მარეგულირებელმა კომისიამ ევროპული საქართველოს საჩივარი იმედის წინააღმდეგ არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე დააკმაყოფილა.
პოლიტიკა - 22:43, 30 Oct, 2020     507

კომუნიკაციების კომისიამ ევროპულმა საქართველომ საჩივარი წინასაარჩევნო კლიპზე იმედის წინააღმდეგ არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე დააკმაყოფილა და ტელეკომპანიას სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. საქმე ეხება ევროპული საქართველოს მიერ წარდგენილ ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, რომელიც იმედმა ეთერში არ განათავსა.

კომუნიკაციების კომისიის ცნობით, ვიდეო-რგოლის ეთერში განუთავსებლობის მიზეზად ტელეიმედმა ორი ფაქტორი დაასახელა, პირველი – რეკლამის წარდგენისას არ იყო დაცული მხარეებს შორის წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების პირობები, კერძოდ ვიდეო-რგოლს არ ახლდა წერილი და მედიაგეგმა და მეორე – ვიდეოში ნაჩვენებია უცხო ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რაც არღვევს "საარჩევნო კოდექსის" მოთხოვნებს, რომლის თანახმადაც, საარჩევნო აგიტაციის გაწევისა და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

"კომუნიკაციების კომისიამ დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე მხარეთა პოზიციები მოისმინა და მიიჩნია, რომ პირველ შემთხვევაში ტელეკომპანია იმედმა ვერ დაასაბუთა შესაბამისი მტკიცებულებებით ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც იგი ვიდეო-რგოლის განუთავსებლობის მიზეზად უთითებდა. ხოლო რაც შეეხება უცნო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობას წინასაარჩევნო რეკლამაში, კომისიამ მსჯელობის საფუძველზე მიიჩნია, რომ წარმოდგენილ ვიდეო-რგოლში მიხეილ სააკაშვილის სურათის გამოყენება არ შეიძლება განიმარტოს როგორც მისი მონაწილეობა წინასაარჩევნო აგიტაციაში, ვინაიდან აგიტაციის გაწევა და მასში მონაწილეობა წარმოადგენს ნებელობით აქტს, რომელიც გულისხმობს პირის მიერ გარკვეული ქმედების განხორციელებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ ევროპული საქართველოს საჩივარი და მის მიერ წარდგენილი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის ტელეკომპანია იმედის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის გადაწყვეტილება მიიღო". – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"მხოლოდ პარტიის სახელი "გირჩი" და Fb გვერდი გვსურს, დანარჩენი დაგრჩეთ თქვენ", რაზეც იაგო/სანდრო/ვახომ მირჩიეს, "დავოკდე", შემდეგ დამემუქრნენ" - ზურა ჯაფარიძე
2 053 - თბილისი, 931 - იმერეთი, 453 - აჭარა - კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა
ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების მისაღებად ერთ დღეში 6084 ადამიანი დარეგისტრირდა - შემოსავლების სამსახური
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსისგან 2 306 ადამიანი გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა
კორონავირუსის უკონტროლო გავრცელება - საქართველოში რეკორდულად მაღალი , 5 450 შემთხვევა დადასტურდა
ბერ-დიაკონი კირიონი COVID-19-ით გარდაიცვალა
4 არასრულწლოვანის, მათ შორის შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს პროურატურამ ბრალდება წარუდგინა
"ქურდული სამყაროს" წევრობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტი თბილისში - დაკავებულია 2 პირი
5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
გამოტანტალებები არის აუტანელი კონკრეტულად ჩემთვის - გოგა ხაჩიძე იაგო ხვიჩიაზე
"რაღაცნაირად შემრცხვა ..." - მღვდელი ნიკოლოზი "შაირისთვის" მეუფე ნიკოლოზს ბოდიშს უხდის
ილიჩოვას საზღვრის დაცვის საქმეში წარმატებისთვის და უმწიკვლო სამსახურისთვის ღარიბაშვილისგან და გახარისგან ჯილდო აქვს მიღებული
კარგი ურთიერთობა არ გვქონდა, მაგრამ საქმიანობით კმაყოფილი ვარ - ცერცვაძე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42