ხვალ არის დღე, რომელსაც შეუძლია დაასრულოს უპერსპექტივობა და უიმედობა და მოიტანოს ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები - ბაქრაძე
პოლიტიკა - 17:31, 30 Oct, 2020     294

ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, მოსახლეობას მიმართავს, რომ მივიდნენ ხვალიდნელ არჩევნებზე, რათა ქვეყანაში დასრულდეს უიმედობა, უპერსპექტივობა, გაზრდილი ფასები, სიღარიბე, კრიმინალი და მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები.

„ხვალ არის 31 ოქტომბერი, დღე, რომელიც განსაზღვრავს როგორი იქნება მომავალი 4 წელი ჩვენი ქვეყნისა და თითოეული ჩვენგანის ოჯახისთვის. დღე, რომელიც განსაზღვრავს, გაგრძელდება თუ არა ყველა ის პრობლემა, რომელშიც დღეს ცხოვრობს ჩვენი საზოგადოება, უმუშევრობა, სიღარიბე, ეკონომიკური გაჭირვება, გაზრდილი ფასები, კრიმინალი, უიმედობა და უპესრპეტივობა, მუდმივი დაპირისპეირება და ნერვიულობა საზოგადოებაში.

ეს ყველაფერი გახლავთ ბოლო 8 წელში ივანიშვილის და ქართული ოცნების მმართველობის შედეგი, ჩვენი შანსი და შესაძლებლობაა ხვალ ამ ყველაფერს დავუსვათ წერტილი და მოვიტანოთ ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები.

დავემშვიდობოთ კრიზისს, უმუშევრობას, უპერსპექტივობასა და დაპირისპირებას და დავიწყოთ ნორმალური ქვეყნის აღმშენებლობა, დავიწყოთ აღმშენებლობა იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ ეკონომიკური კრიზისიდან, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები, მოწესრიგდეს ფასები, რომ ადამიანებს არ ეშინოდეთ გარეთ გასვლა და არ ფიქრობდნენ, რომ მათ საკუთარ სამშობლოში დარჩენის და ოჯახის დასაქმების პერსპექტივა არ აქვთ.

ამ ყველაფერს სჭირდება თითოეული თქვენგანის მოსვლა არჩევნებზე, ამ ყველაფერს სჭირდება თითოეული თქვენგანის ხმა და მინდა ყველას გთხოვოთ, მოდით არჩევნებზე, მოდით არა პოლიტიკოსებისძთვის, არამედ თქვენი თავისთვის, თქვენი ოჯახებისა და თქვენი ქვეყნისთვის, იმისთვის, რომ თქვენს მომავალში მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები და იცხოვროთ უკეთ.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებში ჩვენ ვიქნებით წარმატებული, დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული საქართველო აჩვენებს ძალიან სერიოზულ შედეგს და მთელ დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად აუცილებლად გაიმარჯვებს.

მე დარწმუნებული ვარ, რადგან ვენდობი ჩემს გუნდს, გუნდს, რომელშიც არიან კვალიფიციური, მცოდნე ადამიანები, ვისაც გაუკეთებია საქმე, ვისაც აქვს გამოცდილება, ვისაც აქვს თვითკრიტიკის და კრიტიკულობის უნარი და რაც მთავარია, ვისაც შეუძლია სწორი ხედვით, სწორი პროგრამით წაიყვანოს ქვეყანა წინ.

ამიტომ ვარ მე ევროპულ საქართველოში და ამიტომ გთხოვთ თითოეულ თქვენგანს, რომ მოხვიდეთ ხვალ არჩევნებზე, შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, მხარი დაუჭიროთ ევროპულ საქართველოს, შემოხაზოთ ნომერი 2 და ყველამ ერთად ვიცხოვროთ უკეთეს საქართველოში.“ - განაცხადა ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"ჩამოვყალიბდით ერთიან პოზიციაზე და სახელწიფოებრივი გეგმა წარვუდგინეთ, ველოდებით ოფიციალურ პასუხს ხელისუფლებისგან" - ოპოზიციაზე მოლაპარაკებაზე
ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელიც სერიოზულ სიტუაციებში სიცილს ვერ იკავებს
ჯანდაცვის მინისტრის მეუღლი სამშენებლო ბიზნესი - ტიკარაძის ქმარი, კორპუსებს კერძო სახლებად აფორმებს, კალაძე მწვანე შუქს უნთებს და მშენებლობის ნებართვებს გამარტივებული წესით აძლევს
აღმოჩენილია ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების რუსული პასპორტები - გაიგეთ ყველაფერი უტა ივანიშვილზე, რომელსაც ოლიგარქი ყველაზე მეტად ენდობა
"თუ არ გაქვს პრივილეგია, ხმა მიაწვდინო ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ შეაჯანჯღარონ სისტემა, განწირული ხარ" - თაბაგირი
"ორი თვეა წყალი არ მოგვეწოდება" - აქცია სამტრედიის მუნიციპალიტეტში , სოფელ კულაშში
"მხოლოდ პარტიის სახელი "გირჩი" და Fb გვერდი გვსურს, დანარჩენი დაგრჩეთ თქვენ", რაზეც იაგო/სანდრო/ვახომ მირჩიეს, "დავოკდე", შემდეგ დამემუქრნენ" - ზურა ჯაფარიძე
2 053 - თბილისი, 931 - იმერეთი, 453 - აჭარა - კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა
ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების მისაღებად ერთ დღეში 6084 ადამიანი დარეგისტრირდა - შემოსავლების სამსახური
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსისგან 2 306 ადამიანი გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა
კორონავირუსის უკონტროლო გავრცელება - საქართველოში რეკორდულად მაღალი , 5 450 შემთხვევა დადასტურდა
ბერ-დიაკონი კირიონი COVID-19-ით გარდაიცვალა
4 არასრულწლოვანის, მათ შორის შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს პროურატურამ ბრალდება წარუდგინა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42