საქართველოს ბანკი მომხმარებელს უფასო შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმა "ბიზნესკურსს“ სთავაზობს
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:44, 04 Dec, 2020     468

საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. მომხმარებლის პროფესიული განვითარების ხელშეწყობისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ბანკმა ახალი შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმა „ბიზნესკურსი“ შექმნა. ბიზნესკურსის გავლა ბიზნესით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს მისცემს შესაძლებლობას, კურსი სრულიად უფასოდ გაიაროს. პროექტის მთავარი მიზანია პლატფორმაზე განთავსებული მრავალფეროვანი ტრენინგების, ცოდნის თუ გამოცდილების გაზიარებით, ბიზნეს განათლება კიდევ უფრო მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი გახადოს. პროექტი EFSE განვითარების ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.

ბიზნესკურსის შექმნაში მაღალკვალიფიციური ლექტორები, კონსულტანტები და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები მონაწილეობდნენ. შესაბამისად, პლატფორმა გამოირჩევა მრავალფეროვნებით და მომხმარებელს ბიზნესის შესახებ უამრავ საინტერესო კურსს, ვიდეოგაკვეთილს, პრეზენტაციას თუ დამატებით ლიტერატურას სთავაზობს. ამასთან, მიღებული ცოდნის შესამოწმებლად, ხელმისაწვდომი იქნება ტესტები.

ბიზნესკურსი ისეთ თემებს აერთიანებს, როგორიცაა: კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები, მარაგების მართვა, ბიზნესგეგმის წერა და ა.შ. გარკვეულ პროგრამების სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

„მოხარული ვართ, წარმოგიდგინოთ ახალი შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმა „ბიზნესკურსი“, რომელიც ყველა იმ ადამიანისთვის შეიქმნა, ვინც ბიზნესით არის დაინტერესებული. პლათფორმა სრულიად უფასოა, მის შექმნაში კი სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებმა მიიღეს მონაწილეობა. სასიხარულოა, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ადამიანების განათლებასა და სამომავლო განვითარებაში. ჩვენ ვაგრძელებთ ახალი გზების პოვნას, რომ მეტმა ადამიანმა ირწმუნოს საკუთარი თავის და მიაღწიოს წარმატებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

პლატფორმის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.businesscourse.ge/

EFSE განვითარების ცენტრის შესახებ: სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის „ევროპული ფონდის (EFSE DF) განვითარების ფონდი“ 2006 წელს ფონდის მანდატის განსახორციელებლად და მისი დაფინანსების განვითარების მიზნით შეიქმნა. ის სამიზნე ქვეყნებში ფინანსურ, ეფექტურ, მიზნობრივ და ინოვაციურ ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს. EFSE მეწარმეობის აკადემია არის EFSE DF განყოფილება, რომლის მიზანია მეწარმეების რესურსების მიწოდება, ტრენინგების ორგანიზება, ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობებისა და სხვა ინსტრუმენტების გაჩენა, რაც მათ კარგი იდეების წარმატებულ ბიზნესად გადაქცევაში შეუწყობს ხელს. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.finance-in-motion.com/





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"ჩვენ არავის არაფერს შევეკითხებით, გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს და პარლამენტში შევალთ" - ალეკო ელსაშვილი
"ელისაშვილის ოპოზიციონერობა არასდროს მჯეროდა, ის თამაშობს ივანიშვილის თამაშს" -ბურჯანაძე
"ვერავინ ვერასოდეს დამაშანტაჟებს" - გიორგი ვაშაძის პასუხი
"ელისაშვილის განცხადება რურუაზე ძალიან მძიმეა, რაც ხელისუფლებას უქმნის კომფორტს" - ხატია დეკანოიძე
"ოპოზიციამ სიტყვა გატეხა "ოცნებასთან" და რურუას გამოშვება ამიტომ გაჭირდა" - ელისაშვილი
"არ შეწყვიტოთ მცდელობები ჩვენამდე მოსაღწევად"- 8 დღის წინ მაღაროში ჩამარხულმა მუშებმა მაშველებს შეტყობინება გამოუგზავნეს
ზეწოლა კერძო ბიზნესზე - ბორჯომის მერიამ კერძო ბინებისა და კოტეჯების მფლობელების დაჯარიმება დაიწყო
შესაძლოა, ადგილი ჰქონდა პატარა ვაშაძის და სხვა ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ კომპრომატებით შანტაჟს - ალეკო ელისაშვილი
"არასწორად მიმაჩნია ოპოზიციის მხრიდან მუდმივად, ახალ ახალი ინიციატივების წამოყენება" - ვაშაძე ცალკეულ შეხვედრებზე უარს ამბობს
შემზარავი მკვლელობა ზუგდიდში - 22 წლის ახალგაზრდას ბრალი ორი მუხლით წაუყენეს
ალექსეი ნავალნის 30 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ავარია აბაშაში - ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა
იმერეთში ადგილობრივი მოსახლოება ნამახვანჰესის მშენებლობის გაგრძელების მოთხონით აქციაზე გამოვიდა - რიონის ხეობის მოსახლეობა ხელისუფლებას მიმართავს
უმძიმესი კადრები: მამაკაცი ნაგვის ბუნკერში ზის და საჭმელს ეძებს - ჩვენი ქვეყნის რეალობა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42