
ინსბურგის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი, ირმა კვიცარიძე "მთავარი არხის" ეთერში აცხადებს, რომ საქართველოში კოვიდსასტუმროები არის შეცდომა.
"დიახ, ბატონო თენგიზ, შეცდომაა კოვიდსასტუმროები იმიტომ, რომ კოვიდსასტუმრო არის მრავალპროფილური კლინიკა, სადაც ადამიანები ხვდებიან სხვადასხვა დაავადებებით, იქ მისული პაციენტების ანამნეზი არ იციან ექიმებმა, თითო ექიმი არის განაწილებული ამ სასტუმროებში, ან საიდან უნდა იცოდნენ. აქ ჩვენთან ოჯახის ექიმმა იცის ყველა, მასზე მიმაგრებული პაციენტის ისტორია. წინასწარ არის განსაზღვრული ეს რისკჯგუფები.
ამ კოვიდსასტუმროში შედის 100 ადამიანი, ყველას თავისი ისტორია აქვს. წარმოუდგენელია, რომ ერთმა ექიმმა შეძლოს ამ პაციენტების მართვა, ერთმა ექიმმა იცოდეს, ამ პაციენტებს, რა წამლები აქვთ, რა თანმხლები დაავადებები, რა ოპერაციები აქვთ გადატანილი და ასე შემდეგ. ამიტომ ეს სასტუმროები არის დიდი შეცდომა. სწორედ, ამ სასტუმროების პრობლემა არის, რომ ასეთი მაღალია სიკვდილიანობა, დაგვიანებული მიმართვა, გადაყვანა საავადმყოფოებში. ბრალს ნუ დასდებენ იმ ექიმებს, რომლებიც ამ სასტუმროებში მუშაობენ იმიტომ, რომ ერთი ექიმი ვერ იქნება მულტიპროფილური, ეს წარმოუდგენელია," - ამბობს ირმა კვიცარიძე
მასალის გამოყენების პირობები
