
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ რომან გოცირიძის განცხადებით, საგანაგაშოა ვითარება, როცა საგარეო ვალი აჭარბებს მთლიანი შიდა პროდუქტის 60%ს.
მისივე თქმით, საგარეო ვალის ასეთ ზრდას გამართლება ექნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ის ნამდვილად მოხმარდებოდა ქვეყნის ეკონომიკას და არა ჩინოვნიკების ინტერესებს.
"ესაა ბიუჯეტი, რომლის შემოსავლების მესამედი საგარეო ვალებითაა ფორმირებული.
ფაქტობრივად 2020 და 2021 წლის ბიუჯეტი კოპირებულად სიტყვა სიტყვით იმეორებს იმას, რაც 2019 წელს იყო. ანუ არათუ მცირდებოდა, არამედ იზრდებოდა ბიუროკრატიული და მასთან დაკავშირებული ხარჯები. ისევე როგორც იზრდებოდა ფუფუნებაში დახარჯული თანხების ოდენობა. ესაა გადარჩენის ბიუჯეტი, რომელიც ნასესხები საგარეო ვალებითაა შევსებული და რომლის ნახევარი სწორედ ასეთი ხარჯების დასაფინანსებლად მიდის.
რა თქმა უნდა, საგანაგაშოა, რომ საგარეო ვალი აჭარბებს მთლიანი შიდა პროდუქტის 60%ს. ესაა ორგანული კანონის დარღვევა."
მასალის გამოყენების პირობები
