300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია 3 დეკემბრიდან იწყება
პოლიტიკა - 20:51, 02 Dec, 2020     4955

შემოსავლების სამსახურისგანცხადებით, იმ პირებს, რომლებსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, დაწესებული შეზღუდვების გამო ბიზნესობიექტების მუშაობის შეჩერება მოუწიათ, ერთჯერადად 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად დარეგისტრირება 3 დეკემბრიდან შეუძლიათ, 24 დეკემბრის ჩათვლით.

მათ განაცხადი ელექტრონულად უნდა შეავსონ.

შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდეგ პირს კიდევ 2 დღე ეძლევა ინფორმაციის დასაზუსტებლად, 28 დეკემბრის ჩათვლით.

"რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტონულ განაცხადს, ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე ინფორმაციას წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები.

შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, დროულად და ვადების დაცვით მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა პირი საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისიწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 3 სამუშაო დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას, ხოლო აღნიშნული უწყების მიერ, ასევე 3 სამუშაო დღის ვადაში განხორციელდება კომპენსაციების ჩარიცხვის პროცესი.

ამასთან კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს რომლებზეც ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი". - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ტესტირება გაიარა 791-მა პატიმარმა, რომელთაგან სამს დაუდასტურდა covid-19 - პენიტენციური
ვარკეთილში 8 მილიონიანი წყლის მილი გასკდა - მოსახლეობის დიდი ნაწილი ორი დღეა უწყლოდაა დარჩენილი (ვიდეო)
200-ლარიან დახმარებაზე უნდა დასვა გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე და ვნახავთ, როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ - ჯაფარიძე
გადავარჩინოთ 20 წლის მარიამი - გოგონა სხეულის სხვადასხვა ორგანოზე სიმსივნურ წარმონაქმს ებრძვის
400-კაციანი ქორწილი ლონდონში - კოვიდრეგულაციების დამრღვევებს 10000 ფუნტის ჯარიმა ემუქრებათ
ამ ვაქცინებმა, შესაძლოა, COVID-19-ის ახალი შტამების მიმართ ძალა დაკარგონ -კულუმბეგოვი
პოლიცია არასრულწლოვანი კრიმინალების უკან - მაღალჩინოსნები ბავშვებს აძლევენ დავალებებს, რომ გაიტანონ მაღაზიები
სახმელეთო საზღვრების გახსნა ვირუსის შემოტანის რისკებს მნიშვნელოვნად გაზრდის - მაია ცქიტიშვილი
რატომ არ იხსნება ზამთრის კურორტები - მაია ცქიტიშილის განმარტება
სარესტორნე ბიზნესი ძირითადი ინფიცირების წყაროა -მაია ცქიტიშვილი ბიზნესის წარმომადგენლების პროტესტს პასუხობს
SOS: ორთაჭალაში საცხოვრებელი სახლი იწვის - დაშავებულია ერთი ადამიანი
"ორი კაცი რასაც გამოვგლეჯთ და რასაც შევძლებთ აგერ ნახავთ" - "მოქალაქეები"
STOP COVID აპლიკაცია გაუქმდა – მიზეზი ეპიდ–სიტუაციის გაუმჯობესებაა
"იქით რომ გადავიდე ან დამაკავებენ ან მომკლავენ... მთავრობას ვთხოვ მომცეს თავშესაფარი" - მალხაზ ვანიშვილმა პოლიცია დატოვა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42