ახალი იდეები. უფროსობა ამას აუცილებლად სათანადოდ შეაფასებს.

თხის რქა

პლანეტების განლაგება საშუალებას მოგცემთ, ოფისში თუ სახელოვნებო კოლექტივში სასიამოვნო ატმოსფერო შექმნათ. მეტი ყურადღება დაუთმეთ საქმიანი პარტნიორობის შექმნას და თანამშრომლობას.

მერწყული

განათლებაზე გაცილებით ნაკლები დროისა და ძალის დახარჯვა მოგიწევთ. სწავლა თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება. ნუ გაუშვებთ ხელიდან საკუთარი მომავლის შექმნის შანსს. შეარჩიეთ საჭირო უმაღლესი სასწავლებელი და სპეციალობა, რომელიც წარმატებამდე მიგიყვანთ.

თევზები

თვის დასაწყისში წარმატება გელით სამეცნიერო-კვლევით მუშაობისა და ახალი მეგობრების შეძენის მიმართულებით, რომლებიც განათლების სისტემასთან დაკავშირებული არიან. დაეხმარეთ ადამიანებს, რომ ცხოვრებაში საკუთარი ადგილი ნახონ და შექმნილი პრობლემებიდან გამოსავალი მოძებნონ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
პესმისტი და წუწუნა ზოდიაქოს ნიშანები
რას გვიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები არჩევნების დღეს - 31 ოქტომბრის ასტოლოგიური პროგნოზი
ვიქტორ ყიფიანი და დავით ძიძიგური თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თსუ-სთან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის უნივერსიტეტის მედლებით დააჯილდოვა
დარწმუნებული ვარ არჩევნებზე მაღალი აქტივობა იქნება და ჩვენი საზოგადოება მხარს ცვლილებებს დაუჭერს — გიგი წერეთელი
ჩვენს 250 000 რეგისტრირებულ მხარდამჭერს მოვუწოდებ, მივიდეს არჩევნებზე და მიიყვანოს +1 ადამიანი, სწორედ ეს იქნება გარდამტეხი დემოკრატიული ცვლილება, რომელსაც ახალი ძალა ჩაუდგება სათავეში - ხაზარაძე
31 ოქტომბერს გვაქვს უნიკალური შანსი, დავნერგოთ ეს სანუკვარი – წასვლის, ანუ ღირსეულად გამარჯვების და ღირსეულად დამარცხების კულტურა -ახვლედიანი
ტარიელ ნაკაიძე სუს-ის მხრიდან ამომრჩევლის ზეწოლაზე საუბრობს
"ხვალ აღმშენებლობის გასაღები თქვენ ხელშია, როგორც ამ ტრაქტორს მოვქოქავ, ასევე მოვქოქავქვეყანას. მოდით არჩევნებზე!" - გიორგი ვაშაძე ამომრჩევლებს
ცესკო საარჩევნო ადმინისტრაციისა და ჩართული მხარეების წარმომადგენლებს მიმართავს
ევროპული საქართველოს წევრი, ბესიკ დონაძე, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას მიკერძოებასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებს
მარეგულირებელმა კომისიამ ევროპული საქართველოს საჩივარი იმედის წინააღმდეგ არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე დააკმაყოფილა.
ვფიქრობ, რომ მეორე ტურში მე მომიწევს ბატონი ჩიქოვანის დამარცხება - უგულავა
ცესკოს თავმჯდომარის შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი
მე სერიოზულად არ მოვეკიდებოდი ამ ღლაპის განცხადებებს - უგულავა კობახიძეზე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42