"ენმ-ს" ლიდერები თავიანთ ახალგაზრდულ ფრთას ავალებენ, რომ საბჭოთა კავშირის ჰიმნით მოგვილოცონ გამარჯვება - მდინარაძე
პოლიტიკა - 21:57, 21 Nov, 2020     571

"ქართლი ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ავალებენ თავიანთ ახალგაზრდულ ფრთას, რომ საღამოს, 20:00 საათზე ან ამის შემდეგ,საბჭოთა კავშირის ჰიმნით მიულოცონ გამარჯვება „ქართულ ოცნებას“.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციის ზოგიერთი მხარდამჭერი აპირებს, მათი ლიდერების მითითებით, ბიულეტენებზე დაფიქსირდეს მინაწერები, თითქოს ისინი არიან საჯარო მოხელეები და ვინმემ აიძულათ არჩევნებში მონაწილეობა.

„მოგეხსენებათ, დღეს დილიდან, საარჩევნო უბნები გახსნილია მთელი ქვეყნის მასშტაბით, იქ სადაც მეორე ტურები ტარდება საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ზოგადად, მეორე ტურის სპეციფიკის, პანდემიის და ოპოზიციის ბოიკოტის გათვალისწინებით, აქტივობა მაღალი არ არის, თუმცა ნორმალურია. მოსახლეობა მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას იჩენს და საკუთარ პოლიტიკურ პოზიციას საარჩევნო ყუთებთან აფიქსირებს, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს.

ჩვენ დილიდან არაერთხელ წინასწარ გავამახვილეთ ყურადღება, რომ რადიკალური ოპოზიცია გარკვეულ პროვოკაციებს გეგმავს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოპოზიციის ზოგიერთი მხარდამჭერი აპირებს, რა თქმა უნდა, მათი ლიდერების მითითებით, ბიულეტენებზე დაფიქსირდეს მინაწერები, თითქოს ისინი არიან საჯარო მოხელეები და ვინმემ აიძულათ არჩევნებში მონაწილეობა, შემდეგ კი ეს პროვოკაცია არჩევნების დისკრედიტაციისა და ნეგატიური პიარისთვის გამოიყენონ.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს, მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ მხარდაჭერა ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიმართ“, - განაცხადა მდინარაძემ.

უმრავლესობის ლიდერმა რამდენიმე მაგალითი მოიყვანა და მიმართა ოპოზიციას, რომ „მდარე პროვოკაციებს“ არავითარი აზრი არ აქვს.

„მე შემიძლია რამდენიმე გვარიც კი დავასახელო, იმისათვის, რომ გაირკვეს ვის სთხოვეს აჭარის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ასეთი მინაწერების დაფიქსირება ბიულეტენებზე, ესენი არიან - ლაურა ტაკიძე, კობა მანველიძე, ზაიცევა, რომლის სახელიც ზუსტად ვერ გვითხრეს. გვაქვს კონკრეტული ინფორმაციები და მოვუწოდებთ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ლიდერს, თავი დაანებონ ასეთი პატარ-პატარა ე.წ.ნაღმების აფეთქებას, აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია გვაქვს და იმ ეჭვებსაც თავი დაანებონ, სუს-ს რომ მოიშველიებენ ხოლმე. პარტიაში გვაქვს ყველა ინფორმაცია, ძალიან ბევრი მათი წარმომადგენლისგან ეს ინფორმაცია გამოდის და კონკრეტული სახელებითა და გვარებით ვიცით ვინ რას აკეთებს. ამიტომ, ამ მდარე პროვოკაციებს არავითარი აზრი არ აქვს. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ავალებენ თავიანთ ახალგაზრდულ ფრთას, რომ საღამოს 20:00 საათზე ან ამის შემდეგ საბჭოთა კავშირის ჰიმნით მოგვილოცონ გამარჯვება - ესეც მდარე პროვოკაციაა, მითუმეტეს „ნაცმოძრაობისგან“, რომელიც მთელი თავისი ეგრეთ წოდებული „მოღვაწეობის“ განმავლობაში სულ რუსულ საქმეს აკეთებდა და ისინი არიან რეზოლუციის მხარდამჭერი, სადაც ეწერა, რომ საქართველომ ომი დაიწყო, საქართველოს სტრატეგიული ობიექტების გაყიდვაზე და სხვა ძალიან ცნობილ ამბებზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას

ერთ-ერთი მინი - პროვოკაცია იმაში მდგომარეობს, რომ საღამოს თქვან, თითქოს „ქართული ოცნება“ ავალებდა თავიანთ მხარდამჭერების ნაწილს, რომ მათ შემოეხაზათ ხუთიანები იმისათვის, რომ თითქოს ეს ხელოვნური კონკურენცია გაჩენილიყო, თითქოს ისინი არ აქტიურობენ თავისი აგიტატორების მეშვეობით.

ასევე, შალვა პაპუაშვილმაც გითხრათ, რომ ისნის ერთ-ერთ უბანზე აპირებენ პროვოკაციის მოწყობას. ერთ-ერთ უბანზე აქვთ კონცენტრაცია და ცდილობენ, რომ იქ რაღაც არეულობის ფონი შექმნან.

ასე რომ, ყველა ინფორმაცია ხელთ გვაქვს და წინასწარ ვაფრთხილებთ საზოგადოებას და თქვენ. ალბათ გახსოვთ, რომ ასეთი პროვოკაციების შესახებ, მათი ძალადობრივი მოქმედებების და დაგეგმილი, მოგონილი გაყალბების შესახებ ჩვენ წინასწარ ვუყვებოდით საზოგადოებას და ყველა პუნქტი იყო მართალი - ამაშიც თქვენ, ჟურნალისტები და საზოგადოება კარგად დარწმუნდით“, მდინარაძე.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"ორი თვეა წყალი არ მოგვეწოდება" - აქცია სამტრედიის მუნიციპალიტეტში , სოფელ კულაშში
"მხოლოდ პარტიის სახელი "გირჩი" და Fb გვერდი გვსურს, დანარჩენი დაგრჩეთ თქვენ", რაზეც იაგო/სანდრო/ვახომ მირჩიეს, "დავოკდე", შემდეგ დამემუქრნენ" - ზურა ჯაფარიძე
2 053 - თბილისი, 931 - იმერეთი, 453 - აჭარა - კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა
ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების მისაღებად ერთ დღეში 6084 ადამიანი დარეგისტრირდა - შემოსავლების სამსახური
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსისგან 2 306 ადამიანი გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა
კორონავირუსის უკონტროლო გავრცელება - საქართველოში რეკორდულად მაღალი , 5 450 შემთხვევა დადასტურდა
ბერ-დიაკონი კირიონი COVID-19-ით გარდაიცვალა
4 არასრულწლოვანის, მათ შორის შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს პროურატურამ ბრალდება წარუდგინა
"ქურდული სამყაროს" წევრობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტი თბილისში - დაკავებულია 2 პირი
5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
გამოტანტალებები არის აუტანელი კონკრეტულად ჩემთვის - გოგა ხაჩიძე იაგო ხვიჩიაზე
"რაღაცნაირად შემრცხვა ..." - მღვდელი ნიკოლოზი "შაირისთვის" მეუფე ნიკოლოზს ბოდიშს უხდის
ილიჩოვას საზღვრის დაცვის საქმეში წარმატებისთვის და უმწიკვლო სამსახურისთვის ღარიბაშვილისგან და გახარისგან ჯილდო აქვს მიღებული
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42