
ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ერთ-ერთი ცნობილი ექსპერტი საიდუმლო ჰიპერბგერითი რაკეტების დარგში დააკავეს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით. გავრცელეუბლი ინფორმაციით, 63 წლის ასოცირებულმა პროფესორმა, ანატოლი გუბანოვმა დასავლეთის სპეცსამსახურებს რაკეტის საავიაციო დიზაინსა და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე გადასცა საიდუმლო დოკუმენტები. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.
გამოჩენილი რუსი ფიზიკოსი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების კონტრდაზვერვის სამსახურმა დააკავა და მას 12-იდან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გამოძიების თანახმად, გუბანოვმა საიდუმლო სპეცსამსახურებს ავიაციის განვითარების საიდუმლო მონაცემების ამსახველი დოკუმენტები გადასცა. ცნობილია, რომ რუსეთის აღნიშული წამყვანი მეცნიერი დასავლელ ექსპერტებთან მუშაობდა ერთობლივ პროექტზე, სახელად “HEXAFLY-INT” , რომლის მიზანი წყალბადის საწვავზე მომუშავე მაღალსიჩქარიანი სამგზავრო თვითმფრინავის შექმნა იყო.
გუბანოვი ცნობილია, როგორც ექსპერტი ჰიპერბგერითი მყარსაწვავიანი რაკეტის ძრავებში. გუბანოვის ოჯახის წევრებიც ცნობილი საბჭოთა მეცნიერები იყვნენ, რომლებიც აქტიურ როლს ასრულებდნენ საბჭოთა ავიაციისგანვითარებაში.
მასალის გამოყენების პირობები
