ერთპარტიული მეორე ტური - "ქართული ოცნების" ახალი მესიჯბოქსი - "ოპოზიცია არჩევნებზე საკუთარი ამომრჩევლის ფარულად მობილიზებას ეწევა"
პოლიტიკა - 17:16, 21 Nov, 2020     432

ერთპარტიული მეორე ტური - "ქართული ოცნების” ოფისში კვლავინდებურად ირწმუნებიან, რომ ოპოზიცია თავის ამომრჩევლს “ფარულად მობილიზებას" ეწევა.

იდენტური განცხადებები გააკეთეს კახა კალაძემ, ირაკლი კობახიძემ და ახლა უკვე მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ მიუხედავად გაცხადებული ბოიკოტისა, ოპოზიცია მაინც ცდილობს, ამომრჩევლები უბნებზე მიიყვანოს.

“ოპოზიციის მიერ მეორე ტურთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ისინი მართალია ფარულად, მაგრამ მაინც ახდენენ მათი მხარდამჭერების მობილიზებას ხმის მისაცემად. შეგვიძლია, დარწმუნებით ვთქვათ, რომ პრაქტიკულად ყველა უბანთან ფიქსირდებიან მათი წარმომადგენლებიც”, - ირწმუნება ტელეკამერების წინ მამუკა მდინარაძე.

მსგავსი განცხადება გააკეთა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემა. ამ საკითხს ბრიფინგი გუშინ მიუძღვნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, კახა კალაძემ.

“ოცნების” განცხადებებს “ტვ პირველის” ეთერში “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა და არასერიოზულად შეაფასა ბრალდებები.

“არ ვიცი, თუ შეიძლება, ამას სერიოზულად გასცე პასუხი იმიტომ, რომ ბევრჯერ გავეცით პასუხი სერიოზულად და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს ამომრჩევლებს: გუშინწინ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ არ ვიღებთ[მეორე ტურში] მონაწილეობას. მათ შორის, ჩვენი ბლოკის არცერთი კანდიდატი და ოპოზიციის არცერთი კანდიდატი.

ყველა ეთერს ვიყენებთ, რათა მოვუწოდოთ ამომრჩევლებს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა ამ ფარსში, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის არის სასურველი დემოკრატიის იმიტაციისთვის.

მათი ეს განცხადებები ნიშნავს მხოლოდ ერთს: მათ სურთ, რომ ლეგიტიმაცია ჰქონდეს მეორე ტურს”, – აღნიშნა მან.






მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
მეწარმე სუბიექტებს კიდევ ერთხელ ეძლევათ შესაძლებლობა საშემოსავლო და ქონების გადასახადი 2021 წლის 1 იანვრამდე გადაივადონ
2.4 მილიონი ფუნტი "ვეშაპის ნარწყევისთვის" - მეთევზის დაუჯერებელი ისტორია
ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი კორონავირუსით გარდაიცვალა
"მეუბნებოდა მცივაო" - სრული კოლაფსი ჯანდაცვის სისტემაში და კორონავირუსს შეწურუკლი 19 წლის გოგოს სულისშემძვრელი ისტოირია
ჰააგის სასამართლო დაზარალებულთა ფონდის პროგრამას იწყებს - აგვისტოს ომის მსხვერპლებს 600000 ევროთი ეხმარებიან
ახალშობილთა მშობლებს 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ
ე.წ. კარტოგრაფების საქმე თავდაყირა დგება - " 1:200 000-იანი რუკა არაზუსტია, ცდომილება ასეულობით მეტრია" (დამოუკიდებელი ექსპერტიზა)
Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ევროკავშირის ქვეყნები 2020 წლის დეკემბრის ბოლოს მიიღებენ
მაშ ასე, რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო. საქალაქო სასამართლოდან დამირეკეს, 7 დეკემბერს თქვენი პროცესები განახლდებაო - ნიკა გვარამია
თუ ქარული ოცნება აპირებს, რომ წინადადება მოიტანოს სხვა საკითხზე, ისე რომ ეს არ ეხებოდეს არჩევნებს, ჩვენ ამას არ განვიხილავთ - კაპანაძე
ე.წ. კარტოგრაფების საქმის ფიგურანტები ღარიბაშვილი, ივანიშვილი და ზურაბიშვილი არიან
"მონობა ტეხავს" - ბათუმში ხელისუფლების უზურპირებას ისევ აპროტესტებენ
ეს ბიჭი ჩემი ძმაკაცია - ხატია წერეთლის პირველი კომენტარი ხმაურიან ფოტოზე
ბიძინას მიმდებარედ ყველა ქვა და ბეტონი რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად ითვლება, იცოდით? - ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გაკეთებული წარწერისთვის ორი აქტივისტი დააჯარიმეს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42