ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიას ხმის დათვლის პროცედურების მიმდინარეობისა და შემაჯამებელი ოქმების დამუშავების პროცესის შესახებ ინფორმაცია გააცნო
პოლიტიკა - 00:10, 22 Nov, 2020     578

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიას ხმის დათვლის პროცედურების მიმდინარეობისა და შემაჯამებელი ოქმების დამუშავების პროცესის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

„როგორც თქვენთვის ცნობილია 20:00 სთ-ზე დაიხურა საარჩევნო უბნები და დაიწყო ხმის დათვლის პროცესი. კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულებისთანავე, ოქმები მიეწოდება საოლქო საარჩევნო კომისიებს და ისინი იტვირთება შესაბამის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.

შემაჯამებელი ოქმები ეტაპობრივად შემოდის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, დაუყოვნებლივ ქვეყნდება შედეგების სპეციალურ ვებგვერდზე და ცხადია, საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. აღსანიშნავია, რომ ოქმების განთავსება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ღამის ათის ნახევრიდან დაიწყო და ამასთან, ტრადიციულად ხორციელდება შედეგების შეჯამების პროცესის პირდაპირი ტრანსლირება ცესკოს ვებგვერდის, „ფეისბუქის“ და „იუთუბის“ მეშვეობით; ტრანსლირება 360 გრადუსიანი ვიდეო კამერის საშუალებით მიმდინარეობს და ყველას გაქვთ საშუალება თვალი ადევნოთ ამ პროცესს“-განაცხადა ნათია იოსელიანმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, წინასწარ შედეგებში ასახვის მიზნით, ოპერატორებმა დაამუშავეს შემაჯამებელი ოქმების საერთო რაოდენობის 52%, 1043 საარჩევნო უბნის მიხედვით და ამ წუთებში results.cec.gov.ge-ზე მიმდინარეობს წინასწარი შედეგების გამოქვეყნების პროცესი. რაც შეეხება ქუთაისის მერის რიგგარეშე არჩევნებს, დამუშავებულია შემაჯამებელი ოქმების 27 %, 35 საარჩევნო უბნის მიხედვით.

„შედეგები მთელი ღამის განმავლობაში მუდმივად განახლდება ცესკოს ვებგვერდზე და ჩვენ, მას შემდეგ, რაც თითქმის ყველა უბნის შედეგი 17-ვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დაითვლება, წარმოგიდგენთ საბოლოო ინფორმაციას წინასწარი შედეგების თაობაზე.

კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ამომრჩევლებს, იმისათვის, რომ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და მიიღეს მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში. მადლობას ვუხდი საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, იმისათვის, რომ ხელი შეუწყვეს კენჭისყრის პროცესის მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში წარმართვას და მინდა მადლობა გადაგიხადოთ მედიის წარმომადგენლებს დღის განმავლობაში თქვენს მიერ გაწეული საქმიანობისთვის“,-განაცხადა პრეს-სპიკერმა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგებს 3 დეკემბერს შეაჯამებს და შემაჯამებელ ოქმს გამოსცემს
10 დეკემბერს სასამართლოში უგულავასთან დაკავშირებული საქმის განხილვა განახლდება
ხელისუფლება პოლიტიკურ დევნას აგრძელებს და დაკავებული და დასაკავებელი ადამიანებით ვაჭრობს - ნიკა მელია გვარამიაზე
"დამემუქრა, შეეხო ყველაზე წმინდას, დედას..." - ჩოხატაურის მერს სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობაზე ადანაშაულებენ
"ყველაფერი წაიღენ ამ ქალაქიდან, მზე დაუბნელენ და ახლა გვიბრუნებენ მზეჭაბუკს?!"- "ოცნება" ქუთაისს "მზეჭაბუკს" უდგამს და 100 000 ლარს ხარჯავს
გახარიას ძირეულად მცდარი განცხადება საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა, მოვუწოდებთ ხელისუფლებას პანდემიასთან ბრძოლის ფონზე არ დაუშვას დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამოვლინება - TDI
ქვეყანაში გვაქვს ინფლაცია - გაძვირდება თუ არა დენი?
მძიმე ეპიდვითარებისა და ეკონომიკური კრიზის ფონზე "თბილისი ენერჯი" 3 იანვრიდან გაზს აძვირებს
აგვისტოს ომის მსხვერპლებისთვის €600 000-ს დახმარების 3 წლიანი პროგრამა იწყება - ICC-ს ფონდი
მეწარმე სუბიექტებს კიდევ ერთხელ ეძლევათ შესაძლებლობა საშემოსავლო და ქონების გადასახადი 2021 წლის 1 იანვრამდე გადაივადონ
2.4 მილიონი ფუნტი "ვეშაპის ნარწყევისთვის" - მეთევზის დაუჯერებელი ისტორია
ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი კორონავირუსით გარდაიცვალა
"მეუბნებოდა მცივაო" - სრული კოლაფსი ჯანდაცვის სისტემაში და კორონავირუსს შეწiრული 19 წლის გოგოს სულისშემძვრელი ისტოირია
ჰააგის სასამართლო დაზარალებულთა ფონდის პროგრამას იწყებს - აგვისტოს ომის მსხვერპლებს 600000 ევროთი ეხმარებიან
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42