
ცესკოს შემაჯამებელ სხდომაზე, სადაც საარჩევნო კომისიამ არჩევნები 2020-ის საბოლოო შედეგები გამოაცხადა, "ერთიანი საქართველოს" წარმომადგენელმა ირაკლი ჭყონიამ აღნიშნა, რომ ისურვებდა იმ დღის დადგომას, როცა ამ შემაჯამებელ ოქმზე ხელმოწერა საბედისწერო გახდებოდა.
"აი, ამ დოკუმენტს როცა მოაწერთ დღეს ხელს, აუცილებლად ვისურვებ, რომ დადგეს საქართველოში ის დღე, როცა აი ეს დღევანდელი დღე და ხელმოწერა დოკუმენტზე გახდება საბედისწერო... მარტო იმის ჩამოხსნა, რაც გააკრა დათომ (წინა გამომსვლელმა ოპოზიციიდან თამარ ჟვანიას ზურგსუკან, დაფაზე გააკრა წარწერა "გაყალბებულია" და სხდომა დატოვა, წარწერა კი ცესკოს მდივანმა ჩამოხსნა.), ვერ გიშველით, იმიტომ რომ მთელმა საქართველლომ გაგაკრათ უკვე ის იარლიყი, რასაც იმსახურებთ. აქედან გამოდინარე, ეს ყველაფერი იქნება გამოძიებული და ვინ დაჯდება განსასჯელის სკამზე, მაგასაც ვნახავთ. ის ადამიანი, ვინც ეს ყველაფერი დაგიკვეთათ, ბიძინა ივანიშვილი, თქვენ ვერ გიშველით, - განაცხადა ჭყონიამ.
მასალის გამოყენების პირობები
