
"ქართული ოცნებაში" აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობა ქვეყნის დასავლელ პარტნიორებს ესხმის თავს.
კახა კუჭავა ყველაზე დიდი ოპოზიხიურ პარტიას "ანტისახელმწიფოებრივსა და დესტრუქციული ძალას" უწოდებს.
"არ წყდება შეტევები ჩვენი მთავარი მოკავშირეებისა და სტრატეგიული პარტნიორების მიმართ და ამას ახორციელებს პროდასავლურობას ამოფარებული, მთავარი ანტისახელმწიფოებრივი და დესტრუქციული ძალა ქართულ პოლიტიკაში, ცხადია ჩვენ ვსაუბრობთ ნაციონალურ მოძრაობაზე", - განაცხადა კუჭავამ.
მმართველი პარტიის სპიკერის მტკიცებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მიუხედავად, ოპოზიციური პარტიის მიმართ მძიმე რიტორიკა განაგრძო, პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას კრიმინალი უწოდა და მას ამერიკის ელჩზე თავდასხმაში დასდო ბრალი.
"ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ჩვენ მოვისმინეთ ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრის, ძალადობასა და კრიმინალში არაერთხელ მხილებული ნიკა მელიას განცხადება, რომელმაც ტოლობის ნიშანი დასვა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ოკუპანტ რუსეთს შორის და ანტი-დასავლური პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციებში დაესხა თავს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის საელჩოს და უშუალოდ ელჩს", - განაცხადა კუჭავამ.
მისი თქმით, "ასეთი ადამიანები" თავისუფალი სამყაროს წარმომადგენელთა სრულუფლებიან ელჩებზე თავდასხმის გზით ცდილობენ არჩევნებში გამარჯვებულები დამარცხებულებად გამოაცხადონ და პირიქით.
"კვლავ სიცრუით და ძალადობით ცდილობენ შეცვალონ მათთვის არასახარბიელო რეალობა და უტიფრად ითხოვენ მხარდაჭერას ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მხრიდან", - ამბობს კუჭავა.
მისი თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლებამ "ყველას მისცა შანსი", დაბრუნებოდნენ ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს, დესტრუქციული და ძალადობრივი მოქმედებების ნაცვლად.
კუჭავამ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, სამოქალაქო ორგანიზაციას და ქართულ საზოგადოებას მოუწოდა, დააფიქსირონ პოზიცია ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ანტიდასავლური განწყობების დათესვის შესახებ.
"კიდევ ერთხელ მოუწოდონ ყველას, რომ თავი შეიკავონ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმებისგან", - ამბობს კუჭავა.
მასალის გამოყენების პირობები
