
ჩამოშლილი ჯანდაცვის სისტემისა და უპასუხისმგებლო მედპერსონალის მორიგი მაგალითი - 17 წლის თამთა ნაცვალაძე კორონავირუსის დიაგნოზით ოზურგეთიდან ბათუმის კოვიდ–სასტურმოში გადაიყვანეს, საიდანაც ისე გამოწერეს, რომ მისთვის ხელახალი ტესტირება არ ჩაუტარებიათ და, შესაბამისად, არც უარყოფითი ტესტის პასუხი მისვლია.
რამდენიმე დღის შემდეგ, გურიაში დაბრუნებულმა თამთა ნაცვალაძემ ტესტი საკუთრი სახსრებით ჩაიტარა, რადგან თავი ცუდად იგრძნო. შედეგად, აღმოჩნდა, რომ კვლავ კოვიდდადებითი პაციენტია.
თამთა ნაცვალაძესთან ერთად ინფიცირებული იყო მისი მამიდაც, რომელიც ასევე არ დაუტესტავთ.
17 წლის COVID-ინფიცირებული პაციენტის ოჯახი სასწრაფოს 5 დღეა უშედეგოდ ელოდება. ოჯახის წევრები დახმარებას ითხოვენ, რომ შემთხვევა ტრაგიკულად არ დამთავრდეს.
"სახლში რომ მოვედით, ჩივილები დამეწყო, ისევ დადებითი პასუხი მოვიდა, სასწრაფოში დავრეკეთ რომ გადავეყვანე, მითხრეს ვერ გადაგიყვანთ ვერც სასტუმროში ვერც საავადმყოფოში ბევრი ხალხია ძალიანო." –ამბობს ინფიცირებული თამთა ნაცვალაძე.
კოვიდ–სასტუმროში აცხადებენ, რომ რადგან პაციენტები სასტუმროში 11 დღე იყვნენ, ისინი გადამდებები აღარ არიან და პროტოკოლის მიხედვით მათი გაწერა შეიძლებოდა.
მასალის გამოყენების პირობები
