კრიმინალთან ბრძოლაში ქართული ოცნების მთავრობა დამარცხდა და ზუგდიდის ინციდენტი იყო ამის სამწუხარო გამოვლინება - უგულავა
პოლიტიკა - 11:05, 23 Oct, 2020     231

ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება.

უგულავას თქმით, მინისტრის განცხადება, რომ ამ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდნენ ჰუმანური მეთოდებით, არის კიდევ ერთი თვალში ნაცრის შეყრა. უგულავამ აღნიშნა, რომ ეს სპეცოპერაცია ჩაფლავდა, რადგან არც კრიმინალია დაჭერილი და არც მისი იდენტიფიცირება მომხდარა.

უგულავამ აღნიშნა, რომ ამით მწვანე შუქი აენთება მსგავს დანაშაულებრივ ქმედებებს.

„სრული უპასუხისმგებლობაა შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება და მორიგი თვალში ნაცრის შეყრა, რომ სპეცოპერაციის დროს თურმე ხელმძღვანელობდნენ ჰუმანური მეთოდებით და ადამიანის ზრუნვით. უნდა ესმოდეს განსაკუთრებით შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ როდესაც დამნაშავე დაჭერილი არ არის და მაღალი ალბათობით ის იდენტიფიცირებულიც კი არ არის, ეს ნიშნავს, რომ ამით მწვანე შუქი ენთება მსგავს ქმედებებს.

ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში, ანტიტერორისტული ბრძოლის ორგანოები და სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ როდესაც ტერორისტი მიაღწევს თავის საწადელს, ეს ნიშნავს წახალისებას და მწვანე შუქის ანთებას მსგავსი ქმედებებისათვის.

დღეს, როდესაც ჩვენ ვხედავთ ფაქტს, რომ იდენტიფიცირებულიც კი არ არის დამნაშავე, იმიტომ, რომ ან ხდება დაკავება ცხელ კვალზე ან რამდენიმე დღის შემდეგ უნდა არსებობდეს ფოტო-რობოტი, უნდა იყოს იდენტიფიცირებული პირი და საზოგადოება ერთვება ასეთ ძიებაში და თუ ვინმეს ინფორმაცია აქვს, აწვდის მას სამართალდამცველებს. ფაქტია, რომ არც ერთი მომხდარა და არც მეორე.

ამიტომ, ჩვენ, სამწუხაროდ, გადაუჭარბებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მომენტისთვის ეს არის ჩაფლავებული ოპერაცია და უნდა ავღნიშნოთ, რომ კრიმინალთან ბრძოლაში ქართული ოცნების მთავრობა დამარცხდა და ზუგდიდის ინციდენტი იყო ამის სამწუხარო გამოვლინება.“ - განაცხადა უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"მონობა ტეხავს" - ბათუმში ხელისუფლების უზურპირებას ისევ აპროტესტებენ
ეს ბიჭი ჩემი ძმაკაცია - ხატია წერეთლის პირველი კომენტარი ხმაურიან ფოტოზე
1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
რატომ გადახურეს გელათი თუნუქით - კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განმარტება
იმდენად ღრმა ჭაობში ჩაფლეს ქვეყანა , რომ ამ კრიზისს, რომელიც მათ შექმეს, ვერც ეს ბიუჯეტი ვერ უშველის და ვერც რაიმე სხვა ზომა - კაპანაძე
უკონტროლო კრიმინალი - ქუთაისში მანქანების მინები ჩაამსხვრიეს და მოქალაქეების ნივთები მოიპარეს
ივანიშვილმა პოლიტიკური მიზნებისთვის არაფრად ჩააგდო ამ ადამიანების ბედი, მათი პროფესიული გამოცდილება, მათი უმწიკლოება, მათი სტაჟი, მათი სამსახური ქვეყნის მიმართ და ისინი შეწირა თავის პოლიტიკურ ინტერესებს - კაპანაძე კარტოგრაფების საქმეზე
ჩვენ ვართ ერთ ადგილზე ბოლო წლების განმავლობაში და ეს არის ის, რაც უნდა შეიცვალოს, თუ ჩვენ გვინდა, რომ ნატო რეალობა გახდეს მომავალში - კაპანაძე
ირანი ატომური იარაღის შესაქმნელად ემზადება?- პარლამენტმა ურანის გამდიდრების კანონპროექტი ოფიციალურად დაარეგისტრირა
"მამიკო, ხელები სულ გამილურჯდა, გული მიმდის, ესენი მომკლავენ..."- რა მისწერა მამას 19 წლის გოგონამ, რომელიც კორონავირუსს ემსხვერპლა?
რომელ რეგიონში რამდენი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით - მთავრობა ინფორმაციას აღარ გასცემს
კოვიდაფეთქება ქუთაისის სასწრაფო დახმარების ცენტრში - ინფიცირებულია ცენტრის ხელმძღვანელი და რამდენიმე ექიმი
"სპეცმანქანები მიდიოდნენ იტალიაში, ამერიკაში, ინგლისში და ამოყავდათ ღამის საათებში მიცვალებულები სახლებიდან, ასეთი რამ საქართველოში გინახავთ?"- თენგიზ ცერცვაძე
როდის მიიღებს “რემდესივირს” საქართველო - თენგიზ ცერცვაძე კონკრეტულ თარიღს ასახელებს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42