
ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილი 31 წლის ქალის, რუსუდან კოკობინაძის ოჯახის წევრები მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებენ და ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
ახალგაზრდა ქალის ნათესავები სამართლებრივი დევნის მოთხოვნასაც აყენებენ.
მათი თქმით, კობინაძეს თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა:
"დაუგვიანეს მკურნალობა ბათუმის სამშობიარო სახლში, ერთი კვირა იქ იწვა, თურმე ოფლში იწურებოდა, ფეხზე ვერ დგებოდა, სიცხეები ჰქონდა, რატომ არც ერთმა ექიმმა არ მოიკითხა, მე მქონდა დირექტორთან საუბარი – "კარგად არის, კარგად არის". ბატონმა უნგიაძემაც ბევრჯერ მითხრა ჩემი შვილის მკურნალობა დააგვიანა იმ სამშობიარობ. იმ დღეს ვინც იყო ექიმები ყველამ აგოს პასუხი", – ამბობს გარდაცვლილის დედა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პაციენტი ოჯახს წერდა, რომ ექიმები მას უყვიროდნენ თავის თავს თვითონ დახმარებოდა, ასევე, ღამით პაციენტთან ექიმები არ შედიოდნენ.
"წამიყვანეთ იქ სადაც კარგად მიმკურნალებენ, შემოდიან 24 საათში ერთხელ, ექიმები ამბობენ არ ვიშურებთ არაფერს მასთან ერთად ვართ", – ასეთ წერილს გზავნიდა საავადმყოფოდან რუსუდან კოკობინაძე.
ბათუმის სამშობიარო სახლი "მთავართან" კონტაქტზე არ გამოდის და ზარებს არ პასუხობს.
მასალის გამოყენების პირობები
