თიბისი დაზღვევის COVID-19-თან დაკავშირებული მხარდაჭერის პროგრამა მომხმარებლებისთვის
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:03, 04 Dec, 2020     478

თიბისი დაზღვევას თავისი მომხმარებლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი სიახლე აქვს.

კომპანიისთვის მთავარი ღირებულება ადამიანი და მისთვის ცხოვრების გამარტივებაა. ამიტომ, დღეიდან, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც თიბისი დაზღვევის მომსახურებით სარგებლობს, შეუძლია მთელი დეკემბრის განმავლობაში სრულიად უფასოდ მიიღოს REDMED-ის COVID-19 ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმის მომსახურება.

პროგრამის ფარგლებში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ვირუსთან დაკავშირებულ კითხვებზე ნებისმიერ დროს 24 საათის განმავლობაში კონსულტაცია გაიაროს სპეციალურად გადამზადებული ოჯახის ექიმებთან.

ოჯახის ექიმის მომსახურება მოიცავს:

· სიმპტომების შეფასებას და მკურნალობის რეჟიმის განსაზღვრას.

· ინფექციის ბინაზე მართვას და მკურნალობას.

· ექიმის კვალიფიურ პასუხს COVID-19 ვირუსთან დაკავშირებულ კითხვებზე.

· პაციენტის განათლების ამაღლებას თვითიზოლაციისა და ოჯახის წევრების დაცვის შესახებ.

„ბიზნესის წარმატებისათვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის მომსახურებისა და სერვისის შეთავაზება. თუმცა, არანაკლები წონა აქვს სწორედ იმ ადამიანების ლოიალურობას, თანადგომას და ნდობას, რომლებსაც მომხმარებლები წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ, თიბისი დაზღვევის უცვლელი პრიორიტეტი ადამიანი და მისთვის ცხოვრების გამარტივებაა. რასაც, პანდემიის პირობებში, მათთვის უწყვეტი მხარდაჭერის გამოცხადებით ვამტკიცებთ და ამ შემთხვევაში, ვთავაზობთ ყველაზე საჭირო სერვისს - Covid-19 ვირუსის მართვის პროგრამაში ჩართვას სრულიად უფასოდ, რითაც REDMED-თან ერთად, მათ ვუმარტივებთ ყველზე მნიშვნელოვანს - ჯანმრთელობაზე ზრუნვას", - პაატა ღაძაძე, თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის დისტანციურად მართვის პროგრამის ფარგლებში, REDMED-ის ოჯახის ექიმებმა გაიარეს სპეციალურად მათთვის შემუშავებული ტრენინგი, რომელსაც Oklahoma City-ს ფედერალური კლინიკის მედიცინის დეპარტამენტის დირექტორი და ოკლაჰომას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ინფექციონისტი - გიორგი კურდღელაშვილი უძღვებოდა.

პროგრამით უფასოდ სარგებლობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/TBCICOV19





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
კაპიტოლიუმის შენობაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - BBC
საგარეო საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები იგეგმება - დავით ზალკალიანს გიორგი ხელაშვილი ჩაანაცვლებს
"შენ შეიძლება მედიცინაში მაგარი ხარ, მაგრამ მე ჯარიმების წერა მეხერხება" - პატრულის მიმართვა ექიმს, რომელიც დააჯარიმეს
"შესაძლოა დისტანციურმა სწავლებამ სერიოზული გავლენა იქონიოს ბავშვების მენტალობაზე" - ინფექციონისტები ონლაინსწავლების მძიმე შედეგებე
"არ ვიტყვი მანქანაზე უარს, ჩემი მანქანა 2006 წლის გამოშვებაა და ძალიან გაცვეთილია" - მიტროპოლიტი ნიკოლოზი
თუ დავრწმუნდები რომ ვაქცინა აუცილებელია, გავიკეთებ - მეუფე ნიკოლოზი
"ვაშაძესთან შეხვედრა პრობლემა არასდროს ყოფილა , მესიჯები მაქვს ბოლო-ბოლო" - ვახტანგ მეგრელიშვილი
ელისაშვილი და "გირჩი“ პრაქტიკულად, “ქართული ოცნების” ტერმინოლოგიით გველაპარაკებიან, ბრალდებებსაც ისვრიან "ქოცური“ მენტალიტეტით - აკაკი ბობოხიძე
"ჩვენ არავის არაფერს შევეკითხებით, გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს და პარლამენტში შევალთ" - ალეკო ელსაშვილი
"ელისაშვილის ოპოზიციონერობა არასდროს მჯეროდა, ის თამაშობს ივანიშვილის თამაშს" -ბურჯანაძე
"ვერავინ ვერასოდეს დამაშანტაჟებს" - გიორგი ვაშაძის პასუხი
"ელისაშვილის განცხადება რურუაზე ძალიან მძიმეა, რაც ხელისუფლებას უქმნის კომფორტს" - ხატია დეკანოიძე
"ოპოზიციამ სიტყვა გატეხა "ოცნებასთან" და რურუას გამოშვება ამიტომ გაჭირდა" - ელისაშვილი
"არ შეწყვიტოთ მცდელობები ჩვენამდე მოსაღწევად"- 8 დღის წინ მაღაროში ჩამარხულმა მუშებმა მაშველებს შეტყობინება გამოუგზავნეს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42