წაგების შემთხვევაში სახე არ უნდა დაკარგო - სალომე სამადაშვილი კობახიძის განცხადებას პასუხობს
პოლიტიკა - 17:12, 30 Oct, 2020     453
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი მხირდან მსგავსი ტექსტები უკვე შემაშფოთებელ ფორმას იღებს არა მარტო საზოგადოებისთვის, არამედ საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის.

მისი თქმით, კობახიძეს არ ესმის, რომ წაგების შემთხვევაში, სახე არ უნდა დაკარგოს:

"მე მსურს გამოვეხმაურო იმ კიდევ ეერთ გასაოცარ, რაც დღეს მოვისმინეთ ბატონი კობახიძისგან. ეს ყველაფერი უკვე ძალიან შემაშფოთებელ ფორმას იღებს ჩვენი საზოგადოებისთვისაც და ჩვენი საერთაშორისო დამკვირვებლებისთვისაც. დღეს დილიდან შევხვდი ფაქტობრივად ყველა სადამკვირვებლო მისიას, რომელიც მოვლენილია საქართველოში. ის ბოდვები, რაც ჩვენ გვესმის ბატონი კობახიძის ბრიფინგებზე, ის ოპოზიციას ადანაშაულება ხან ფარული შტაბის არსებობაზე, ხან ხელკეტების მომარაგებაში, ადრე აცხადებდნენ, რონ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საბურავებს აგროვებს, ადანაშაულებენ ამბოხის დაგეგმვაში. ამ ყველაფერს გარდა იმისა, რომ ეუბნება ქართულ საზოგადოებას, ამას გარდა ამ ყველაფერს აწვდიან ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის იღებს ძალიან სახიფათო სახეს, რადგან ბატონი კობახიძე საუბრობსმმართველი პარტიის სახელით, რომელიც ჩვენი წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას და უბრალოდ უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ჩვენს სახელლმწიფოს. მისი განცხადებები კომიკური თემა გახდა, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ჩვენ ვემზადებისთ ხვალ არჩევნების დამაჯერებლად მოგებისთვის. ასეთი არის მოცემულობა დღეს ჩვენს პოლიტიკურ ვითარებაში, რომ ოპოზიცია ხვალინდელ არჩევნებს მოიგებს.ყველაფერს აქვს თავის დრო და მათ შორის „ქქართული ოცნების“ დრო პოლიტიკაში ამოიწურა.

პოლიტიკა ასეთია, რაც კობახიძეს როგორც ჩანს არ ესმის, ხან მოიგებ, ხან წააგებ და წაგების შემთხვევაში სახე არ უნდა დაკარგო. ამ შემთხვევაში ცხადია, მე არ მადარდებს „ქართული ოცნების“ სახე, მაგრამ უხერხულია ჩვენი სახელმწიფოსთვის, როდესაც პარლამენტის ყოფილი თავჯდომარე მსგავს კომიკურ განცხადებებს აკეთებს.

მე მინდა გამოვეხმაურო იმას, რაც ეალურად არის პრობლემა, რეალური პრობლემა არის ის, რომ დღეს ხელისუფლება ძალიან აქტიურად აწარმოებს კამპანიას ამომრჩევლის დაშინების მიზნით, განსაკუთრებით რეგიონებში და ისეთ რეგიონებში, სადაც ოპოზიციის კანდიდატები მაჟორიტარულ არჩევნებს ძალიან დამაჯერებლად იგებენ. რეალურად დღეს, მიმდინარეობს დაშინება, რომ ამომრჩეველი ხვალ არ მივდეს საარჩევნო უბნებზე.

მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ყველა ამომჩვეველს, თქვენი ფარულობა და არჩევანი არის სრულად დაცული, ნუ შეგეშინდებათ, ხვალ ყველა მიდით არჩევნებზე. ეს არის ერთად ერტ გზა, რომ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ.

ჩვენ გვიკარშირდებიან ჩვენი უცხოელი კოლეგები დიპლომატიური მისიებიდან და გვეუბენბიან, რომ „ქართული ოცნება“ მათ აწვდის ინფორმაციას, რომ ხვალ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება მრავალრიცხოვანი შემადგენლობით შესაძლო შტურმისთვის პარლამენტის შენობის. ასეთი აბსურდული ბრალდებების გავრცელება „ქართული ონების“ მხრიდან, მხოლოდ არწმუნებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ არჩევნებს ძალიან დამაჯერებლად აგებს.

ჩვენ ხვალ ვემზადებით გამარჯვების აღსანიშნავად, ეს არის ჩვენი მიზანი და ამოცანა. დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკური პარტიისთვის გამარჯვების აღსანიშნავად არავის არ მოფიქრებია და ცხადია რომ ამას ვერც ეს ხელისუფლება ვერ გაბედავს, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ძალიან ცოტა დრო დარჩა პოლიტიკური მისიის სიცოცხლის" - განაცხადა სამადაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"მხოლოდ პარტიის სახელი "გირჩი" და Fb გვერდი გვსურს, დანარჩენი დაგრჩეთ თქვენ", რაზეც იაგო/სანდრო/ვახომ მირჩიეს, "დავოკდე", შემდეგ დამემუქრნენ" - ზურა ჯაფარიძე
2 053 - თბილისი, 931 - იმერეთი, 453 - აჭარა - კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა
ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების მისაღებად ერთ დღეში 6084 ადამიანი დარეგისტრირდა - შემოსავლების სამსახური
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსისგან 2 306 ადამიანი გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა
კორონავირუსის უკონტროლო გავრცელება - საქართველოში რეკორდულად მაღალი , 5 450 შემთხვევა დადასტურდა
ბერ-დიაკონი კირიონი COVID-19-ით გარდაიცვალა
4 არასრულწლოვანის, მათ შორის შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს პროურატურამ ბრალდება წარუდგინა
"ქურდული სამყაროს" წევრობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტი თბილისში - დაკავებულია 2 პირი
5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
გამოტანტალებები არის აუტანელი კონკრეტულად ჩემთვის - გოგა ხაჩიძე იაგო ხვიჩიაზე
"რაღაცნაირად შემრცხვა ..." - მღვდელი ნიკოლოზი "შაირისთვის" მეუფე ნიკოლოზს ბოდიშს უხდის
ილიჩოვას საზღვრის დაცვის საქმეში წარმატებისთვის და უმწიკვლო სამსახურისთვის ღარიბაშვილისგან და გახარისგან ჯილდო აქვს მიღებული
კარგი ურთიერთობა არ გვქონდა, მაგრამ საქმიანობით კმაყოფილი ვარ - ცერცვაძე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42