ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ინტენსიური ვაშლის ბაღები გაშენდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:39, 30 Oct, 2020     458

ვითიბი ბანკმა, ქარელის რაიონ სოფელ რუისში, ინტენსიური ვაშლის ბაღის გაშენება შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამის ფარგლებში 100 000 ლარით დააფინანსა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 66 თვის განმავლობაში სესხზე წლიური 11%-ის დაფინანსება ხდება სახელმწიფოს მხრიდან. ბანკის მიერ გამოყოფილი თანხით 5 000 ნერგის შეძენა იტალიაში განხორციელდა, რაც პირველი მოსავლის 2 წელიწადში მიღების შესაძლებლობას იძლევა, ხოლო 4 -5 წელიწადში ბაღის მოსავლიანობა 1 ჰექტარზე 40-50 ტონამდე გაიზრდება. ვაშლის რეალიზაცია, ძირითადად, საქართველოში არსებულ საცალო ქსელში მოხდება. ასევე შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამის ფარგლებში, ვითიბი ბანკის 35 000 ლარიანი აგრო კრედიტით კლიენტმა შეიძინა ტრაქტორი და სასოფლო სამეურნეო ტექნიკა, რომლის საშუალებითაც ახორციელებს საკუთარი ნაკვეთების მოვლა-დამუშავებას.

ვაშლის ბაღების გარდა 28 ჰექტარზე გაშენებულ მეურნეობაში კომბოსტოს, ბულგარული წიწაკის, პომიდვრის, ხახვის და ქლიავის მოყვანა ხდება.

ვითიბი ბანკი 2012 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს მეწარმე ბესიკ ბალიაშვილთან, სწორედ მას ეკუთვნის ზემოთ აღნიშნული ფერმერული მეურნეობა შიდა ქართლის რეგიონში, სოფელ რუისში, ამჯერად ჩვენი თანამშრომლობა ინტენსიური ტიპის ვაშლის ბაღის გასაშენებლად და სასოფლო სამეურნეო ტექნიკის შესაძენად შედგა. მოხარულები ვართ, რომ აგრო სექტორში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დავაფინანსეთ - განაცხადა ვითიბი ბანკის აგრობიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა შმაგი ბრეგაძემ.

საქართველოში ადგილობრივ ბაზარზე ვაშლზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, ასევე ქართულ ვაშლს გააჩნია დიდი საექსპორტო პოტენციალი, შესაბამისად სწორედ ამ კულტურის გაშენება გადავწვიტე. ვითიბი ბანკთან წლებია ვთანამშრომლობ, ვფიქრობ ძალიან მნიშნელოვანია ბანკის მხრიდან მუდმივი და სტაბილური მხარდაჭერა, ეს ბიზნესის განვითარების მეტ შესაძლებლობას იძლევა - განაცხადა მეწარმე ბესიკ ბალიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"ჩამოვყალიბდით ერთიან პოზიციაზე და სახელწიფოებრივი გეგმა წარვუდგინეთ, ველოდებით ოფიციალურ პასუხს ხელისუფლებისგან" - ოპოზიციაზე მოლაპარაკებაზე
ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელიც სერიოზულ სიტუაციებში სიცილს ვერ იკავებს
ჯანდაცვის მინისტრის მეუღლი სამშენებლო ბიზნესი - ტიკარაძის ქმარი, კორპუსებს კერძო სახლებად აფორმებს, კალაძე მწვანე შუქს უნთებს და მშენებლობის ნებართვებს გამარტივებული წესით აძლევს
აღმოჩენილია ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების რუსული პასპორტები - გაიგეთ ყველაფერი უტა ივანიშვილზე, რომელსაც ოლიგარქი ყველაზე მეტად ენდობა
"თუ არ გაქვს პრივილეგია, ხმა მიაწვდინო ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ შეაჯანჯღარონ სისტემა, განწირული ხარ" - თაბაგირი
"ორი თვეა წყალი არ მოგვეწოდება" - აქცია სამტრედიის მუნიციპალიტეტში , სოფელ კულაშში
"მხოლოდ პარტიის სახელი "გირჩი" და Fb გვერდი გვსურს, დანარჩენი დაგრჩეთ თქვენ", რაზეც იაგო/სანდრო/ვახომ მირჩიეს, "დავოკდე", შემდეგ დამემუქრნენ" - ზურა ჯაფარიძე
2 053 - თბილისი, 931 - იმერეთი, 453 - აჭარა - კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა
ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების მისაღებად ერთ დღეში 6084 ადამიანი დარეგისტრირდა - შემოსავლების სამსახური
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსისგან 2 306 ადამიანი გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა
კორონავირუსის უკონტროლო გავრცელება - საქართველოში რეკორდულად მაღალი , 5 450 შემთხვევა დადასტურდა
ბერ-დიაკონი კირიონი COVID-19-ით გარდაიცვალა
4 არასრულწლოვანის, მათ შორის შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს პროურატურამ ბრალდება წარუდგინა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42