ვანის არქეოლოგიური მუზეუმი ახალ სიცოცხლეს იწყებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:55, 23 Oct, 2020     295

ევროპის მასშტაბით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მსოფლიო პანდემიის დროს, ორი ახალი მუზეუმი გაიხსნა – ეროვნული მუზეუმის ბოლნისის რეგიონული და ვანის არქეოლოგიური მუზეუმები.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი - კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი პირველი მუზეუმია ნაქალაქარზე, რომელიც 1985 წელს შეიქმნა არქიტექტორ გიორგი ლეჟავას პროექტით. მუზეუმი, რომელიც თავისი დამაარსებლის სახელს ატარებს, 2020 წლიდან სრულიად განახლებული სახით ახალ სიცოცხლეს იწყებს.

ვანის ნაქალაქარი, რომლის ისტორია თითქმის მთლიანად მოიცავს ძვ.წ. I ათასწლეულს, მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლია. ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებიდან მოყოლებული ძვ.წ. I საუკუნემდე ვანი კოლხეთის – ოქროს საწმისის ქვეყნის – რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა.

მუზეუმის კოლექციებში დაცულია ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი და მისი შემოგარენის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც მოიცავს პერიოდს ძვ.წ. VIII-დან I საუკუნის ჩათვლით. ვანის ნაქალაქარზე მოპოვებულ მასალას დიდი მნიშვნელობა აქვს ანტიკური სამყაროს შესწავლისათვის.

ვანის ახალ მუზეუმში მუდმივმოქმედ გამოფენაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების და ინსტალაციების გამოყენებით წარმოდგენილია ვანის მდიდრულ სამარხებში აღმოჩენილი კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშები, რომლებიც „ოქრომრავალი კოლხეთის" რეალობის ნათელი დასტურია. ამასთანავე, პირველად იქნება ნაჩვენები მათი დამზადების ტექნოლოგიის ამსახველი მასალა და ძველი კოლხების ცოდნა ოქროს მოპოვებისა და დამუშავების შესახებ.

ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში აღმოჩენილ ბრინჯაოს ქანდაკებების ნიმუშებთან ერთად, მუზეუმში პირველად იქნება წარმოდგენილი გადამალული განძის სახით აღმოჩენილი ელინისტური ეპოქის ბრინჯაოს ლამპების უნიკალური ნიმუშები, რომლებიც სატაძრო ინვენტარს წარმოადგენდა და კიდევ ერთხელ ცხადყოფს ძვ. წ. II-I საუკუნეებში ვანის, როგორც სატაძრო ქალაქის მნიშვნელობას.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამუზეუმო შენობაში წარმოდგენილია მუდმივმოქმედი ექსპოზიცია და ასევე, დროებითი საგამოფენო სივრცე. თანამედროვე ინფრასტრუქტურის დახმარებით, უახლესი სტანდარტების დაცვით მოეწყო ფონდები, სამეცნიერო ლაბორატორიები, აუდიტორია, ბიბლიოთეკა-მედიათეკა და საზოგადოებრივი სივრცეები - კაფე, მუზეუმის მაღაზია, ღია ვერანდები.

განახლებული მუზეუმის აუდიტორიაში, რომელიც მუზეუმსა და საზოგადოებას შორის მჭიდრო კავშირის დამყარებასა და საზოგადოების განათლებას ემსახურება, განახლდება „ვანის საერთაშორისო სიმპოზიუმები" მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების მონაწილეობით. სიმპოზიუმები მუზეუმის დაარსებიდან რეგულარულად მიმდინარეობდა და ანტიკური ხანის შავიზღვისპირეთის ქვეყნების ისტორიისა და არქეოლოგიის პრობლემებს ეძღვნებოდა.

განახლებული მუზეუმი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ქვეყნის და კულტურის იდენტობისა და თვითშემეცნების საქმეში, ასევე რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარებაში.

მუზეუმის რეაბილიტაცია განახორციელა საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის პარტნიორია თიბისი, რომლისთვისაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ხელოვნებასთან, განათლებასთან და ისტორიულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ინიციატივებისა და პროექტების ხელშეწყობაა. თიბისისა და ეროვნულ მუზეუმს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, არაერთი პროექტი ხორციელდება, რომელთა მიზანია მუზეუმის საცავებში დაცული განძი, მრავალფეროვანი და თანამედროვე ფორმატების დახმარებით, ფართო აუდიტორიამ გაიცნოს.

ვანის მუზეუმის პარტნიორები არიან შელბი ვაითის და ლეონ ლევის ფონდი. მუზეუმის არქიტექტურული პროექტი და გამოფენის დიზაინი შემუშავდა გერმანული კომპანიის „Ellis Williams Architects", სცენოგრაფის ლინა ლოპესის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობის ფარგლებში.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"სპეცმანქანები მიდიოდნენ იტალიაში, ამერიკაში, ინგლისში და ამოყავდათ ღამის საათებში მიცვალებულები სახლებიდან, ასეთი რამ საქართველოში გინახავთ?"- თენგიზ ცერცვაძე
როდის მიიღებს “რემდესივირს” საქართველო - თენგიზ ცერცვაძე კონკრეტულ თარიღს ასახელებს
ბრძოლა სიცოცხლის გადარჩენისთვის- გაუჩინარებული მეზღვაური შუა ზღვაში აღმოაჩინეს- იგი ერთი დღის განმავლობაში ამოყირავებულ ნავს ეჭიდებოდა
სასიხარულო ინფორმაცია - ხატია წერეთელი კვლავ შეყვარებულია
ორთვიანი კომატოზური მდგომარეობის ლეტალური დასასრული - 23 წლის სალომე გვასალია გარდაიცვალა
ჩვენთვის ეს იქნება ჟანგბადი, რომ გადარჩენა და თანამშრომლების შენარჩუნება შევძლოთ - ეკონომიკური სექტორის მიმართვა ხელისუფლებას
8 დაღუპული და 60-მდე დაჭრილი- ციხეში კორონავირუსის გავრცელებით უკმაყოფილო პატიმრები უსაფრთხოების სამსახურებმა დაცხრილეს
ამ წუთებში გელა ბეჟუაშვილი კარტოგრაფების საქმეზე იკითხება
შეზღუდვების პერიოდში ავტომობილების ტექინსპექტირება კვლავ სავალდებულოა
სტარტაპ გრაინდი ქართულ სტარტაპებს სტარტაპ პროგრამაში მონაწილეობისთვის იწვევს - "აჭარაბეთი" განაგრძობს ინოვაციების და ტექნოლოგიების მხარდაჭერას
"სამარცხვინო აქცია, ოცლარიანი ბანდა, სახე შეინარჩუნეთ"- რიჟვაძის პასუხი გაბრაზებულ მოქალაქეებს
კოვიდსასტუმროში წყლის მიმწოდებელიც არავინ ჰყავდა, დამძიმდა და შემდეგ გადაიყვანეს კლინიკაში, მკურნალობა კი დაგვიანებული აღმოჩნდა - გარდაცვლილი 19 წლის გოგოს დედა
"ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს!"- ზაალ უდუმაშვილი
ზურაბ მელიქიშვილი: მიქელაძის გადაწყეტლება ადასტურებს, რომ არჩევნები გაყალბდა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42