ქვეყანას სჭირდება პოლიტიკოსები, რომლებისთვისაც უპირველესი, უზენაესი იქნება სამართალი, ადამიანის უფლებები და სამშობლო - ახვლედიანი
პოლიტიკა - 22:11, 26 Oct, 2020     390

ევროპული საქართველოს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის, არმაზ ახვლედიანის თქმით, ქვეყანას ხელისუფლებაში სჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც ნათესავებით კი არ აავსებს პოლიტიკას, არამედ იპოვის წესიერ და პროფესიონალ ადამიანს, რომლსითვისაც უზენაესი იქნება სამართალი, ადამიანის უფლებები და სამშობლო.

„ხშირად არის, რომ გგულშემატკივრობენ ახლობლები, მეგობრები, ნათესავები, ზოგჯერ ოჯახის წევრებიც კი... რა უხარიათ, რას ელიან? ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ არაერთია შემთხვევა, როცა შენი დაწინაურება, პოლიტიკაში მისვლა სწორედ იმიტომ უხარიათ, რომ იციან, შენ მიდიხარ ღუმელთან და შეიძლება, ეს სითბო, ეს სიკეთეები, ეს კომფორტი მათაც გაუნაწილო.

არანორმალური საბჭოთა და ალბათ არამარტო საბჭოთა გადმონაშთია, ტრადიციაა, რომელიც ძირფესვიანად თუ არ დავანგრიეთ, ნორმალურ ქვეყანას ვერ ავაშენებთ. როგორ დავანგრიოთ? დანგრევის ერთადერთი გზა ვიცი – პარლამენტში, მთავრობაში, ხელისუფლებაში, ყველგან, ყველა რგოლში, უნდა იყოს მეტი ისეთი ადამიანი, ისეთი საჯარო მოხელე და პოლიტიკოსი, რომელიც ბიძაშვილ-მამიდაშვილებით კი არ აავსებს პოლიტიკას, არამედ იპოვის წესიერ, პროფესიონალ, ერთი მხრივ, კეთილშობილ, მეორე მხრივ კი, ცივსისხლიან საჯარო მოხელეებს და პოლიტიკოსებს, რომლებისთვისაც უპირველესი, უზენაესი იქნება სამართალი, ადამიანის უფლებები და სამშობლო“ - განაცხადა ახვლედიანმა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ბანკირების ადგილი პოლიტიკაში არ არის, ივანიშვილის "ქართუ" კი იპოთეკურ სესხებს არ გასცემს - ვოლსკი
კორონავირუსის მორიგი მსხვერპლი - აჭარაში ვირუსით 31 წლის ქალი გარდაიცვალა
ვის რამდენი მანდატი ერგო პარლამენტში - ცესკომ საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიიღო
"დღევანდელი დღე და ხელმოწერა დოკუმენტზე გახდება საბედისწერო...ბიძინა ივანიშვილი, თქვენ ვერ გიშველით" - ჭყონია ცესკოს შემაჯამებელ ოქმზე
17 წლის გოგო COVID–სასტუმროდან დაუტესტავად გამოწერეს – პაციენტი კვლავ კოვიდდადებითი აღმოჩნდა
"ვერც ერთმა პოლიტიკურმა მოთხოვნამ და სურვილმა ვერ უნდა შეძლოს დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის გატეხვა" - ჟვანია
საარჩევნო ადმინისტრაციამ დაძაბულ გარემოში, ზეწოლისა და ზემოქმედების მიუღებელი ფორმების მიუხედავად, კანონმდებლობის სრული დაცვით განახორციელა ყველა საჭირო პროცედურა - ცესკო
"1 კგ კარტოფილი თამარ ჟვანიასთვის" - ცესკო-სთან მიმდინარე აქციაზე ვითარება დაიძაბა და პოლიციის გაძლიერებული კორდონი გამოჩნდა
არ ვაპირებ პასუხი გავცე ამ გამოსვლებს...ეს ჩვენთვის ახალი არ არის, 2016 წელსაც ზუსტად იგივე მოხდა, თუმცა, ამ არჩევნების შედეგად, 4 წელი მუშაობდა პარლამენტი - ჟვანია ოპოზიციის სხდომის დატოვებაზე
მათი თვალთახედვით,დღეს ამ ქვეყანაში ყველა არჩევნები გაყალბებულია მანამ, ვიდრე მათთვის სასურველი შედეგები არ დადგება - ჟვანია ოპოზიციაზე
პარლამენტის შეკრების პირველ დღეს ოპოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირებს თავის ერთიან პოზიციას - თარხნიშვილი
სამოქალაქო აქტივისტებმა ცესკოსთან საბჭოთა სიმღერების ფონზე "შემაჯამებელი ოქმი" დაწვეს
მინისტრთა კომიტეტმა "ცინცაბაძის ჯგუფის“ ფარგლებში პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები
დეპორტირებულების საქმის აღსრულებაში მცირე წინსვლა შეინიშნება - იუსტიციის სამინისტრო
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42