ჩვენს 250 000 რეგისტრირებულ მხარდამჭერს მოვუწოდებ, მივიდეს არჩევნებზე და მიიყვანოს +1 ადამიანი, სწორედ ეს იქნება გარდამტეხი დემოკრატიული ცვლილება, რომელსაც ახალი ძალა ჩაუდგება სათავეში - ხაზარაძე
პოლიტიკა - 22:56, 30 Oct, 2020     330

„ჩვენს 250 000 რეგისტრირებულ მხარდამჭერს მოვუწოდებ, მივიდეს არჩევნებზე და მიიყვანოს +1 ადამიანი, სწორედ ეს იქნება გარდამტეხი დემოკრატიული ცვლილება, რომელსაც ახალი ძალა ჩაუდგება სათავეში"- ამის შესახებ „ლელოს" თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა.

მისივე განცხადებით, სიღარიბე, ტყუილი და უსამართლობა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" შექმნა, ქვეყანაში არჩევნების შედეგად უნდა დასრულდეს.

„ყველაზე მნიშვნელოვანია სწორი გუნდის შეკრება და ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანება, რამაც შექმნა „ლელო" და ეს არის ჩვენი სიძლიერე. ჩვენი გუნდი დღე და ღამე მუშაობს დაუღალავად იმისათვის, რომ სერიოზული შედეგი დავდოთ ხვალ. გუნდს არცერთი მიმართულებით არ გაუჩერებია მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ მეც ათ დღეზე მეტია, კოვიდს ვებრძვი და ამის გამო იზოლაციაში ვარ, არც ერთი წუთით არ ჩამოვშორებივარ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას და ჩართული ვარ ყველა სამუშაოსა თუ მიმდინარე პროცესებში. უახლოესი თვეების განმავლობაში ჩვენ შევქმენით სრულიად ახლებური, ევროპული, ძლიერი პარტია და დღეს გვყავს 250 000 რეგისტრირებული მხარდამჭერი, შეკრული გუნდი, აღჭურვილი "ახალი მარშალის გეგმით" და მიზანმიმართულად მივდივართ არჩევნებზე ჩვენი ქვეყნის რეკონსტრუქციისათვის,"- განაცხადა ხაზარაძემ.

„ლელოს" თავმჯდომარის განმარტებით, ხვალინდელ არჩევნებს ქვეყნის განვითარების სტრატეგიისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რომლის შეცვლაშიც არჩევნებში მონაწილე თითოეული ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

"მინდა, მოვუწოდო მთელს მოსახლეობას, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ეს ქვეყანა არის თითოეული თქვენგანის და თქვენ შეცვლით მის ხვალინდელ დღეს თქვენ მიერ გაკეთებული არჩევანით. ეს მოხდება, რადგან არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც ტყუილზე იქნება დაფუძნებული. ჩვენ ტოტალურ ტყუილში მცხოვრებ საზოგადოებად ჩამოგვაყალიბეს ბოლო 8 წლის განმავლობაში, სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნება" განწირულია წასასვლელად. ხელისუფლებაში კი უნდა მოვიდეს ახალი ძალა „ლელოს" სახით," - განაცხადა ხაზარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"ორი თვეა წყალი არ მოგვეწოდება" - აქცია სამტრედიის მუნიციპალიტეტში , სოფელ კულაშში
"მხოლოდ პარტიის სახელი "გირჩი" და Fb გვერდი გვსურს, დანარჩენი დაგრჩეთ თქვენ", რაზეც იაგო/სანდრო/ვახომ მირჩიეს, "დავოკდე", შემდეგ დამემუქრნენ" - ზურა ჯაფარიძე
2 053 - თბილისი, 931 - იმერეთი, 453 - აჭარა - კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა
ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების მისაღებად ერთ დღეში 6084 ადამიანი დარეგისტრირდა - შემოსავლების სამსახური
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსისგან 2 306 ადამიანი გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა
კორონავირუსის უკონტროლო გავრცელება - საქართველოში რეკორდულად მაღალი , 5 450 შემთხვევა დადასტურდა
ბერ-დიაკონი კირიონი COVID-19-ით გარდაიცვალა
4 არასრულწლოვანის, მათ შორის შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს პროურატურამ ბრალდება წარუდგინა
"ქურდული სამყაროს" წევრობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტი თბილისში - დაკავებულია 2 პირი
5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
გამოტანტალებები არის აუტანელი კონკრეტულად ჩემთვის - გოგა ხაჩიძე იაგო ხვიჩიაზე
"რაღაცნაირად შემრცხვა ..." - მღვდელი ნიკოლოზი "შაირისთვის" მეუფე ნიკოლოზს ბოდიშს უხდის
ილიჩოვას საზღვრის დაცვის საქმეში წარმატებისთვის და უმწიკვლო სამსახურისთვის ღარიბაშვილისგან და გახარისგან ჯილდო აქვს მიღებული
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42